„ნიუკასლისა“ და „ბლექბერნის“ ყოფილმა თავდამსხმელმა და ინგლისური ფეხბურთის ლეგენდამ, ალან შირერმა ნაკრების მწვრთნელ გარეთ საუთგეიტზე ისაუბრა. „ვეჭვობ, შესაძლოა, ეს მატჩი საუთგეიტისთვის უკანასკნელი იყოს ინგლისის ნაკრებში. ჩვენ ყველა იმედგაცრუებული ვართ. დიახ, შეგვეძლო გვეთამაშა უფრო ლამაზი ფეხბურთი, უფრო შემტევი, მაგრამ ინგლისი მაინც გავიდა ფინალში. როცა ასე ახლოს მიხვალ, უნდა გადალახო ხაზი. მაგრამ რეალობა ისაა, რომ საუთგეიტის დროს ჩვენ...
პირველად…
ევრო-ჩემპიონატების ისტორიაში პირველად, ერთი ნაკრების წარმომადგენლები გახდნენ საუკეთესო და საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი. ევრო 2024-ის შედეგებით კი საუკეთესო ფეხბურთელად ცენტრალური ნახევარმცველი როდრი აღიარეს, საუკეთესო ახალგაზრდად ფლანგელი შემტევი ლამინ იამალი. შეგხსენებთ, ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის ფინალური მატჩი, რომელშიც ესპანეთისა და ინგლისის ნაკრებები შეხვდნენ, ბერლინის „ოლიმპიასტადიონზე“ გაიმართა და ესპანელების გამარჯვებით ანგარიშით 2:1 დამთავრდა. ერტი საგოლე პასი იამალმა გააკეთა,...
ესპანელებმა რომ დაგვამარცხეს ფეხბურთისთვის კარგია
დამთავრდა ევრო 2024-ის ფინალი (ესპანეთმა ინგლისს მოუგო 2:1) და მედიაში გამოჩნდა ცხელ-ცხელი შთაბეჭდილებები. გთავაზობთ, ინგლისელი ვეტერანების გამონათქვამებს, რომლებიც ესპანურმა „მარკამ” შეაგროვა. კრის სატონი: დღეს ინგლისს შემდგომი ნაბიჯის გადასადგმელად მხნეობა არ ეყო. ფეხბურთისთვის ძალიან კარგია ევროპის ჩემპიონი ესპანეთი რომ გახდა, თან ასეთი შედეგით. ესპანელებმა მშვენიერი ფეხბურთი ითამაშეს, ინგლისელებმა კი არა. ესპანეთის გუნდი იყო, ინგლისი — გუნდის ნაგლეჯები....
ბელინგემის ევროემოცია 2024
ბერლინში ევრო 2024-ის ფინალის დასრულების შემდეგ დამარცხებული ინგლისის ნაკრების ვარსკვლავმა ჯუდ ბელინგემმა წყლის გამაგრილებელ კონტეინერს წიხლი ჩასცხო. „რეალის” ვარსკვლავისთვის ეს იყო დიდი იმედგაცრუების დღე: ინგლისელებმა ევრო 2021-ის ფინალში იტალიასთან პენალტებით დამარცხებიდან სამ წელიწადში კვლავ ფინალი წააგეს. ამჯერად ესპანეთთან – 1:2. ბელინგემი წაგებას დაჩვეული არ არის. ბოლო პერიოდში მას ძალიან ხშირად ასახელებდნენ ინგლისელებისა და მადრიდელების გმირად,...
ჟორჟი, გოლი და ბუცი
გიორგი მიქაუტაძე 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის თანაბომბარდირი და „ოქროს ბუცის“ მფლობელი გახდა – ქართული ფეხბურთის ისტორიაში კიდევ ერთი საამაყო ფურცელი ჩაწერა. შეგახსენებთ, რომ უეფა-ს პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ევრო 2024-ზე თუ რამდენიმე ფეხბურთელი ტურნირს თანაბარი გოლების რაოდენობით დაასრულებს, „ოქროს ბუცს“ ყველა მათგანი მიიღებს და დამატებითი მაჩვენებელი გათვალისწინებული აღარ იქნება. შესაბამისად, გიორგი მიქაუტაძე „ოქროს ბუცის“...
რაა გასაკვირი – ესპანეთი!
მორჩა, ყველაფერი ლოგიკურად მორჩა! ევროპის თასი ჩაიბარა გუნდმა, რომელმაც ეს ტიტული ყველაზე მეტად დაიმსახურა – ესპანეთის ნაკრები ხომ ევრო 2024-ზე მართლაც უკონკურენტო იყო. ჯგუფური ეტაპიდან მოყოლებული ლუის დე ლა ფუენტეს შეგირდებმა გამარჯვება მხოლოდ ერთხელ, ისიც მასპინძელ გერმანელებთან დააყენეს ეჭვქვეშ, თუმც ის მატჩიც ისეთ მაღალ დონეზე ჩაატარეს, დამატებითი დროის ბოლო წუთზე მოგებაც ალალი იყო. ფინალში, ცხადია,...
ქართველებმა ფიჯის, რეფერის და ვიდეორეფერის ერთად მოუგეს
სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე 20 წლამდე ასაკის მორაგბეთა შორის პლეი-ოფის ნახევარფინალები შედგა. უმცროსი ბორჯღალოსნები მე-9-მე-12 ადგილების გათამაშებაში წარმატებით ჩაებნენ და ამ ოთხეულის ნახევარფინალში ფიჯელ თანატოლებს აბსოლუტურად მოულოდნელ თრილერში 40:36 აჯობეს. ლადო კილასონიას გუნდი რამდენიმე დღის შემდეგ თავის ბოლო მატჩს გამართავს – მე-9 ადგილისთვის იტალიის U20-ს შეერკინება, რომელმაც მეორე ნახევარფინალში ესპანეთის ნაკრებს 28:15 მოუგო. რაც...
ალკარასის მეორე და კრეიჩიკოვას პირველი
21 წლის ესპანელმა კარლოს ალკარასმა „უიმბლდონი“ ზედიზედ მეორედ მოიგო. ახალგაზრდა ჩოგბურთელმა ფინალში 37 წლის ნოვაკ ჯოკოვიჩს შავი დღე აყარა და სამ სეტში აჯობა – 6:2; 6:2; 7:6. საწყისი ორი სეტი ალკარასმა ყოველგვარი გართულებების გარეშე მოიგო. ესპანელს ყველაფერი გამოსდიოდა და სერბ მეტოქეს შანსს არ უტოვებდა. დაძაბული და დრამატული მხოლოდ მესამე სეტი გამოდგა. 4:4 ისე გახდა, ჩოგბურთელებს...
ჯეკ უილშირი: ერთადერთი, პელე მახსენებდა
ამასწინათ მამაჩემს ლამინ იამალზე ველაპარაკებოდი. გავიხსენეთ ჩემი ბავშვობაც და გოლი, რომელიც 15 წლისამ გავიტანე. მაშინ „არსენალის” სარეზერვო გუნდში ვთამაშობდი და „ბარნეტის” სტადიონზე „ვესტ ჰემს” ვხვდებოდით. შუაში შევჭერი და ცხრიანში გავიტანე. იმ დღის მერე ხალხმა გამიცნო. ჩემი კადრები იუთუბზე დადეს და არსენ ვენგერის გამოჩენამაც არ დააყოვნა. „მაგრამ ეს ბავშვი, იამალი, ამას ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში აკეთებს”, —...
ბორჯღალოსნებმა მესამე ბობოლა წააქციეს!
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა არსებობის ისტორიაში მესამედ დაამარცხა ტიერ 1-ის წარმომადგენელი გუნდი. იაპონიის ქალაქ სენდაიში გამართულ ტესტ-მატჩში ბორჯღალოსნებმა „მამაც საკურებს“ ცხარე ბრძოლა გაუმართეს და 25:23 დაამარცხეს! იაპონიის ნაკრები ჩვენი ეროვნული გუნდისთვის ყოველთვის უხერხულ მეტოქედ მიიჩნეოდა. 2006 წლიდან მოყოლებული ქართულ-იაპონური რკენა 6-ჯერ შემდგარა და ბორჯღალოსნებმა ერთადერთხელ იმარჯვეს, ოღონდაც ყველა ძველი მატჩი იმ დროს შედგა, ვიდრე „მამაც საკურებს“...









