„ნაპოლიმ”, რომელიც ახალი სეზონისთვის ჯერჯერობით ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე ემზადება, დიმაროში სერია B-ს გუნდ „მანტოვას” 3:0 მოუგო. ეს გახლდათ ნეაპოლელთა მეორე ტესტ-მატჩი. გოლები გაიტანეს იესპერ ლინდსტრომმა (4), ლეონარდო სპინაცოლამ (10) და ვალიდ ჩედირამ (16).
„ეს იყო ძალიან სასარგებლო შეხვედრა, რომელიც ფიზიკურ მომზადებასა და ტაქტიკაზე ცხრადღიანი ინტენსიური მუშაობის შემდეგ ჩავატარეთ. მომეწონა ზეწოლა, რომელიც მეტოქეს მოვუწყვეთ. მომეწონა როგორ შევინარჩუნეთ დაცვის ხაზი საკუთარი საჯარიმოდან შორს. ბურთის ფლობასა და თამაშის კონტროლში კი მეტი გვმართებს. საბოლოოდ კმაყოფილი დავრჩი, მაგრამ რიგი საკითხების გამოსწორება გვმართებს.
შეხვედრა მაინცდამაინც დატვირთული არ ყოფილა. გავიმეორებ, რომ ბურთის ფლობის გაუმჯობესება გვმართებს. ვთამაშობდით აგრესიულად და მაღლა. ახლა, ნაკრებების მოთამაშეთა დაბრუნებას ველოდები, თუმცა კმაყოფილი ვარ იმ ბიჭებისაც, ვინც ჩემს განკარგულებაში იყო.
დიმაროში კარგი შეკრება გამოგვივიდა. საქმეს ნელა შევუდექით, მაგრამ პროგრესს მივაღწიეთ. ფეხბურთელებს ესმით, რასაც ვითხოვ მათგან. ამხანაგურ შეხვედრებში გამარჯვება ძალიან გეხმარება.
მე აგრესიული გუნდი მჭირდება და არა ისეთი, რომელიც დგას და სიკვდილს ელოდება. ბურთის გათამაშების ხაზები უნდა გავაუმჯობესოთ”, — თქვა მატჩის შემდეგ „ნაპოლის” მწვრთნელმა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური23/09/2026 | 09:04ლუიშ კამპუში ბუდაპეშტშივე მესამე ტრიუმფზე ფიქრობდა
აქეთურ-იქითური23/09/2026 | 07:31ყველაფერი კარგად იქნება! – გვარწმუნებს ფრანგული საიტი
აქეთურ-იქითური22/09/2026 | 09:56ფერან ტორესი: ოქროს ბურთს თუ ესპანელი მოიგებს უფრო გამიხარდება
აქეთურ-იქითური22/09/2026 | 07:45მოურინიუ: წარმოგიდგენიათ, ერთი კვირით ადრე ყველამ იცოდა, ვის უნდა ემსაჯა
