თვე: ივლისი 2024

Home 2024 ივლისი
ჰკითხეთ პრეზიდენტს
ჩანაწერი

ჰკითხეთ პრეზიდენტს

საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელმა დიდიე დეშამმა 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალურ მატჩში ესპანეთთან მარცხის შემდეგ (1:2), ნაკრებში მის მომავალთან დაკავშირებით შეკითხვას უპასუხა. „ჰკითხეთ ფედერაციის პრეზიდენტს, ახლახან დავმარცხდი ნახევარფინალში. თქვენ მშვენივრად იცით პრეზიდენტი რას ფიქრობს. ნახევარფინალამდე მივედით, ეს უკვე დასაფასებელი შედეგია. ახლა ყველა გააანალიზებს იმას, რაც მოხდა, მაგრამ ცხადია, ასი პროცენტით ვერ გამოვიყენეთ ჩვენი პოტენციალი. ვნახოთ, რა...

მესის 8
ჩანაწერი

მესის 8

არგენტინის ნაკრებმა 2024 წლის კოპა ამერიკის ნახევარფინალურ მატჩში კანადის ნაკრები დაამარცხა ანგარიშით 2:0 და ზედიზედ მეორედ გავიდა ტურნირის ფინალში. ამგვარად, თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ არგენტინის ნაკრებთან ერთად მერვე დიდი ტურნირის ფინალს უწია (ხუთი კოპა ამერიკა, ორი მსოფლიო ჩემპიონატი და ერთი ფინალისიმა). 2024 წლის კოპას ფინალში არგენტინელები ურუგვაი-კოლუმბიის წყვილის გამარჯვებულს შეხვდებიან, რომელიც 11 ივლისს გაიმართება. მიმდინარე ტურნირზე...

ესპანეთის ნაკრებმა ევროფინალების რაოდენობით სსრკ-ს და იტალიას გაუსწრო
ჩანაწერი

ესპანეთის ნაკრებმა ევროფინალების რაოდენობით სსრკ-ს და იტალიას გაუსწრო

ესპანეთის ნაკრებმა ევრო 2024-ის ნახევარფინალურ მატჩში საფრანგეთი ანგარიშით 2:1 დაამარცხა და ჩემპიონატის ფინალში გავიდა. ამგვარად, „ფურია როხა“ ევროპის მეორე გუნდი გახდა ტურნირის ფინალში გასვლების რაოდენობით. ესპანელებისთვის ეს მეხუთე ფინალია, საიდანაც სამში იმარჯვეს. ესპანელებმა ამ მაჩვენებლით აჯობეს სსრკ-ის და იტალიის გუნდებს, რომლებსაც  შესაბამისად ოთხ-ოთხი ფინალი აქვთ ევროს ნათამაშები. რეკორდსმენი კი გერმანიის ნაკრებია, რომელმაც ექვს ფინალში სამჯერ...

გუგეშაშვილი საბერძნეთში ითამაშებს
ჩანაწერი

გუგეშაშვილი საბერძნეთში ითამაშებს

ლუკა გუგეშაშვილი ახალი სეზონიდან კარიერას საბერძნეთში გააგრძელებს – საქართველოს ნაკრების მეკარემ „პანსერაიკოსთან“ ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა. „პანსერაიკოსი“თანამშრომლობას იწყებს საქართველოს ნაკრების მეკარესთან, ლუკა გუგეშაშვილთან, რომელმაც ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრების გამოსვლიდან რამდენიმე დღეში ჩვენს გუნდთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა და 2026 წლამდე დარჩება. ლუკა გუნდს უახლოეს დღეებში შეუერთდება“. 25 წლის გუგეშაშვილის ბოლო კლუბი აზერბაიჯანის ჩემპიონი „ყარაბაღი“ იყო, სადაც 45...

მორატა მილანში წავა, ატლეტიკო ბაზარში, კოლო მუანი მადრიდში…
ჩანაწერი

მორატა მილანში წავა, ატლეტიკო ბაზარში, კოლო მუანი მადრიდში…

სატრანსფერო ბაზარი დიდი ხნის გაღებული არ არის, „ნაპოლიმ” კი უკვე მოასწრო სამი ფეხბურთელის დაბევება: იტალიელები ლეონარდო სპინაცოლა და ალესანდრო ბონჯორნო, აგრეთვე ესპანელი რაფა მარინი ფაქტობრივად უკვე „მარადონაზე” არიან. სამივე მცველია. 22 წლის რაფა მარინი „რეალის” საკუთრებაა, თუმცა ბოლო სეზონში იჯარის წესით „ალავესში” თამაშობდა. ახლა, ნეაპოლელთა წინაშე დიდი საკითხი დგას: ვიქტორ ოსიმენის დაბინავება. როგორც „სქაის” ჟურნალისტი...

როგორ გადაასწრო კუნდეს ავტოგოლით ოლმომ მიქაუტაძეს?
ჩანაწერი

როგორ გადაასწრო კუნდეს ავტოგოლით ოლმომ მიქაუტაძეს?

AS წერს, რომ ესპანეთისა და საფრანგეთის ნაკრებთა ნახევარფინალი ესპანელებმა ცუდად დაიწყეს. პირველი გოლი მე-9 წუთზე ფრანგმა კოლო მუანიმ გაიტანა, მაგრამ  12 წუთში ლამინე იამალმა ფენომენალური დარტყმით გაათანაბრა ანგარიში (გახდა ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მეგოლე), კიდევ 4 წუთის შემდეგ კი დანი ოლმომ ასხლეტილი ბურთი იხელთა, შესანიშნავად დაამუშავა და დაარტყა. ბურთი სავარაუდოდ მიზანს სცდებოდა მაგრამ ფრანგი...

34 კაცით იაპონიასა და ავსტრალიაში
ჩანაწერი

34 კაცით იაპონიასა და ავსტრალიაში

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების თავკაცმა რიჩარდ კოკერილმა 34-კაციანი სია გამოაქვეყნა. ეს იმ 34 მორაგბის ჩამონათვალია, ვინც იაპონიასა და ავსტრალიაში ტესტ-მატჩებისთვის მოემზადება. გაფართოებულ რაზმში სერიოზული სიახლეებია. კოკერილმა 6 ისეთ მორაგბეს უხმო, ვისაც ნაკრების ბორჯღალიანი კვართი არასდროს მოურგია. ესენი არიან ბურჯი ლუკა გოგინავა და ახალგაზრდების მთელი წყება – მეორეხაზელი გურამ ეფრემიძე, მესამეხაზელი იოანე იაშაღაშვილი, შუამარბი გიორგი შველიძე...

ტონი კროოსი შვილისთვის ესპანეთს ირჩევს
ჩანაწერი

ტონი კროოსი შვილისთვის ესპანეთს ირჩევს

ტონი კროოსმა გერმანულ ტელეარხ ZDF-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც პოლიტიკას გადაწვდა და თანამემამულეთა მღელვარება გამოიწვია. მაყურებელს განსაკუთრებული რეაქცია ჰქონდა კროოსის იმ მოსაზრებაზე, რომ დღევანდელი გერმანია ის აღარ არის ათი წლის წინ რომ იყო. მეტიც, გერმანიის ნაკრებისა და „რეალის” ყოფილმა ვარსკვლავმა თქვა, რომ ის ოჯახითურთ საცხოვრებლად ესპანეთში დარჩება, რადგან საღამოობით შვილის გერმანული ქალაქის ქუჩაში გაშვება უსაფრთხო არ...

სკანდალური მსაჯი ევრო 2024-ის ნახევარფინალში
ჩანაწერი

სკანდალური მსაჯი ევრო 2024-ის ნახევარფინალში

2005 წელს ფელიქს ცვაიერი მეორე ბუნდესლიგის მსაჯი იყო, როდესაც მართლმსაჯულების წინაშე მოუხდა წარდგომა. მან და კიდევ ოთხმა არბიტრმა კოლეგა რობერტ ჰოიზერი ამხილეს. ჰოიზერს, რომელიც დააპატიმრეს და მსაჯობა სამუდამოდ აუკრძალეს, ბერლინში მოქმედ ხორვატულ სინდიკატთან ჰქონდა კავშირი. სამართალდამცველებთან თანამშრომლობის მიუხედავად ცვაიერი თავადაც დასაჯეს. დადგინდა, რომ მან ჰოიზერისგან ქრთამი აიღო, 300 ევრო. ამ თანხის საფასურად ვუპერტალერის „ბორუსიასა” და ბერლინის...

ნაპოლი ძლიერდება
ჩანაწერი

ნაპოლი ძლიერდება

იტალიური მედიის ცნობით „ტორინოს” მცველის ალესანდრო ბონჯორნოს „ნაპოლიში” გადასვლა გადაწყვეტილი ამბავია. ეს ინფორმაცია „სქაი სპორტის” ეთერით ჟურნალისტმა ჯანლუკა დი მარციომ გაავრცელა. მხარეებს შორის შეთანხმება გაოფიციალურების ფაზაშია და დიდი შანსია დღეს გამოცხადდეს კიდეც. „კლუბები შეთანხმდნენ და ახლა უკანასკლნელი იურიდიული საკითხების დამუშავების პროცესში არიან”, — თქვა დი მარციომ. ბონჯორნოს „ნაპოლიში” გადასვლას ისიც ადასტურებს, რომ მცველი უახლოეს 48...