ბრაზილიური ფეხბურთის ლეგენდა დუნგა სასტიკ ავარიაში მოყვა და საავადმყოფოში გააქანეს. 60 წლის ვეტერანს სან პაულუდან კამპინა გრანდე დო სულისკენ მიმავალ ტრასაზე მანქანა ამოუტრიალდა.
ავტომობილში დუნგას გარდა იჯდა მისი მეუღლე ევანირ ვერი. ცოლ-ქმარი ოჯახის წევრების მონახულების შემდეგ თავიანთ სახლში ბრუნდებოდა. წყვილი სასწაულებრივად გადარჩა. მათ მცირე დაზიანებები აქვთ. დუნგას შვილი ბრუნო მადლობას უხდის ექიმებს და საზოგადოებას, რომელთაც დახმარება არ დააყოვნეს.
პოლიციის ინფორმაციით ბრაზილიის ნაკრების ყოფილი კაპიტანი და 1994 წლის მსოფლიოს ჩემპიონი სრულიად ფხიზელი იყო. მანქანა სავარაუდოდ ტრასის საფარის გამო ამოტრიალდა. ინციდენტამდე გზის ამ მონაკვეთს თავსხმა წვიმა დაატყდა თავს.
დუნგა 2006-10 წლებში ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელი იყო.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური18/06/2026 | 10:34დაბერდა!
მთავარი ამბავი18/06/2026 | 09:41ტუხელმა ფეხბურთელებს დაუღრინა, ინგლისმა მოიგო!
აქეთურ-იქითური17/06/2026 | 14:14დიომანდეს ბავშვობის საყვარელი გუნდი არის ლივერპული… არა პსჟ!
აქეთურ-იქითური17/06/2026 | 10:57დაგვიანება ამერიკული მოვლენაა?
