თვე: ივლისი 2024

Home 2024 ივლისი
კვარა და მინიმუმ მეორე ადგილი
ჩანაწერი

კვარა და მინიმუმ მეორე ადგილი

„იუვენტუსის“ ყოფილმა მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ ახალი მთავარი მწვრთნელის ანტონიო კონტეს პირობებში „ნაპოლის“ პერსპექტივებზე ისაუბრა. „სრულიად ვეთანხმები, რომ კონტე „ნაპოლის“ სერია A-ში მინიმუმ მეორე ადგილზე გაიყვანს. გასულ სეზონში მომხდარი ყველა სირთულის შემდეგ, „ნაპოლიმ“ საუკეთესო არჩევანი გააკეთა. მათ მიიყვანეს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი, რომელიც იძლევა სწორ საფეხბურთო ცოდნას. ასე იყო ჩვენთანაც „იუვენტუსში“. „ნაპოლის“ ჰყავს ძლიერი და მაღალი...

კანტონა: ფრანგული ფეხბურთი ემიგრანტებმა გადაარჩინეს
ჩანაწერი

კანტონა: ფრანგული ფეხბურთი ემიგრანტებმა გადაარჩინეს

საფრანგეთის ნაკრებისა და „მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა ვარსკვლავმა ერიკ კანტონამ The Athletic-ს ინტერვიუ მისცა. კანტონამ საზოგადოებას ახალი Ford Capri წარუდგინა, საუბარი კი თანამედროვე ფეხბურთს შეეხო. „მე ქვეყნიერებაზე დაკვირვება მიყვარს. ეს ჩემი ცხოვრების დევიზია. ვაკვირდები ადამიანებს და მერე საკუთარ სამყაროს ვქმნი”, — თქვა ლეგენდარულმა თავდამსხმელმა. კანტონას ცხოვრება საკუთარი თავის დაუსრულებელი ძიებაა. ის არის ადამიანი, რომელიც მუდამ თავისუფლებისკენ...

რას ფიქრობს კონტე ნაპოლის შეტევაზე?
ჩანაწერი

რას ფიქრობს კონტე ნაპოლის შეტევაზე?

ახალი „ნაპოლი” 3-4-2-1 სქემის მიხედვით შენდება. ეს ანტონიო კონტეს მიერ მოტანილი ტაქტიკური სიახლეა, რომელიც დიმაროს შეკრებაზე პირველი თერთმეტი დღის განმავლობაში მკაფიოდ გამოიკვეთა. ასეთი განლაგება მოითხოვს ვიქტორ ოსიმენის წასვლის შემდეგ ფიზიკურად ძლიერი ცენტრალური თავდამსხმელის მოყვანას (სავარაუდოდ ეს იქნება რომელუ ლუკაკუ), რომლის უკან ორი ეგრეთწოდებული მეორე თავდამსხმელი ან შემტევი ფლანგელი ითამაშებს. კერძოდ ვინ? calciomercato წერს, რომ კონტე...

მამარდა პირველია და მეხუთეა
ჩანაწერი

მამარდა პირველია და მეხუთეა

ვალენსიური საიტი superdeporte თავის მორიგ სტატიას გიორგი მამარდაშვილის შესახებ ცნობილი ამბით იწყებს: ქართველი მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული მეკარე გახდა. გასულ სეზონში „ვალენსიასა” და ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრებში მისი შესანიშნავი თამაში გახდა წინაპირობა იმისა, რომ Transfermarkt-ის დათვლით გიორგის ფასი 45 მილიონ ევრომდე გაიზარდა. superdeporte დასძენს, რომ მას მერე რაც ესპანურ კლუბს სინგაპურელი მილიარდერი პიტერ ლიმი ფლობს, მამარდაშვილი...

ნაპოლის მეორე გამარჯვება
ჩანაწერი

ნაპოლის მეორე გამარჯვება

„ნაპოლიმ”, რომელიც ახალი სეზონისთვის ჯერჯერობით ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე ემზადება, დიმაროში სერია B-ს გუნდ „მანტოვას” 3:0 მოუგო. ეს გახლდათ ნეაპოლელთა მეორე ტესტ-მატჩი. გოლები გაიტანეს იესპერ ლინდსტრომმა (4), ლეონარდო სპინაცოლამ (10) და ვალიდ ჩედირამ (16). „ეს იყო ძალიან სასარგებლო შეხვედრა, რომელიც ფიზიკურ მომზადებასა და ტაქტიკაზე ცხრადღიანი ინტენსიური მუშაობის შემდეგ ჩავატარეთ. მომეწონა ზეწოლა, რომელიც მეტოქეს მოვუწყვეთ. მომეწონა როგორ...

ვოლაბებს ვეღარ მოვერიეთ
ჩანაწერი

ვოლაბებს ვეღარ მოვერიეთ

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ზაფხულის ტესტები მარცხით კი დაასრულა, მაგრამ ბორჯღალოსნებისთვის აუგის სათქმელად ენა ვერავის მოუბრუნდება. 29:40 სიდნეიში ავსტრალიასთან ის ანგარიშია, რომელიც დიდად არ ჩამოუვარდება ორ წინა უიქ-ენდზე უელსის ნაკრების მიერ განცდილ ორ მარცხს იგივე ავსტრალიელებთან დაპირისპირებებში – შესაბამისად 16:25 და 28:36, თან „დრაკონებზე“ მეტი ქულის გაკეთებაც ხომ შეძლეს ჩვენმა ბიჭებმა?! არადა თამაში ისე დაიწყო, რომ...

ინგლისმა ფრანგული ჰეგემონია დაამხო
ჩანაწერი

ინგლისმა ფრანგული ჰეგემონია დაამხო

სამხრეთ აფრიკაში გამართული მსოფლიო ჩემპიონატი 20 წლამდე ასაკის მორაგბეთა შორის ინგლისის ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. „ვარდებმა“ გადამწყვეტ მატჩში ბოლო სამი ჩემპიონატის ტრიუმფატორ საფრანგეთს 21:13 მოუგეს, არადა სულ რაღაც ერთი თვის წინ უმცროსმა ბორჯღალოსნებმა მომავალი მსოფლიო ჩემპიონი ტესტ-მატჩში სასტიკად დაამარცხეს – 45:17. მესამე ადგილზე ახალი ზელანდიის U20 გავიდა, რომელმაც ირლანდიას 38:24 აჯობა. მე-5 ადგილისთვის მატჩი არგენტინამ ავსტრალიას...

ლუკაკუ ნაკლებს მიიღებს
ჩანაწერი

ლუკაკუ ნაკლებს მიიღებს

„ნაპოლი” და რომელუ ლუკაკუ მეტად და მეტად უახლოვდებიან ერთმანეთს. ანტონიო კონტეს ფავორიტი სასურველ ფებურთელთა სიაში პირველ ნომრად წერია და როგორც კი ვიქტორ ოსიმენის „პარი სენ ჟერმენში” გადასვლის ამბავი მოგვარდება, ლუკაკუ ნეაპოლისკენ აიღებს გეზს. „სქაი სპორტი” წერს, რომ „აძურიმ” ფეხბურთელთან ყველა საკითხი შეათანხმა. ახლა მის კლუბთან, „ჩელსისთან” არის საქმე მოსაგვარებელი. ლონდონელები ლუკაკუს სანაცვლოდ 35 მილიონ ევროსა...

ესპანეთის საუკეთესო მეკარე ოთხი თვე არ იქნება
ჩანაწერი

ესპანეთის საუკეთესო მეკარე ოთხი თვე არ იქნება

„ბილბაო” სერიოზული პრობლემის წინაშე დგას და მას უნაი სიმონი ჰქვია. ესპანეთის ნაკრების მეკარემ, რომელიც ახლახან ევროპის ჩემპიონი გახდა, ოპერაცია გაიკეთა. მას სურდა მოეშუშებინა ტრავმა, რომელიც კარგა ხანია აწუხებს. ესპანური მედია წერს, რომ სიმონი ვერ დაესწრება ცერემონიალს, რომელზეც მისთვის გასული სეზონის საუკეთესო მეკარის პრიზი უნდა გადაეცათ. „ბილბაოს” კარის დაცვაც სხვას, თეორიულად 24 წლის იულენ აგირესაბალას მოუწევს,...

მსოფლიოს 20-წლამდელთა მე-9 ერი – საქართველო
ჩანაწერი

მსოფლიოს 20-წლამდელთა მე-9 ერი – საქართველო

სხვა რა უნდა თქვან ქართველმა მორაგბეებმა იტალიელებზე, თუ არა ქალაქურად „ჩვენი ბულკები არიანო“? ბორჯღალოსნებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, აგერ 20-წლამდელებმაც კი ზედიზედ მესამედ დაამარცხეს შესაბამისი იტალიური ნაკრები. საქართველოს 20 წლამდე ასაკის მორაგბეთა ნაკრებმა სამხრეთ აფრიკაში გამართული მსოფლიო ჩემპიონატი მე-9 ადგილზე დაასრულა – მე-9-მე-12 ადგილებისთვის პლეი-ოფის ფინალში ლადო კილასონიას შესანიშნავმა გუნდმა იტალიის 20-წლამდელები 24:13 დაამარცხა! გემახსოვრებათ, ათიოდე...