ნეაპოლური საიტები წერენ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი მამუკა ჯუღელი მილანშია და „აძურის” წარმომადგენლებს შეხვდება. ინფორმაციის პირველწყარო გახლავთ „სქაი იტალიას” ჟურნელისტი ჯანლუკა დი მარციო, რომელმაც ამის შესახებ პირდაპირ ეთერში ილაპარაკა.
„კვარაცხელიას აგენტი მილანში ჩამოვიდა, რათა „ნაპოლის” მხარესთან მოლაპარაკებათა მეორე რაუნდი გამართოს. განხილვის თემა კონტრაქტის განახლება და ზოგადად ფეხბურთელის მომავალი იქნება”, — თქვა დი მარციომ და დასძინა, რომ მისი აზრით მხარეებს სურთ რაც შეიძლება მალე მიაღწიონ შეთანხმებას.
შეხვედრისას მკაფიოდ გამოჩნდება თუ რას აპირებს ქართველი გარემარბი „ნაპოლისთან” დაკავშირებით. კონტრაქტის განახლება ერთია, მაგრამ არის მომავალთან დაკავშირებული უფრო ზოგადი და ალბათ პრინციპული საკითხი — ხომ შესაძლებელია, ფეხბურთელს კონტრაქტი გაუფორმო, გამოსასყიდი თანხა დაუნიშნო, მაზანდა აწიო და ისე გაყიდო.
როგორც ცნობილია „ნაპოლის” კვარაცხელიას დატოვება უნდა. ახალი მწვრთნელი ანტონიო კონტე ფეხბურთელს თავისი პროექტის საკვანძო ნაწილად განიხილავს და ყველა ღონეს იხმარს, რათა „პარტენოპეელბმა” ის არ გაჰყიდონ.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები04/11/2026 | 09:02როგორ ემზადება უნგრეთი საქართველოსთან შესახვედრად?
სიახლეები04/11/2026 | 07:31ჩემპიონთა ლიგის სამშაბათი
აქეთურ-იქითური03/11/2026 | 08:13ენტონი გორდონი: კლასიკო ჩვენ უნდა მოგვეგო
აქეთურ-იქითური03/11/2026 | 07:15სიმულაცია ლივერპულის სტილი არ არისო?
