„ეკიპის” ცნობით „სენტ ეტიენი” „ბორდოსგან” საქართველოს ნაკრების 23 წლის შემტევს ზურიკო დავითაშვილს ყიდულობს. გავლენიანი ფრანგული გაზეთი წერს, რომ საკითხი მოგვარებულია. „მწვანეები” ჟირონდისტებს 6 მილიონ ევროს გადაუხდიან და თუ ტრანსფერი გაამართლებს, ბონუსებსაც დაამატებენ. ლიგა 1-ში ადგილის დაბევების შემდეგ „სენტ ეტიენი” შემადგენლობის გაძლიერებას შეუდგა. უპირველეს ყოვლისა მან „რეიმსის” ყოფილი კაპიტანი, 36 წლის იუნის აბდელჰამიდი დაიმატა. ვეტერანი გუნდს...
იტალიის დასამარცხებლად
უმცროსი ბორჯღალოსნები სამშაბათს 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპს დაასრულებენ. 18:30-ზე სტელენბოსხის „დენი ქრეივენზე“ დაიწყება ქართველ და იტალიელ 20-წლამდელთა დაპირისპირება, რომელიც ორივე გუნდის შემდგომ ბედს გადაწყვეტს. სხვათა შორის, გასულ ტურში ავსტრალიელების ძლევით იტალიელებმა ჩემპიონობისთვის ბრძოლის გაგრძელების მიზერულ იმედი კი შეინარჩუნეს, მაგრამ რეალურად მათი მთავარი ამოცანა მეხუთე-მერვე ადგილებზე დარჩენაა. ლადო კილასონიას გუნდი კი ავსტრალიასთან და განსაკუთრებით ირლანდიასთან...
პსჟ კატას უბრუნდება
„ნაპოლის” ფეხბურთელებზე იმის თქმა, რომ „პარი სენ ჟერმენში” გადადიან, როგორც ჩანს ნორმად დამკვიდრდა. ბოლო ინფორმაციით მას მერე რაც კილიან მბაპე გაუშვეს მთავარი თავდამსხმელის გარეშე დარჩენილი პარიზელები სხვადასხვა ვარიანტების განხილვის მერე ვიქტორ ოსიმენს დაუბრუნდნენ. „კორიერე დელო სპორტი” წერს, რომ ლუის ენრიკეს გუნდმა ვერავინ იპოვა ვინც ნაწილობრივ მაინც შეავსებდა მბაპეს დანაკლისის. არადა, ესპანელ მწვრთნელს ბევრი გოლის გამტანი...
ხოჭოლავას ფეხბურთი დანიაში დამთავრდა
საქართველოს ნაკრებისა და დანიური „კოპენჰაგენის“ მცველმა დავით ხოჭოლავამ 31 წლის ასაკში კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა. „ეს რთული, მაგრამ გარდაუვალი გადაწყვეტილებაა, დიდი ხანი ვცდილობდი დაბრუნებას, მაგრამ ფაქტის წინაშე დავდექი – თამაშის გაგრძელება შეუძლებელი აღმოჩნდა. რთულია, მაგრამ ისიც კარგად მესმის, რომ მთავარი ჯანმრთელობაა. ფეხბურთის თამაში ძალიან მომენატრება. ფანტასტიკური დრო გავატარე „კოპენჰაგენში“. შევიძინე მეგობრები, მივიღე დიდი გამოცდილება, ჩამომიყალიბდა...
ორი ოლიმპიური საჩუქარი
ჩვენთვის სასიამოვნო ორი ინფორმაცია გავრცელდა: ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანების ცნობით, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობის 87 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ოლიმპიადას ჩამოშორებული ბელარუსი მასკევიჩის ადგილს ქართველი ლაშა გობაძე დაიკავებს. მეორე მძლეოსნობაზეა: 23 წლის ქართველი მძლეოსანი ლიკა ხარჩილავა პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე „ველური ბარათის“ წყალობით მოხვდა და სპორტის ამ სახეობაში საქართველოს ერთადერთი წარმომადგენელი იქნება. ხარჩილავა პარიზში 100 მეტრიან დისტანციაზე ირბენს. მისი...
კროოსმა პედრის ბოდიში მოუხადა
ტონი კროოსმა ბოდიში მოუხადა პედრის ევრო 2024-ის მეოთხედფინალში მიყენებული ტრავმის გამო. ამ ტრავმამ 21 წლის ესპანელი ნახევარმცველი შეჯიბრებას გამოთიშა. 34 წლის გერმანელმა ვარსკვლავმა მას სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა და უთხრა, რომ განზრახ არ დაუზიანებია. „ბოდიშს ვიხდი და იმედი მაქვს, რომ პედრი მალე გამოჯანმრთელდება, — დაწერა ვეტერანმა გამოსათხოვარ წერილში, რომლითაც კარიერაში ბოლო თამაშის შემდეგ გულშემატკივარს და ზოგადად...
კვარა არც გარემარბი იქნება და არც შემტევი ნახევარმცველი
„კორიერე დელო სპორტი” წერს, რომ ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის” ახალი მწვრთნელის ანტონიო კონტეს ერთ-ერთი მთავარი საყრდენი იქნება. „კონტე კვარაცხელიას კასტელ დი სანგროს საწვრთნელ ცენტრში 25 ივლისს ელის. ქართველი შემტევის არდადეგები სწორედ ამ დროისთვის დასრულდება და ახალ თავკაცს ბოლოს და ბოლოს მასთან მუშაობის შესაძლებლობა მიეცემა. კონტეს ერთი სული აქვს, როდის შეხვდება ფეხბურთელს, როდის დაელაპარაკება ტაქტიკასა და თავის...
გვიანი პასუხი ზეპ ბლატერს
ამ ევრომ ერთი ძველი ინტერვიუ გამახსენა, 18 წლის წინანდელი. საერთოდ, ხომ იცით, როგორც არის ხოლმე, წლების გასვლასთან ერთად, უამრავი რამ გავიწყდება და მხოლოდ ისეთი რამ შემორჩება ხოლმე მახსოვრობას, მეტისმეტად ღრმად რაც ჩაგებეჭდება ხოლმე. 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მოგახსენებთ. 18 წელი გამოხდა მას მერე და რა საკვირველია, რომ უმეტესი ამბები, მით უფრო ვიღაცის კომენტარები აღარ მახსოვდეს....
დრამა სტელენბოსხში
20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის მეორე საშეჯობრო დღემ რაგბის ქართველი ქომაგის გულში არაერთგვაროვანი ემოცია დატოვა. უმცროსი ბორჯღალოსნები ირლანდიელ თანატოლებს უკვე გაწითლებულ დროშიც კი 16:15 ამარცხებდნენ, მაგრამ ახალგაზრდა „სამყურების“ ბოლო შეტევის უკუგდება ვერ მოახერხეს და 83-ე წუთზე ლელო-გარდასახვაც მიიღეს – 16:22. ირლანდია 20-წლამდელთა ბოლო ექვსი ერის ვიცე-ჩემპიონია, თუმცა ლადო კილასონიას რაზმმა მრისხანე მეტოქეს ტოლი არაფერში დაუდო და მეტი...
ფიჯელებმა ბათუმშიც გადაგვიფრინეს
სამწუხაროდ, ფიჯის ნაკრები საქართველოს ბორჯღალოსნებისთვის ერთ-ერთ ყველაზე უხერხულ მეტოქედ ბათუმში გამართული ტესტ-მატჩის შემდეგაც დარჩა. რიჩარდ კოკერილის დამოძღვრილმა ქართველებმა „მფრინავ ფიჯელებს“ ურთიერთშეხვედრათა 8 მატჩიან ისტორიაში მე-6 გამარჯვება დაუთმეს – 12:21. უმცროსი ბორჯღალოსნების ირლანდიელებთან წინა დღის მარცხი და ბათუმში ეროვნული ნაკრების ფიჯისთან წაგება ერთიდაიგივე კატეგორიის იყო – უამრავი შესაძლებლობა, ეპიზოდების მთელ რიგში დომინაცია და შესაბამისად, ხილული უპირატესობაც,...









