თვე: აპრილი 2024

Home 2024 აპრილი
ვინ შეცვლის გიორგი მამარდაშვილს?
ჩანაწერი

ვინ შეცვლის გიორგი მამარდაშვილს?

როგორც გავლენიანი ესპანური გაზეთი AS წერს, „ვალენსიას” მისი მთავარი მეკარის გიორგი მამარდაშვილის შენარჩუნება სურს, მაგრამ ითვალისწინებს, რომ ქართველი ზაფხულში შესაძლოა ისეთ კლუბში გადავიდეს, რომელიც ჩემპიონთა ლიგაში გამოვა და მისი შემცვლელის ძებნას იწყებს. ასახელებენ რამდენიმე ვარიანტს, რომელთა შორის არის „მალიორკას” 27 წლის კარის მცველი, სლოვაკი დომინიკ გრეიფი. გრეიფი „მალიორკაში” 28 წლის სერბი პრედრაგ რაიკოვიჩის თადარიგშია, თუმცა...

აგენტი ჯიუფრედი: ვინც ნაპოლიდან წავა ლაჩარია
ჩანაწერი

აგენტი ჯიუფრედი: ვინც ნაპოლიდან წავა ლაჩარია

ბოლო დღეებში პრესაში გააქტიურდა საფეხბურთო აგენტი მარიო ჯიუფრედი, რომელმაც Canale 8-ის პროგრამა „ტერცო ტემპოში” ანუ მესამე ტაიმში ილაპარაკა. ის თავისი კლიენტების, უპირველეს ყოვლისა კი ჯოვანი დი ლორენცოს გარშემო შექმნილ ვითარებას გამოეხმაურა. „გაძეტა დელო სპორტმა” დაწერა: „დღეიდან მოყოლებული სეზონის ბოლომდე დე ლაურენტისი თავისი ფეხბურთელების ყოველ ასპექტს შეაფასებს. მათ კი მოუწევთ დაამტკიცონ, რომ კვლავ „ნეაპოლელები” არიან. კაპიტანი...

საწვრთნელი ბაზა აეროპორტთან გადააქვთ?
ჩანაწერი

საწვრთნელი ბაზა აეროპორტთან გადააქვთ?

აურელიო დე ლაურენტისი „ნაპოლისთვის” ახალი სტადიონისა და საწვრთნელი ცენტრის აშენებას აპირებს. „აძურის” პატრონი უკვე რამდენიმე თვეა ადგილების შერჩევით არის დაკავებული. ადრეც დაგვიწერია, რომ სტადიონის აშენებას ბიზნესმენი აპირებს ქალაქის იმ რაიონში, რომელსაც ბანიოლი ეწოდება, სპორტული ცენტრისთვის კი მას რამდენიმე შეთავაზება აქვს. ერთ-ერთი ბოლო ადგილი, რაც მას შესთავაზეს გახლავთ კაპოდიკინო. ამ იდეამ შერეული გრძნობა გამოიწვია: მოწონება და...

რანგნიკი ბაიერნში?
ჩანაწერი

რანგნიკი ბაიერნში?

„ბაიერნმა“, შესაძლოა, მალე მიაღწიოს შეთანხმებას ცნობილ სპეციალისტ რალფ რანგნიკთან, რომელიც ამჟამად ავსტრიის ეროვნულ ნაკრებს ხელმძღვანელობს. Bild-ის ცნობით, რანგნიკი მიუნხენის „ბაიერნის“ მწვრთნელობის ფავორიტია. მხარეებს შორის შეთანხმება არაა გამორიცხული მიმდინარე კვირაში დასრულდეს. რანგნიკს კარიერაში რამდენიმე კლუბი გაუწვრთნია. ბოლო „მანჩესტერ იუნაიტედი“ გახლდათ, რომელიც 2022 წლის მაისში დატოვა, ამჟამად კი ის ავსტრიის ნაკრების თავკაცია. „ბაიერნს“ ამჟამად თომას ტუხელი ხელმძღვანელობს,...

ლაკონიურად: 1982
ჩანაწერი

ლაკონიურად: 1982

გულშემატკივარს არ სჭირდება იმის შეხსენება, რომ „იუვენტუსის” მეპატრონე არის ანიელების ოჯახი, ხოლო მისი ახლანდელი თავი 48 წლის ანდრეა ანიელი გახლავთ ტურინული კლუბის მმართველთა თავმჯდომარე. სწორედ ანდრეა ანიელიმ დაწერა X-ზე ანუ ყოფილ ტვიტერზე პოსტი, რომელსაც უკვე მილიონ ნახვაზე მეტი აქვს. პოსტი „ინტერის” ორი დღის წინანდელ გაჩემპიონებას მიეძღვნა და, როგორც იტალიაში ამბობენ, „იუვეს” გულშემატკივრებს გული მოფხანა. ზოგადად,...

ეს მე ვთამაშობდი მამაშენთან ერთად
ჩანაწერი

ეს მე ვთამაშობდი მამაშენთან ერთად

ლეგენდარული რობერტო ბაჯო არა მარტო სამშობლოში, არამედ მთელს მსოფლიოში გულშემატკივრის ყველაზე საყვარელ იტალიელ ფეხბურთელად რჩება. Sportweek-ისთვის მიცემულ ინტერვიუში მან შესანიშნავ თავდამსხმელთან, აწგარდაცვლილ ჯანლუკა ვიალისთან დაკავშირებული ემოციური ეპიზოდი გაიხსენა. „ამ ამბავმა, რომელიც ანდრეა პირლოს გამოსათხოვარ მატჩზე მოხდა, ჩემზე ძალიან იმოქმედა. ის ჩემმა უმცროსმა ვაჟმა მიმაბო, რომელიც ამ დღეს თან მახლდა. მან თურმე სიმორცხვეს სძლია, ერთ-ერთ ვეტერანთან...

ინტერმა სკუდეტო მოიგო
ჩანაწერი

ინტერმა სკუდეტო მოიგო

„ინტერმა” „მილანს” 2:1 მოუგო და იტალიის ჩემპიონი გახდა. სიმონე ინძაგის გუნდი მიუწვდომელია. ეს „ნერაძურის” ისტორიაში მეოცე სკუდეტოა, რომლის მოპოვებასაც „დერბი დელა მადონინაში” გამორჩეული ლაზათი ჰქონდა. გასულ სეზონში „ნაპოლიმაც” ადრე მოიპოვა ჩემპიონის ტიტული. ეს ერთი წლის წინ, 23 აპრილს, ტურინში „იუვენტუსთან” შეხვედრაში მოხდა, როდესაც „პარტენოპეელებმა” ჯაკომო რასპადორის გოლით 1:0 მოიგეს და მდევართათვის მიუწვდომელნი გახდნენ. „ინტერმა” ნეაპოლელთა...

ლევერკუზენის 45
ჩანაწერი

ლევერკუზენის 45

გერმანიის ბუნდესლიგის 30-ე ტურის მატჩში ერთმანეთს „დორტმუნდი“ და „ლევერკუზენი“ დაუპირისპირდნენ. მატჩი 1:1 დასრულდა. ამრიგად, ჩაბი ალონსოს გუნდს ყველა ტურნირზე 45 მატჩიანი წაუგებელი  სერია აქვს – 38 მოგება და 7 ფრე, რაც ტოპ 5 ჩემპიონატის რეკორდია. წინა „იუვენტუსს“ ეკუთვნოდა – 43 თამაში მარცხის გარეშე 2011 წლის მაისიდან 2012 წლის მაისამდე. ახლა ლევერკუზენელებმა საკუთარივე რეკორდი გააუმჯობესეს. შეგახსენებთ,...

ხმელი ფოთოლი
ჩანაწერი

ხმელი ფოთოლი

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეორე წრე მშვიდობიანად დაიწყო. მე-10 ტურს მნიშვნელოვანი ცვლილებები არ შეუტანია სატურნირო ცხრილში. ლიდერმა „იბერიამ“ სტუმრად კერკეტი „თელავი“ 3:0 დაამარცხა და კვლავაც ერთპიროვნულ ლიდერდ რჩება. ყოფილმა საბურთალოელებმა ზედიზედ მეხუთე მატჩი მოიგეს. „სამგურალმა“ თბილისის „დინამოს“ 3:1 მოუგო, თუმცა თავიდან აგებდა. „დინამოს“ ბოლო 7 შეხვედრაში მხოლოდ ერთი მოგება აქვს. ამ ტურში ორი დერბი გაიმართა და...

ჩავი და უსამართლობის შეგრძნება
ჩანაწერი

ჩავი და უსამართლობის შეგრძნება

ლა ლიგის 32-ე ტურში „რეალმა” შინ დაამარცხა „ბარსელონა” 3:2. სტუმრები ორჯერ დაწინაურდნენ, მაგრამ საბოლოოდ მაინც დამარცხდნენ. „ბარსელონას” თავკაცმა ჩავიმ მატჩისშემდგომ პრეს-კონფერენციაზე სხვა საკითხებთან ერთად ცუდ მსაჯობაზეც ილაპარაკა. თამაში ძალიან გაწბილებული ვარ. როგორ გინდა ჩვენ ლიგას მსოფლიოში საუკეთესო დავარქვათ? ყველამ დაინახა, რომ ბურთი „რეალის” კარში შევარდა. ჯერ კიდევ სეზონის დასაწყისში ხეტაფეში ვთქვი, რომ სიტუაცია ძალიან არ...