ესპანელებმა რომ დაგვამარცხეს ფეხბურთისთვის კარგია

Home კატეგორიის გარეშე ესპანელებმა რომ დაგვამარცხეს ფეხბურთისთვის კარგია
ესპანელებმა რომ დაგვამარცხეს ფეხბურთისთვის კარგია

Soccer, UEFA Euro 2024, European Championship, Final, Spain - England, Olympiastadion Berlin, Spain's Dani Carvajal celebrates with the trophy after...დამთავრდა ევრო 2024-ის ფინალი (ესპანეთმა ინგლისს მოუგო 2:1) და მედიაში გამოჩნდა ცხელ-ცხელი შთაბეჭდილებები. გთავაზობთ, ინგლისელი ვეტერანების გამონათქვამებს, რომლებიც ესპანურმა „მარკამ” შეაგროვა.

კრის სატონი: დღეს ინგლისს შემდგომი ნაბიჯის გადასადგმელად მხნეობა არ ეყო. ფეხბურთისთვის ძალიან კარგია ევროპის ჩემპიონი ესპანეთი რომ გახდა, თან ასეთი შედეგით. ესპანელებმა მშვენიერი ფეხბურთი ითამაშეს, ინგლისელებმა კი არა. ესპანეთის გუნდი იყო, ინგლისი — გუნდის ნაგლეჯები.

გარი ლინეკერი: ინგლისისთვის ეს იყო მძიმე დამარცხება, მაგრამ მეორე მხრივ ეს გახლდათ შემტევი ფეხბურთის ზეიმი.

ალან შირერი: ეჭვი მაქვს, რომ ეს იყო საუთგეიტის ბოლო მატჩი ინგლისის ნაკრების მწვრთნელის რანგში. მოდი მას ასე ვუთხრათ: ასეთი რაღაც ვინმე სხვასთან გააკეთე.

გარი ნევილი: ჩვენ ვლაპარაკობთ ესპანეთზე, რომელმაც პირველ ტაიმში თავისი საუკეთესო ფეხბურთელი დაკარგა და შესვენების შემდეგ მოედანზე მის გარეშე დაბრუნდა. და კიდევ მათ არ ჰყავდათ პედრი. ანუ მათ დაკარგეს შეჯიბრების ორი საუკეთესო ნახევარმცველი.

რიო ფერდინანდი: აუცილებლად უნდა წარმოვიდგინოთ ჩვენი გუნდის ფეხბურთელების ნიჭი. ვფიქრობ ის სწორად ვერ გამოვიყენეთ. ამის გამო კრიტიკა მწვრთნელმა უნდა მიიღოს. ფედერაციას მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მართებს.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.