პორტუგალიამ საფრანგეთთან პენალტებში წააგო და ევრო 2024-ს გამოეთიშა. ნახევარფინალში ფრანგები ესპანელებს შეხვდებიან, პორტუგალიელები და მათი ლიდერი კრიშტიანუ რონალდუ კი შინ გაემგზავრნენ. პორტუგალიისა და საფრანგეთის შეხვედრაში იყო ეპიზოდი, როდესაც „ლურჯების” კარში ჯარიმა დაინიშნა და… სწორად მაშინ წააგო ცნობილმა ინგლისელმა ვარსკვლავმა და ტელეჟურნალისტმა გარი ლინეკერმა ნიძლავი. ლინეკერი და მისი ოპერატორი დარწმუნებულები იყვნენ, რომ ჯარიმას რონალდუ დაარტყამდა, რიო...
ნაგელსმანი: ვეღარ გავიგე როდის არის ხელით თამაში ბუნებრივი და როდის არაბუნებრივი
ევრო 2024-ის მასპინძელი გერმანია ესპანეთმა ჩემპიონატს გამოთიშა. დრამატულ შეხვედრაში ანგარიში 51-ე წუთზე დანი ოლმომ გახსნა, 89-ე წუთზე ფლორიან ვირცმა გაათანაბრა, 119-ზე კი კვლავ ოლმოს პასით მიკელ მორინომ გამარჯვების გოლი შეაგდო. ოლმო ცხადია მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. „უპირველეს ყოვლისა მინდა ესპანელებს გამარჯვება მივულოცო. ჩვენ შეხვედრა ცუდად დავიწყეთ, სიზუსტე გვაკლდა და ხშირად ვჯარიმდებოდით. პირველ ტაიმში მეტოქე თავს...
ევრო 2024: მერვედფინალის საუკეთესო ფეხბურთელები
დღეს ევრო 2024-ის მეოთხედფინალები იწყება. მერვედფინალში საქართველოს ნაკრები ესპანეთთან 1:4 დამარცხდა და შეჯიბრებას გამოეთიშა. გთავაზობთ მერვედფინალური შეხვედრების საუკეთესო ფეხბურთელების ვინაობას: 29/06 შვეიცარია-იტალია 2:0 რუბენ ვარგასი 29/06 გერმანია-დანია 2:0 ანტონიო რუდიგერი 30/06 ინგლისი-სლოვაკეთი (დდ) 2:1 ჯუდ ბელინგემი 30/06 ესპანეთი-საქართველო 4:1 როდრი 25/06 ნიდერლანდები-ავსტრია 2:3 მარსელ საბიცერი 01/07 საფრანგეთი-ბელგია 1:1 ჟიულ კუნდე 01/07 პორტუგალია-სლოვენია 0:0 (პენ. 3:0)...
ჯუდს ხუთნიშნას გადაახდევინებენ
ინგლისის ნაკრების მხსნელი ჯუდ ბელინგემი დისკვალიფიკაციას გადაურჩა, ჯარიმა აკმარეს. მას ელ კლასიკომ უშველა. გაირკვა, რომ აპრილში, „რეალისა” და „ბარსელონას” შეხვედრაში „ოქროს ბურთის” კანდიდატს გოლი ისევე აღუნიშნავს, როგორც ევრო 2024-ზე სლოვაკეთთან თამაშის დროს აღნიშნა. დაასკვნეს, რომ ბელინგემს სლოვაკების შეურაცხყოფა გულში არც გაუვლია, რასაც დაემატა ის გარემოება, რომ სლოვაკეთის დელეგაციას უეფაში არ უჩივლია და როგორც გერმანული „ბილდი”...
კარგად დაწყებული, ცუდად დამთავრდა
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებს პარიზის ოლიპიური თამაშების საგზურის მოპოვებლად ფილიპინელების 19 ქულით დამარცხება სჭირდებოდა. ერთი შეხედვით ეს რთული შესაძლებელი იყო, მაგრამ თამაშის მიმდინარეობისას ყველაფერი შესაძლებელი გახდა… საოცარი დასაწყისი გვქონდა – ხუთ წუთში გაკეთებული დიდი საქმე – 16:0, მაგრამ ნახევარ წუთში ზედიზედ ექვსი ქულა მივიღეთ. პერიოდი კი, 28:17 მოვიგეთ და შანსი დავიტოვეთ. მეორე პერიოდის დაწყებიდან 2 წუთი...
ფიჯისთან დებიუტანტით და ახალი კაპიტნით
პარასკევს, 5 ივლისს საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ფიჯელებთან შეხვედრით ზაფხულის ტესტებს გახსნის. ეს უმნიშვნელოვანესი მატჩი ბათუმის სტადიონზე საღამოს 8 საათზე დაიწყება და ეს იქნება ბათუმში გამართული მეორე სარაგბო დაპირისპირება იტალიასთან 2022-ის ზაფხულში ეპოქალური გამარჯვების შემდეგ. „მფრინავი ფიჯელები“ ბორჯღალოსნებისთვის დღემდე ერთ-ერთ ყველაზე უხერხულ მეტოქეებად მიიჩნევიან. 2012 წლიდან მოყოლებული ფიჯი და საქართველო ერთმანეთს 7-ჯერ დაუპირისპირდნენ და ბორჯღალოსნების...
ქოჩორა ბურთის ამრთმევი
ესპანური პრესა ხაზს უსვამს, რომ „ლევანტეს” ქართველი ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი მეოთხედფინალამდე ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო „ორთაბრძოლების მომგები” ან თუ გნებავთ „ბურთის წამრთმევი” ფეხბურთელი გახდა. ეს ინფორმაცია სპორტული სტატისტიკის კომპანია Sofascore-ზე დაყრდნობით გავრცელდა. ქოჩორამ ოთხ შეხვედრაში 31-ჯერ აართვა მოწინააღმდეგეს ბურთი. მეორე ადგილზე არის ესპანელი ნახევარმცველი ფაბიან რუისი (29), მესამეზე კი გერმანელი ვარსკვლავი ტონი კროოსი (28). ქოჩორაშვილმა თურქეთთან...
ჯუღელი მილანშია
ნეაპოლური საიტები წერენ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი მამუკა ჯუღელი მილანშია და „აძურის” წარმომადგენლებს შეხვდება. ინფორმაციის პირველწყარო გახლავთ „სქაი იტალიას” ჟურნელისტი ჯანლუკა დი მარციო, რომელმაც ამის შესახებ პირდაპირ ეთერში ილაპარაკა. „კვარაცხელიას აგენტი მილანში ჩამოვიდა, რათა „ნაპოლის” მხარესთან მოლაპარაკებათა მეორე რაუნდი გამართოს. განხილვის თემა კონტრაქტის განახლება და ზოგადად ფეხბურთელის მომავალი იქნება”, — თქვა დი მარციომ და დასძინა,...
სუპერთასი ქუთაისში წავიდა
სლავა მეტრეველის სახელობის საქართველოს სუპერთასის ფინალში ქუთაისის „ტორპედომ“ „დინამო თბილისი“ 2:1 დაამარცხა და ისოტრიაში მესამედ გახდა სუპერთასის გამარჯვებული. ქუთაისელებმა ანგარიში მატჩის დასაწყისში ელიტონ ჟნიორის გოლით გახსნეს, მეორე ტაიმში „ტორპედო“ ნინკოვიჩმა ორი ბურთით დააწინაურა. მატჩის მიწურულს დინამოელებმა ერთი ბურთი გაქვითეს, შეხვედრის დასრულებამდე რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნეს, მაგრამ მეტის გატანა ვეღარ მოახერხეს და საბოლოოდ სუპერთასი „ტორპედოს“ დარჩა....
შავი ლომი და ახალი ჩელენჯ თასი
პირველი ქართული პროფესიული სარაგბო ფრენჩაიზი მომავალი სეზონის ჩელენჯ თასის გათამაშებაში ჩაებმება. ჩვენი ნაკრების საბაზო გუნდს ჯგუფურ ეტაპზე სამი ძველი და ორი ახალი მეტოქე ეყოლება. „შავი ლომი“ შარშანდელივით მესამე ჯგუფში მოხვდა და შარშანდელის მსგავსად აქვე იქნებიან უელსური „სკარლეტსი“, რომელსაც ქართველებმა მოუგეს, ინგლისური „გლოსტერი“, რომელთანაც ბონუს-ქულა მოიპოვეს, და შოტლანდიური „ედინბურგი“, რომელთანაც არ უთამაშიათ. მოგეხსენებათ, თითოეული გუნდი 5...









