სამხრეთ აფრიკაში 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს და ხუთშაბათს ახალგაზრდა მორაგბეები ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩებს გამართავენ. ლადო კილასონიას მიერ გაწვრთნილი უმცროსი ბორჯღალოსნები სტელენბოსხის „დენიელ ქრეივენ სთედიუმზე“ ირლანდიის 20-წლამდელებს დაუპირისპირდებიან. 20-წლამდელთა ბოლო ექვსი ერის ვიცე-ჩემპიონებმა ტურნირი რიხიანად დაიწყეს – იტალიელ თანატოლებს 55:15 მოუგეს. ქართველებმა კი წარმატებით ავსტრალიელებთან სასტარტო მატჩის მხოლოდ პირველი ნახევარი გამართეს (8:6), მეორე ნახევარი...
მბაპეს უქნარას დაარქმევდნენ
ინგლისის ნაკრების ყოფილმა ვარსკვლავმა კრის უოდლმა თქვა, რომ ბრიტანეთის საფეხბურთო საზოგადოება ყოველთვის ეძებს მიზეზებს ფეხბურთელების გასაკრიტიკებლად. მისი აზრით, კილიან მბაპეს ახლაც რომ ეთამაშა პრემიერლიგაში, ის კრიტიკის დიდ ულუფას მიიღებდა. „ჩვენ (ინგლისელები) ყოველთვის ვეძებთ ცუდ მხარეებს, ნეგატიურ ასპექტებს მოთამაშეებში. იმის ნაცვლად, რომ შევხედოთ მათ ძლიერ მხარეებს. ვამბობთ: „ის კარგია დრიბლინგში და პასიებში, მაგრამ ეს ყველას აქვს,...
კრიშტიანუს ანტირეკორდი
პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ ევრო 2024-ის სლოვენიასთან მერვედფინალურ მატჩში პენალტი ვერ გაიტანა. 39 წლის პორტუგალიელის დარტყმა იან ობლაკმა 105-ე წუთზე მოიგერია. რონალდუსთვის ეს გაცუდებული პენალტი პირველი იყო 2022 წლის თებერვლის შემდეგ. თავის მხრივ, ობლაკმა 2022 წლის იანვრის შემდეგ პირველად მოიგერია 11-მეტრიანი. რონალდუ ასევე გახდა პირველი ევროპელი 21-ე საუკუნეში, რომელმაც კონტინენტის პირველობაზე სამი პენალტი გააცუდა....
გახდება ზურიკო ჟირონდისტი?
ჟორჟ მიქაუტაძის „მეცი” ფლეი-ოფში „სენტ ეტიენმა” დაამარცხა. ეს გახლავთ გუნდი, რომელიც ლიგა 2-ში მესამე ადგილზე გავიდა, ლიგა 1-ში აღზევდა და ახლა გაძლიერება სურს. ამ მიზნით, Foot Mercato-ს ინფორმაციით ის 23 წლის ქართველი შემტევის ზურიკო დავითაშვილის დამატებას ცდილობს. „სენტ ეტიენმა” ორი სეზონი ლიგა 2-ში გაატარა. ახლა მას უმაღლეს ეშელონში დარჩენა აქვს მტკიცედ გადაწყვეტილი. კლუბს როგორც იქნა...
მიქაუტაძის ხელში ჩასაგდებად მონაკოს გადაასწრეს
როგორც 83 წლის წინ ლილში დაფუძნებული ჩრდილოფრანგული რეგიონული გაზეთი La Voix du Nord იტყობინება, 23 წლის ქართველი თავდამსხმელის ჟორჟ მიქაუტაძის შეძენა „ლანსს” სურს და ბრძოლაში, რომელიც მის ხელში ჩასაგდებად წამოიწყო „მონაკოს” უსწრებს. შემდეგ გაზეთი წერს, რომ მიქაუტაძე ის ფეხბურთელია, რომელიც შარშან „მეციდან” „აიაქსში” გადავიდა, მაგრამ იქ საქმე არ აეწყო და ისევ ფრანგულ კლუბს დაუბრუნდა. გიორგის...
ლა ლიგა ფეხბურთელების სახსრებს დააკვირდება
იმისათვის, რომ კარგად წარმოვიდგინოთ, თუ რა ტექნოლოგიური სიახლე დაინერგება ესპანეთის ლა ლიგაში ახალი 2024-25 წლების სეზონიდან, ჯერ გავეცნოთ ოფსაიდის ნახევრად ავტომატური დაფიქსირების მეთოდს. მას მოკლედ „ნახევრადავტომატურ ოფსაიდს” უწოდებენ. ლაპარაკია არა ბევრი ვიდეოკამერით მიღებულ გამოსახულებათა შეჯერება-შედარებაზე, არამედ მოწყობილობაზე, რომელიც სტადიონის სახურავზე დამონტაჟდება და როგორც კი მოთამაშე მოედანზე ფეხს შედგამს, მის 30 სახსარს კონტროლის ქვეშ აიყვანს. ეს...
უშანსოდ ლატვიასთან და შანსი ფილიპინებთან
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა პარიზის ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო ეტაპი ლატვიასთან გამანადგურებელი მარცხით დაიწყო. ალეკსანდრ ჯიკიჩის გაწვრთნილი გუნდი 55:83 დამარცხდა. ჩვენს გუნდს კაპიტანი თორნიკე შენგელია აკლდა, მაგრამ რთული სათქმელია რა იქნებოდა მასთან ერთად, რადგან შეტევაში ფაქტობრივად არაფერი გამოგვდიოდა, რაზეც ჩვენი მწირი ქულების რაოდენობაც მეტყველებს. ვერაფერს ვუხერხებდით მეტოქეს პერიმერტზე და ბალტიისპირელებმა 12 სამქულიანი ჩაგვიგდეს, მაშინ როდესაც ჩვენ მხოლოდ...
ცუდი ჯუდი
ჯუდ ბელინგემი უეფამ შეიძლება ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალიდან მოკვეთოს. დიდმოხელეები გამოძიებას შეუდგნენ. მათ უნდა შეისწავლონ ჟესტი, რომელიც ინგლისის ნაკრებისა და „რეალის” ფეხბურთელმა გელზენკირხენში, სლოვაკეთთან შეხვედრის ძირითადი დროის ბოლო წუთზე გოლის გატანის შემდეგ გამოიყენა. ამ ჟესტისთვის მაშინვე თითქოს არავის მიუქცევია ყურადღება, მაგრამ ის ტელეკამერებმა დააფიქსირა. მოგვიანებით ბელინგემმა სოციალური მედიის საშუალების განმარტა თავისი საქციელი: „ეს ჩემი ახლო სამეგობროს...
ვინ გამოდგა სულელი?
ბელგიის ნაკრებმა საფრანგეთთან 0:1 წააგო და ევროპის ჩემპიონატს მერვედფინალში გამოეთიშა. მატჩის შემდგომ პრეს-კონფერენციაზე ბელგიელთა კაპიტანმა კევინ დე ბრუინმა შეურაცხყოფად მიიღო კითხვა „ოქროს თაობის” წარუმატებლობის შესახებ. მან გაბრაზებულმა დატოვა ოთახი. კითხვა კი ასეთი იყო: – როგორი განცდაა, რომ თქვენი „ოქროს თაობა” ერთხელაც ვერ გავიდა ფინალში? – ანუ თქვენ გინდათ თქვათ, რომ საფრანგეთს, ინგლისს და ესპანეთს „ოქროს...
ქალები ევროპაში დაბრუნდნენ
27-წლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოს კალათბურთელ ქალთა ეროვნული გუნდი საერთაშორისო ასპარეზზეა. ნუგზარ ჭეიშვილის ხელმძღვანელობით ნაკრები კვლავ შეიქმნა და მონაწილეობა ევროპის რანგით ყველაზე დაბალ ტურნირში – პატარა ქვეყნების ევროპის ჩემპიონატში მიიღო. ტურნირში მონაწილეობას იღებდა ევროპის რვა ქვეყნის ნაკრები – კოსოვო, საქართველო, კვიპროსი, მალტა (ა ჯგუფი), სომხეთი, ნორვეგია, ანდორა, ალბანეთი (ბ ჯგუფი). საქართველომ ყველა მატჩში წააგო: ჩვენი პირველი...









