თვე: ივლისი 2024

Home 2024 ივლისი
ოთხი ფინალის ოთხი გოლი
ჩანაწერი

ოთხი ფინალის ოთხი გოლი

ესპანეთის ნაკრებისა და „სოსიედადის“ თავდამსხმელი, მიკელ ოიარსაბალი, რომელმაც ევრო 2024-ის ფინალში ინგლისთან გამარჯვების გოლი გაიტანა (2:1), უნიკალური მიღწევის ავტორი გახდა. ოიარსაბალმა კარიერის განმავლობაში ოთხ ფინალში მიიღო მონაწილეობა – ოლიმპიური თამაშების, ესპანეთის თასის, ერთა ლიგისა და ევროპის ჩემპიონატის. მან თითოეულ ფინალში გოლი გაიტანა. შეგახსენებთ, რომ 14 ივლისს 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის გადამწყვეტი მატჩი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს...

გიორგი ლიონელი
ჩანაწერი

გიორგი ლიონელი

გიორგი მიქაუტაძის სატრანსფერო ციებ-ცხელება „მეციდან“ „ლიონში“ გადასვლით დამთავრდა. ქართველ შემტევის გადაბირებასთან დაკავშირებით, თავიდა, მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის მონაწილე „მონაკო“ იყო დაწინაურებული, თითქოს კონტრაქტიც დღედღეზე უნდა გაფორმებულიყო, თუმც მერე საქმეში „ლიონი“ ჩაერთო და ყველაფერი დათავდაყირა დააყენა. გიორგი „ლიონის აღზრდილია, მაგრამ ბავშვობაში მას შანსი არ მისცეს. საბოლოოდ, მიქაუტაძემ მაინც მშობლიურ გუნდში დაბრუნება გადაწყვიტა. დღეს მან სამედიცინო შემოწმება გაიარა...

დინამოდან დინამოში – თბილისიდან კიევში…
ჩანაწერი

დინამოდან დინამოში – თბილისიდან კიევში…

თბილისის „დინამოს“ კიდევ ერთი ახალგაზრდა ფეხბურთელი გააგრძელებს კარიერას უცხოეთში – 18 წლის ცენტრალური ნახევარმცველი, ალქსანდრე ფეიქრიშვილი კიევის „დინამოში“ ითამაშებს – ტრანსფერს უკრაინული კლუბის ვებგვერდი ოფიციალურად ადასტურებს. ფეიქრიშვილი საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების კაპიტანია. ის თბილისის „დინამოს“ აკადემიის აღზრდილია, კლუბის მეორე გუნდში 28 მატჩი ჩაატარა და 9 გოლი გაიტანა. ფეიქრიშვილთან კიევის „დინამომ“ 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ოსიმენი დღეს ან ხვალ პარიზში წავა
ჩანაწერი

ოსიმენი დღეს ან ხვალ პარიზში წავა

გუშინ ნეაპოლური გაზეთი „ილ მატინო” წერდა, რომ ვიქტორ ოსიმენის „პარი სენ ჟერმენში” გადასვლის საქმე გართულდა, მაგრამ საღამოს ყველაფერი შეიცვალა. მას მერე, რაც „ნაპოლის” მეპატრონემ აურელიო დე ლაურენტისმა და პარიზელთა პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელაიფიმ უშუალოდ ილაპარაკეს, გადაწყდა, რომ თუ რაღაც მოულოდნელი არ მოხდება, ნიგერიელი დღეს ან ხვალ პარიზს გაეშურება. ბოლო ცნობით გარიგება ფაქტობრივად შედგა. დასახვეწია ცალკეული დეტალები....

მამარდაშვილი: საუკეთესო მეკარე ყველასთვის, უეფას გარდა
ჩანაწერი

მამარდაშვილი: საუკეთესო მეკარე ყველასთვის, უეფას გარდა

მიუხედავად იმისა, რომ გიორგი მამარდაშვილის ღირსებები კარგად დაინახა, როდესაც საქმე ევრო 2024-ის სიმბოლური ნაკრების შედგენაზე მიდგა, უეფამ ქართველი მეკარე დაივიწყა. შავიზღვისპირა ქვეყნის ფლეი-ოფში გასვლის არქიტექტორმა, ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველ მსხვილ საერთაშორისო შეჯიბრებაზე უამრავი, ყველანაირი დარტყმა მოიგერია, მაგრამ ის ეგრეთწოდებული „შეჯიბრების თერთმეტეულის” მიღმა დატოვეს. უეფას ტექნიკურ დამკვირვებელთა ჯგუფმა 1-4-3-3 პრინციპით შედგენილი გუნდის კარში „მილანის” ფრანგი გოლკიპერი...

გული მწყდება დიბალაზე…
ჩანაწერი

გული მწყდება დიბალაზე…

არგენტინის ნაკრების მწვრთნელმა ლიონელ სკალონიმ ნახევარმცველ პაულო დიბალას 2024 წლის კოპა ამერიკაზე გამოუძახებლობაზე ისაუბრა. შეგახსენებთ, არგენტინელებმა ტურნირის ფინალში კოლუმბიის ნაკრები ანგარიშით 1:0 დაამარცხეს. გამარჯვების გოლი კი 112-ე წუთზე თავდამსხმელმა ლაუტარო მარტინესმა გაიტანა. „დიბალა ჩემთვის განსაკუთრებული ბიჭი იყო და გული მწყდება, რომ ტურნირზე ვერ წავიყვანე”. დიბალამ გასული სეზონი „რომაში“ გაატარა. მის ანგარიშზე 39 მატჩი, 16 გატანილი...

დუნგა სიკვდილს გადარჩა
ჩანაწერი

დუნგა სიკვდილს გადარჩა

ბრაზილიური ფეხბურთის ლეგენდა დუნგა სასტიკ ავარიაში მოყვა და საავადმყოფოში გააქანეს. 60 წლის ვეტერანს სან პაულუდან კამპინა გრანდე დო სულისკენ მიმავალ ტრასაზე მანქანა ამოუტრიალდა. ავტომობილში დუნგას გარდა იჯდა მისი მეუღლე ევანირ ვერი. ცოლ-ქმარი ოჯახის წევრების მონახულების შემდეგ თავიანთ სახლში ბრუნდებოდა. წყვილი სასწაულებრივად გადარჩა. მათ მცირე დაზიანებები აქვთ. დუნგას შვილი ბრუნო მადლობას უხდის ექიმებს და საზოგადოებას, რომელთაც...

რომელ წუთზე დამარცხდა ინგლისის ნაკრები?
ჩანაწერი

რომელ წუთზე დამარცხდა ინგლისის ნაკრები?

ინგლისელი ფანები ასახელებენ ზუსტ მომენტს, როდესაც ევრო 2024-ის ფინალში მოვლენები ესპანეთის ნაკრების სასარგებლოდ შემოტრიალდა. შეგახსენებთ, რომ შეხვედრა 2:1 დასრულდა ესპანელების სასარგებლოდ. გადამწყვეტი გოლი 87-ე წუთზე „რეალ სოსიედადის” თავდამსხმელმა მიკელ ოიარსაბალმა გაიტანა. შეხვედრის ხანგრძლივი მონაკვეთების განმავლობაში ინიციატივა სამხრეთელებს ჰქონდათ. ბურთის ფლობაში უპირატესობა მათი იყო — 66%. პირველი გოლი „ლა როხამ” მეორე ტაიმის დასაწყისში შეაგდო. ეს ბილბაოელმა...

აგენტი პარიზში ჩავიდა
ჩანაწერი

აგენტი პარიზში ჩავიდა

არ ცხრება ლაპარაკი ვიქტორ ოსიმენზე. ბოლო ცნობის თანახმად, გუშინ მისი აგენტი პარიზს გაემგზავრა. ეს ინფორმაცია ფეხბურთელთა ბაზრის სპეციალისტმა, „სქაი სპორტის” ეთერიდან ჯანლუკა დი მარციომ გაავრცელა. დი მარციო ამბობს, რომ „პარი სენ ჟერმენი” „ნაპოლის” ნიგერიელის სანაცვლოდ ფულის გარდა ასარჩევად რამდენიმე ფეხბურთელსაც სთავაზობს. ლაპარაკია „ვალენსიაში” გიორგი მამარდაშვილის ყოფილ თანაგუნდელ, ნახევარმცველ კარლოს სოლერზე, ფრანგ მარჯვენა მცველ ნორდი მუკიელესა...

აბა, წავედი…
ჩანაწერი

აბა, წავედი…

გერმანიის ნაკრების და მიუნხენის „ბაიერნის“ თავდამსხმელმა თომას მიულერმა ეროვნული ნაკრებიდან წასვლის შესახებ ოფიციალურად განაცხადა. ბუნდესნაკრებში ფეხბურთელისთვის ბოლო მატჩი 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში ესპანეთთან დამარცხება იყო (1:2). „ყოველთვის ვამაყობდი, რომ წარმოვადგენდი ჩემს ქვეყანას. მინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ. ახლა ტრიბუნებიდან ვუგულშემატკივრებ ეროვნულ გუნდს“. 34 წლის მიულერის დებიუტი ქვეყნის ნაკრებში 2010 წლის ოქტომბერში შედგა. მას შემდეგ თომასმა...