საქართველოს ქალ ფრენბურთელთა ნაკრებმა ევროპის ვერცხლის ლიგაში მორიგი გამარჯვება იზეიმა. ჩვენმა გუნდმა ისლანდიას უმასპინძლა და 3:1 მოუგო.ლუქსემბურგთან მატჩის მსგავსად თამაში არეულად დავიწყეთ და 2:6 ჩამოვრჩით, მაგრამ შემდეგ სიტუაცია გამოვასწორეთ და სეტი 25:16 წამოვიღეთ. მეორე სეტი სულაც წავაგეთ: ისევ ცუდი დასაწყისი და მდევრის როლში ყოფნა გვიწევდა. ექვსქულიანი ჩამორჩენის შემდეგ სხვაობა მინიმუმამდე დავიყვანეთ – 18:19, მაგრამ მეტი ვეღარ მოვახერხეთ და 21:25 წავაგეთ.
მესამე სეტის ბოლომდე თამაში ქულა-ქულაში მიმდინარეობდა. საქართველოს ნაკრებმა საკუთარი თამაში 19:18-ის შემდეგ იპოვა და 25:19 მოიგო. მეოთხე სეტში კი, ბრძოლა საერთოდ არ ყოფილა. თავიდანვე მოვიპოვეთ უპირატესობა და მატჩიც მარტივად დავასრულეთ – 25:15. ჯგუფს უნგრეთი ლიდერობს, რომელმაც პირველი მარცხი მეექვსე ტურში განიცადა და 15 ქულა აქვს; ამდენივე ქულით, მაგრამ ნაკლები თამაშით და წაუგებლად ფინეთი მეორეა; შემეგ სამ გუნდს 12-12 ქულა აქვს. მათ შორის არის საქართველოს ნაკრებიც, მაგრამ თამაშით ნაკლებით მქონე გუნდებს – პორტუგალიასა და მონტენეგროს ბურთების სხვაობით ჩამორჩება და ცხრილში მეხუთეა. ჩვენს შემდეგ ცხრილში ლატვია (9), ლუქსემბურგი (5), ფარერები (3), ისლანდია (1) და ბოსნიაა (0).
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 12:21ლიდერი და საჭირო სანდრო
აქეთურ-იქითური28/10/2026 | 15:27მამუ პორტლენდს არ ეყო
აქეთურ-იქითური26/10/2026 | 12:35მოედანზე და სკამზე
აქეთურ-იქითური25/10/2026 | 17:00ბასილაშვილმა ფინალი წააგო
