თვე: ივლისი 2024

Home 2024 ივლისი
ამ ფიჯის კი უნდა მოვერიოთ
ჩანაწერი

ამ ფიჯის კი უნდა მოვერიოთ

კვირას, 14 ივლისს საქართველოს 20 წლამდე ასაკის მორაგბეთა ნაკრები სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხე მატჩს გამართავს. მე-9-მე-12 ადგილებისთვის პლეი-ოფის ნახევარფინალში ლადო კილასონიას გუნდი ჯგუფური ეტაპის შედეგების მიხედვით ტურნირის უსუსტეს ნაკრებს – ფიჯის დაუპირისპირდება. შეხვედრა 18:30-ზე დაიწყება. 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ამ გუნდების ერთადერთიშეხვედრა შედგა – ანალოგიური სტადიის მატჩში ქართველები  62-ე წუთამდე 0:8 მარცხდებოდნენ, მაგრამ...

რამდენი ათასი ევრო უშოვა მამარდაშვილმა ვალენსიას?
ჩანაწერი

რამდენი ათასი ევრო უშოვა მამარდაშვილმა ვალენსიას?

ხვალ ევროპის ჩემპიონატი მთავრდება. საქართველოს ნაკრებისა და „ვალენსიას” მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა ევრო 2024-ის ბოლო შეხვედრა 30 ივნისს ჩაატარა, როდესაც ქართველები ესპანეთთან დამარცხდნენ 1:4. მადრიდული გამოცემა AS წერს, რომ მას მერე ორი კვირა გავიდა და მამარდას ბრწყივნალე თამაშის ექო შედარებით მინელდა, მაგრამ ქართველი სატრანსფერო ბაზარზე კვლავ მნიშვნელოვანი ფიგურაა. თუმცა არის მეორე მხარეც: ჯერჯერობით იმ თანხის გადახდას,...

შავი ლომის ევროკალენდარი
ჩანაწერი

შავი ლომის ევროკალენდარი

ევროპის პროფესიული საკლუბო რაგბის (EPCR) საშეჯიბრო კომიტეტმა ევროპის 2024/2025 წლების სეზონის საკლუბო ტურნირების კალენდარი გამოაქვეყნა. მოგეხსენებათ, რანგით მეორეში – ჩელენჯ თასზე პირველი ქართული პროფესიული სარაგბო ფრენჩაიზი „შავი ლამი“ იასპარეზებს. ტურნირის ფორმატის თანახმად, ჯგუფური ეტაპის სამივე ჯგუფის მონაწილე 6 გუნდი მხოლოდ 4 თანაგუნდელს ეთამაშება და გაირკვა, რომ ქართველებს არ მოუწევთ შეხვედრა თანაჯგუფელ „გლოსტერთან“, რომელიც შარშანაც ქართველების...

მეშვიდედ – მამაც საკურებთან
ჩანაწერი

მეშვიდედ – მამაც საკურებთან

შაბათს, 13 ივლისს საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ზაფხულის სერიის მეორე ტესტ-მატჩს გამართავს. 14:05-ზე იაპონიის ქალაქ სენდაიში დაიწყება ბორჯღალოსნებისა და ადგილობრივი „მამაცი საკურების“ რიგით მე-7 შეხვედრა. უნდა ითქვას, რომ ფიჯის დარად იაპონიაც ერთ-ერთი უხერხული მეტოქეა ჩვენი გუნდისთვის. 2006 წლიდან მოყოლებული 2018-მდე ეს ნაკრებები ერთმანეთს 6-ჯერ დაპირისპირებიან და ბორჯღალოსნებმა ერთადერთხელ იმარჯვეს – 2014 წელს „მიხეილ მესხზე“ 35:24...

დი ლორენცოს აგენტი: მე დიდი მატყუარა ვარ
ჩანაწერი

დი ლორენცოს აგენტი: მე დიდი მატყუარა ვარ

ჯოვანი დი ლორენცომ „ნაპოლის” ფანებს წერილით მიმართა, რომელშიც წერს, რომ ის არსად მიდის. „აძურის” კაპიტანი ამბობს, რომ ამ დღეებში ის შეხვდა ორივეს, პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისსა და მწვრთნელს ანტონიო კონტეს, რომელთაც დაარწმუნეს, რომ პრობლემები, რომლებიც მას გასულ სეზონში ჰქონდა, აღარ ექნება. იტალიურ Canale 8-ზე კი დი ლორენცოს აგენტმა მარიო ჯიუფრედიმ ფირფიტა გადმოატრილა და თქვა, არასდროს...

ჯუღელი: ხვიჩას ბედი ნაპოლიზეა დამოკიდებული
ჩანაწერი

ჯუღელი: ხვიჩას ბედი ნაპოლიზეა დამოკიდებული

იტალიური მედიის თქმით, ნეაპოლში ამოისუნთქეს, რისი მიზეზიც ხვიჩა კვარაცხელიას აგენტის მამუკა ჯუღელის ინტერვიუ ყოფილა. ეს ინტერვიუ ჯუღელმა ევრო 2024-ის დღეებში, კერძოდ საქართველოს მიერ პორტუგალიის 2:0 ძლევის შემდეგ, ცნობილ რუს ჟურნალისტს ნობელ არუსტამიანს მისცა. საუბარს კვარაცხელიას მამა ბადრიც ესწრება. მოგვყავს მთავარი თემები: …ვწუხვარ თუ არა კვარა ჩემპიონთა ლიგაში რომ ვერ ითამაშებს? დიახ. ამიტომ საჭიროა გუნდმა ისევ...

ზურიკო სენტ-ეტიენში
ჩანაწერი

ზურიკო სენტ-ეტიენში

საფრანგეთის ლიგა 1-ში გადასულმა „სენტ ეტიენმა“ ზურიკო დავითაშვილის ტრანსფერი დაადასტურა და ფეხბურთელი იფიციალურად წარადგინა. დავითაშვილმა ფრანგულ კლუბთან კონტრაქტი 2028 წლამდე გააფორმა, მისი კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივით. „სასიიამოვნია ასეთ ისტორიულ კლუბში თამაში, მიხარია, რომ აქ ვარ, მოუთმენლად ველი თანაგუნდელებთან შეხვედრას „ჟოფრუა გიშარის“ სტადიონზე და არაჩვეულებრივი გულშემატკივრების წინაშე პირველი მატჩის ჩატარებას. საფრანგეთის ლიგა 1-ში თამაში ადვილი...

ტყუპების დაშორება არ შეიძლება
ჩანაწერი

ტყუპების დაშორება არ შეიძლება

გავლენიანი იტალიური გაზეთი „კორიერე დელო სპორტი” წერს, რომ „პარი სენ ჟერმენმა” „ნაპოლის” ახალი შეთავაზება გაუგზავნა: 200 მილიონი ევრო ვიქტორ ოსიმენისა და ხვიჩა კვარაცხელიას სანაცვლოდ. პარიზული კლუბის პრეზიდენტი ნასერ ალ ხელაიფი მიიჩნევს, რომ „ტყუპების დაცალკევება არ შეიძლება”, მაგრამ არის ერთი მნიშვნელოვანი მომენტი — ნეაპოლელებს მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი, რომ 77 ნომერი არ იყიდება. რომაული გამოცემის სტატიაში წერია,...

პენალტი არ იყო! – ამბობს ინგლისელი ჟურნალისტი
ჩანაწერი

პენალტი არ იყო! – ამბობს ინგლისელი ჟურნალისტი

პენალტი, რომლითაც ჰარი კეინმა ანგარიში გაათანაბრა, სკანდალურად ცნობილმა მსაჯმა ფელიქს ცვაიერმა ინგლისის ნაკრებს აჩუქაო, წერს „სანის” მესვეტე მარკ ჰელსი. ლაპარაკია ევრო 2024-ის ნახევარფინალში დანიშნულ თერთმეტმეტრიანზე. ამ შეხვედრაში ინგლისმა ნიდერლანდებს 2:1 მოუგო. ანგარიში მე-7 წუთზე ჰოლანდიელმა ჩავი სიმონსმა გახსნა. მე-18 წუთზე კეინმა ზემოთ ნახსენები პენალტით გაათანაბრა, ხოლო შეხვედრის ბოლოს, 90+1 წუთზე, „ასტონ ვილას” თავდამსხმელმა ოლი უოტკინსმა,...

უნიკალური ამბავი
ჩანაწერი

უნიკალური ამბავი

ესპანეთის ნაკრებმა ევრო 2024-ის ნახევარფინალურ მატჩში საფრანგეთი ანგარიშით 2:1 დაამარცხა და ჩემპიონატის ფინალში გავიდა. ლუის დე ლა ფუენტეს გუნდი კი გახდა პირველი გუნდი ევროს ისტორიაში, რომელმაც ერთ ტურნირზე ზედიზედ ექვსი მატჩი მოიგო. შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ნაკრებმა ევრო 2024-ის ჯგუფურ ეტაპზე ხორვატიას (3:0), იტალიას (1:0) და ალბანეთს (1:0) მოუგო. მერვედფინალში ესპანელებმა საქართველო დაამარცხეს (4:1), მეოთხედფინალში კი...