საქართველოს ნაკრებისა და „ვალნსიას“ ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი კლუბის რეკორდსმენი გახდა – მამარდა „ღამურების“ ისტორიაში პირველი მეკარე გახდა, ვინც ლა ლიგაში ზედიზედ 61 მატჩი ჩაატარა. 23 წლის მამარდაშვილმა ხოსე მანუელ ოჩოტორენას რეკორდი გააუმჯობესა, რომელმაც ესპანეთის ჩემპიონატში შეუცვლელად 59 შეხვედრა ჩაატარა – აღნიშნულ რეკორდს სოციალურ ქსელში „ვალენსიას“ ოფიციალური გვერდიც გამოეხმაურა. შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიას“ ღირსებას...
უიპეშტი და კობოური
თბილისის „დინამოს“ მცველი დავით კობოური კარიერას უნგრულ „უიპეშტიში“ გააგრძელებს – ტრანსფერის შესახებ ფეხბურთელის ახალი გუნდი იუწყება. დავით კობოური „დინამოს“ აღზრდილია და პირველი გუნდის ღირსებას 2015 წლიდან იცავდა. მან გუნის ფორმით ყველა ტურნირზე 200 შეხვედრა ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 12 საგოლე პასი გააკეთა. თამაშობდა საქართველოს ყველას ასაკობრივ და ეროვნულ გუნდებში. კობოური „დინამოსთან“ ერთად ოთხჯერ გახდა...
როგორ გააგდო დე ლაურენტისმა რუდი გარსია
აურელიო დე ლაურენტისმა კასტელ ვოლტურნოში გამართულ პრეს-კონფერენციაზე რუდი გარსიასთან კონფლიქტის შესახებ ილაპარაკა: „ამბობენ, მე რომ მწვრთნელი ვიყო იმისათვის, რაც გარსიას გავუკეთე სასამართლოში ვიჩივლებდი. ამბობენ, რომ მე გარსიას სახელი გავუტეხე. ჩემი რწმენით გარსია თავის დროზე საფრანგეთის ლიგა 1-ში კარგი მწვრთნელი იყო. იტალიაში, მისი ხელმძღვანელობით, „რომა” ორჯერ გავიდა მეორე ადგილზე. როდესაც სერია A-ში დებიუტი ჰქონდა, ზედიზედ ათი...
თვითკრიტიკის ოცდაათი წამი
„ნაპოლის” მეპატრონემ აურელიო დე ლაურენტისმა პრეს-კონფერენცია გამართა. პორტალი ilnapolista მიიჩნევს, რომ ბიზნესმენის გამოსვლას ანალიზი რამდენიმე მხრიდან შეიძლება ჩაუტარდეს, თუმცა ყველა მსჯელობა ერთ დასკვნამდე მიგვიყვანს. ყველა, ვინც სენსაციას ელოდა იმედგაცრუებული დარჩა. დე ლაურენტისმა თავისი შეცდომების შესახებ მხოლოდ 30 წამი ილაპარაკა. როგორც გაირკვა მას თავის არასწორ ნაბიჯად მიაჩნია ის, რომ ლუჩანო სპალეტი იოლად გაუშვა — კონტრაქტის პირობების...
ტატა მესის ტრავმაზე
მაიამის „ინტერის“ მწვრთნელმა ხერარდო (ტატა) მარტინომ განმარტა, თუ რატომ გამოტოვა ლიონელ მესიმ ჰონგ კონგში ტესტ-მატჩი. სპეციალისტმა აღნიშნა, რომ მას ბარძაყის უკანა ნაწილი ჰქონდა დაზიანებული. „ბოლო დღეებია ეს მდგომარეობა შეიმჩნევა, ყველა ველოდებით მისი მდგომარეობის გაუმჯობესებას. ჩვენს კლუბს აქვს ვალდებულებები MLS-ის მიმართ, ამიტომ გადაწყვეტილება მიიღეს, რომ არ გავრისკოთ“, – თქვა მწვრთნელმა. მაიამის „ინტერმა“ გამანადგურებლად დაამარცხა ჰონგ კონგის...
კლოპი სიტის არ უყურებს
„ლივერპულის“ მწვრთნელმა იურგენ კლოპმა პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში ჩემპიონობის ტიტულისთვის რბოლის შესახებ ისაუბრა. „თუ ინგლისის ჩემპიონატის ექსპერტი გჭირდებათ, ალბათ მე არ უნდა მკითხოთ, რადგან უფრო ხშირად სეზონს მეორე ადგილზე ვასრულებდით. არ ვნერვიულობ, რომ „სიტის“ ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული. ყოველთვის ველით, რომ ისინი ყველა თამაშს მოიგებენ. ჩვენ არც კი გვჭირდება ყურება, თუ როგორ თამაშობენ ისინი”, –...
სიტი და კიმიხი ზაფხულს ელიან
„მანჩესტერ სიტი“ „ბაიერნის“ ნახევარმცველ იოზუა კიმიხთან დაკავშირებულ სიტუაციას აკვირდება. „სიტი“ მზად არის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარისას სცადოს 28 წლის გერმანელის შეძენა. „ბაიერნს“ შეუძლია გაყიდოს ფეხბურთელი, რომელმაც შესაძლოა უარი თქვას კონტრაქტის განახლებაზე. მისი ხელშეკრულება 2025 წლის ივნისის ბოლომდეა გათვლილი. ბავარიული კლუბი ეცდება მოთამაშისთვის ფული წლეულსვე მიიღოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კიმიხი თავისუფალი აგენტი გახდება. კიმიხი ბაიერნში 2015 წლის ივლისიდან...
კრიშტიანუ 39 წლის
„ალ-ნასრისა“ და პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ 5 თებერვალს დაბადების დღე აღნიშნა. პორტუგალიის ნაკრების კაპიტანს 39 წელი შეუსრულდა. მიმდინარე სეზონში რონალდუმ 25 მატჩი ჩაატარა, რომელებშიც 24 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა შეასრულა. ეროვნული გუნდის მაისურა კრიშტიანუმ 205-ჯერ მოირგო და 128 ბურთი გაიტანა. რონალდუ ლისაბონის „სპორტინგის“ აღზრდილია. მან ასევე უთამაშია „მანჩესტერ იუნაიტედში“, მადრიდის „რეალში“ და...
ინკოგნიტო მსაჯი: მსაჯები ნაპოლის წინააღმდეგ ცდებიან
იტალიის სატელევიზიო პროგრამა le lene-მ ჰუდწამოფარებული ინკოგნიტო მსაჯის მორიგი ეპიზოდი გამოამზეურა. მოქმედმა არბიტრმა, რომელიც თავის ვინაობას მალავს და კოლეგებს ამხელს, მიმდინარე სეზონში მსაჯების მიერ დაშვებული ახალი შეცდომების შესახებ ილაპარაკა. პარალელურად ჟურნალისტმა ფილიპო რომამ ინტერვიუ ჩამოართვა იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ გაბრიელე გრავინას, რომელმაც თავის მხრივ ინკოგნიტო მსაჯს სიმხნევისკენ და ღიად საუბრისკენ მოუწოდა. „მხილება მამაცური, დასაფასებელი საქციელია,...
მოგონებები სიზმარეთიდან…
…ქალაქი, რომელმაც ყველაფერი იცის. ეფემერული საზღვრებით დატყვევებული, მარიამპლაცზე დადიხარ და რწმუნდები, რომ ადამიანს შეუძლია იყოს უფრო მეტი, ვიდრე კაცი. უახლოვდები, მაგრამ ვერ ეხები, ცხოვრობ მითოსში, სადაც ყველაფერია და ანგრევს წესრიგს, რომელშიც ცხოვრობდი. მიუნხენი პირობებს ყოველთვის ასრულებს. აქ მცხოვრებ ადამიანებს პატივს სცემს. არავინ გეტყვის, თუ არ მოგწონს – წადი. არავინ გეტყვის, ბიზნესი ასე მუშაობს და 8-ის...









