2023/2024 წლების სეზონი ქართველი მორაგბეებისთვის საბოლოო ჯამში წარუმატებელი აღმოჩნდა: ტოპ 14-ში „ვანი“ აღზევდა, რომლის შემადგენლობაში ქართველს უკვე მრავალი წელია არ უთამაშია. აღზევების შანსი ქართველებით სავსე „გრენობლსაც“ ჰქონდა, მაგრამ ალპელებმა ჯერ „ვანთან“ წააგეს ლიგის ფინალი, შემდეგ კი ტოპ 14-ის ბოლოსწინაადგილოსან „მონპელიესთან“ დათმეს გადასასვლელი პლეი-ოფი. ამასთან, ნასიონალ 1-ში სოსო ბეკოშვილისა და ლუკა აზარიაშვილის „რუანი“ დაქვეითდა და მის...
სანამ მამარდა აეროპორტში იყო
გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია” ამხანაგურ შეხვედრაში „ეინდჰოვენთან” დამარცხდა – 1:2. AS-მა დაწერა, რომ „ღამურები” ახალი სეზონის წინ წაგებებს ეჩვევიან, რაც ნამდვილად არ არის კარგი. ცნობილმა გამოცემამ ის იგულისხმა, რომ სამი დღის წინ რუბენ ბარახას გუნდი „ალავესთანაც” დამარცხდა 0:1. ერთი კვირის წინ ვალენსიელებმა „კასტელონთან” 0:0-ზე უკეთესი ვერაფერი მოახერხეს. ქართველ მეკარეს ამ შეხვედრებში მონაწილეობა არ მიუღია, მაგრამ ესპანური...
გოგოების მამები, ცუდი კაცი და სტაფის სხვა წევრები
„ნაპოლი” სეზონისწინა მომზადების ფარგლებში მეორე შეკრებას კურორტ კასტელ დი სანგროში გადის. ანტონიო კონტეს გუნდი დღეს საღამოს ალბანეთის ჩემპიონ „ეგნატიას” უნდა შეხვდეს. ჟურნალისტებმა ყურადღება მიაქციეს, რომ შუადღის ვარჯიშზე კონტემ ის შემადგენლობა ამუშავა, რომელიც სავარაუდოდ „ეგნატიასთან” თამაშს დაიწყებს: მერეტი — დი ლორენცო, რაჰმანი, ნატანი — მაცოკი, ანგისა, ლობოტკა, ძერბინი — პოლიტანო, კვარაცხელია — ჩედირა. თვალშისაცემია ლეონარდო სპინაცოლას...
ცუდი დასაწყისი პარიზში
ქართველების სტარტის დღეც დადგა. თუმცა, ოთხი ჩვენებური სპორტსმენიდან მედალს ვერც ერთი შეწვდა… არადა, ამის იმედი ნამდვილად გვქონდა. მოფარიკავე სანდრო ბაზაძე ოლიმპიადას ისევ სკანდალურად ემშვიდობება. თითქმის ანალოგიური სიტუაცია განმეორდა, რაც წინა, ტოკიოს თამაშებზე. ერთია, თუ მაშინ ქართველს ნახევარფინალში წააგებინეს, ამჯერად იგივე მერვედფინალში მოხდა. ბაზაძემ ეგვიპტელ მოჰამედ ამერთან 14:15 წააგო და მედლის გარეშე დარჩა. გადამწყვეტ მომენტში, როდესაც...
დი ლორენცო: ნაპოლიში კონტეს გამო არ დავრჩენილვარ
ჯოვანი დი ლორენცოს ჯერიც დადგა. აგენტ მარიო ჯიუფრედის პრეს-კონფერენციიდან რამდენიმე დღის შემდეგ თავად „ნაპოლის” კაპიტანი წარდგა ჟურნალისტების წინაშე და თქვა: „მიხარია ლაპარაკის შესაძლებლობა რომ მომეცა. აქამდე ჩუმად იმიტომ კი არ ვიყავი, რომ გაბედულება არ მყოფნიდა, არამედ გარემოებათა გამო არ ვიღებდი ხმას. ცუდი წლის მიწურულს ნერვიულობის პერიოდი მქონდა, მაგრამ დღეს ჩემთვის მნიშვნელოვანი ის არის, რომ დიდი...
მაურო მელუზო: რაღაცების თქმა არ შეიძლება
მაურო მელუზო გასულ სეზონში „ნაპოლის” სპორტულ დირექტორად მუშაობდა. მან Sportitalia-თან ინტერვიუში შარშანდელი ამბები გაიხსენა: …ფეხბურთელთა კონტრაქტების განახლებასთან დაკავშირებით დიდი ხნის პრობლემები გვქონდა დაგროვილი. ამიტომაც დავკარგეთ პიოტრ ჟელინსკი. ჯოვანი დი ლორენცომაც თქვა, რომ სხვადასხვა მიზეზის გამო გაურკვევლობის პერიოდი ჰქონდა. ცუდმა სეზონმა გავლენა იქონია ხალხზე, ფეხბურთელებზე, მწვრთნელებზე, კლუბსა და მის ყველა თანამშრომელზე… …კონფლიქტები გასახდელში? არა, მსაგავსი არაფერი...
სკანდალი საფრანგეთის და არგენტინის პრეზიდენტებსაც მისწვდა
არგენტინელი ფეხბურთელის ენცო ფერნანდესის რასისტულმა ნამღერმა ისეთი რეზონანსი გამოიწვია, რომ მასზე საფრანგეთისა და არგენტინის პრეზიდენტები საგანგებოდ აპირებენ დალაპარაკებას. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ „ჩელსის” არგენტინელმა მოთამაშემ სოციალურ ქსელში დადო ვიდეო, რომელშიც ის და მისი თანაგუნდელები საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელებზე აგდებით იძახიან, ეგენი ყველანი ანგოლადან არიანო. არგენტინის პრეზიდენტი ხავიერ მილეი ხუთშაბათს პარიზს ჩაფრინდა, რათა ემანუელ მაკრონს პარიზის...
ხვიჩა და ნაპოლი კასტელ დი სანგროში ჩავიდნენ
ხვიჩა კვარაცხელია ნეაპოლში დაბრუნდა და ადგილობრივი „ილ მატინოს” გვერდმა ტიტულის ქვეშ დაწერა: „კასტელ დი სანგროში კვარაზე ყველა გიჟდება: ის კონტეს ექსტრა-კაცია”. ზოგადად ნეაპოლური პრესა აჭრელდა „ნაპოლის” კასტელ დი სანგროში ჩასვლის ფოტოებითა და ვიდეოებით. კასტელ დი სანგრო ცენტრალურ იტალიაში, კერძოდ აბრუცოში პატარა ქალაქია, სადაც ანტონიო კონტემ და მისმა გუნდმა ბანაკი დასცეს. ეს „ნაპოლისთვის” ამ ზაფხულს მეორე...
ხვალ იხსნება, ზეგ ვიწყებთ
26 ივლისს, პარიზში XXXIII-ე ოლიმპიური თამაშები ოფიციალურად გაიხსნება. ცხადია, მსოფლიოს უმაღლესი სპორტული ფორუმი ქართველების გარეშე არ ჩაივლის და ჩვენგან საფრანგეთის დედაქალაქში 28 სპორტსმენი ჩავიდა. პირველად ქართველმა სპორტსმენებმა 1952 წლის ჰელსინკის ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზეს და დღემდე 41 ოქროს, 35 ვერცხლის და 57 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. რეკორდსმენი სამმხტომელი ვიქტორ სანეევია – 3 ოქროსა და 1 ვერცხლის მედალი....
რა უნდოდა ხალხს მოედანზე?
პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე საფეხბურთო ტურნირის ჯგუფური ეტაპის I ტურის მატჩები გაიმართა. A ჯგუფში, მარსელში ერთმანეთს საფრანგეთისა და აშშ-ის ნაკრებები შეხვდნენ. ფრანგებმა ანგარიშით 3:0 გაიმარჯვეს. 62-ე წუთზე ანგარიში გიორგი მიქაუტაძის ლიონელმა თანაგუნდელმა, საფრანგეთის ოლიმპიური ნაკრების თავდამსხმელმა და კაპიტანმა ალექსანდრ ლაკაზეტმა გახსნა. 70-ზე მაიკლ ოლისემ მეორე გოლი გაიტანა. 85-ე წუთზე კი ლუაკ ბადემ ანგარიში გამანადგურებელი გახადა. ამავე...









