ყუშიტაშვილმა პირველი ბრძოლა გაიანელი ემანუელ პომპეისთან გამართა და მეორე რაუნდში აშკარა უპირატესობით დაამარცხა; შემდეგ უკვე ლუქსემბურგელ მიშელ ერპელდინგსაც აჯობა; მომდევნო ბრძოლა ბერძენ ვაგან ნანიცანიანთან გამართა და მსაჯების გადაწყვეტილებით 5:0 მოუგო; გადამწყვეტი გამოდგა ჩხუბი ჯამალ ტალეისთან, რომელიც 3:2 დაამარცხა და ოლიმპიადის საგზური ირგუნა.
შეგახსენებთ იმ ლიცენზიანტებსაც ვისაც ოლიმპიადაზე წასვლის უფლება აქვთ მოპოვებული: გიორგი სარდალაშვილი, ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, ტატო გრიგალაშვილი, ლაშა ბექაური, ილია სულამანიძე, გურამ თუშიშვილი, ეთერ ლიპარტელიანი, სოფიო სომხიშვილი (ყველა ძიუდო); გოდერძი ძებისაშვილი, გივი მაჭარაშვილი, ვლადიმერ გამყრელიძე, გენო პეტრიაშვილი (ყველა თავისუფალი ჭიდაობა); რობერტ კობლიაშვილი, რამაზ ზოიძე (ორივე ბერძნულ-რომაული ჭიდაობა); ნინო სალუქვაძე (ტყვიის სროლა); ლაშა გურული (კრივი); ლუბა გოლოვინა (ბატუტზე ხტომა); სანდრო ბაზაძე (ფარიკაობა); შოთა მიშველიძე, ირაკლი ჩხეიძე, ლაშა ტალახაძე (ყველა ძალოსნობა).
პარიზში ასევე იჭიდავებს საქართველოს ძიუდოისტთა შერეული გუნდიც. ასევე გადაწყვეტილია, რომ ოლიმპიადაზე იქნებიან ქართველი მსაჯები: ზაზა ჯიბლაძე (ჭიდაობა) ვლადიმერ ნუცუბიძე (ძიუდო), რუსუდან ხოფერია (ბატუტზე ხტომა) და ილია გიორგაძე (ტანვარჯიში).
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი25/06/2026 | 22:58ბოლქვაძე უიმბლდონის ძირითადშია
სიახლეები25/06/2026 | 01:10უიმბლდონზე ბოლქვაძე დაგვრჩა
მთავარი ამბავი21/06/2026 | 23:04საქართველო ლატვიაში გაფრინდა
სიახლეები19/06/2026 | 19:58ულან – ბატორი ჯერ უმედლოდ

დასრულდა მოკრივეთა ბოლო სალიცენზიო ტურნირი და გაირკვა რომ ქართულ დელეგაციას პარიზში კიდევ ერთი სპორტსმენი შეემატა – მოკრივე გიორგი ყუშიტაშვილი (92 კგ).