„მარსელს” 2024 წელს თამაში არ მოუგია. ბოლო შეხვედრაში ჯენარო გატუზოს გუნდმა შინ 1:1 ითამაშა გიორგი მიქაუტაძის „მეცთან”. იტალიელ მწვრთნელს ცუდი შედეგები აქვს და როგორც ფრანგული პრესა წერს, 15 შეხვედრის ჯამში „მარსელის” ისტორიაში ყველაზე ცუდი მწვრთნელი გახდა. Rmc Sport-ი წერს: „ეს იყო გატუზოს მორიგი იმედგაცრუება. იმ მწვრთნელებს შორის, ვინც 2014 წლის შემდეგ გუნდს 15 შეხვედრაში უხელმძღვანელა,...
ვალენსიას და მამარდას უიღბლო ხუთი წუთი კანარის კუნძულებზე
კანარის კუნძულებზე, ლას პალმასში, „ვალენსიას” უიღბლო თამაში ჰქონდა — კონკურენტთან, მასავით ევროთასებზე გასვლის მაძიებელთან 0:2 წააგო და თან ორივე გოლი მაშინ გაუშვა, როდესაც ყველას ეგონა, რომ შეხვედრა 0:0 დამთავრდებოდა: 89-ე და 90+5-ე წუთებზე. არც ვალენსიელთა ქართველ მეკარეს გიორგი მამარდაშვილს გაუღიმა ბედმა. მთელი მატჩის განმავლობაში მის კართან სახიფათო მომენტი არ შექმნილა, ბოლოს კი ყველაფერი ყირაზე დადგა....
5 ლელო და 5 ქულა ავჭალაში
თებერვლისთვის უჩვეულო დარში ბორჯღალოსნებმა ავჭალაში სეზონის მეორე გამარჯვება იზეიმეს და „რაგბი ევროპის“ 2024 წლის ჩემიონატის ა ჯგუფის სატურნირო ცხრილს სათავეში ჩაუდგნენ. საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ნიდერლანდებს 31:10 მოუგო, ერთის წილ 5 ლელო გაუტანა და ამის ხარჯზე პრემიალური ქულაც მიიღო. მიუხედავად ქართველთა დიდი უპირატესობისა, თამაშის პირველი და დასკვნითი ქულები სტუმრებმა მიითვალეს. მათ დებიუტშივე მოიპოვეს ჯარიმის შესრულების უფლება,...
კვარა ალბათ ყველა ვარიანტში უფრო შუაში ითამაშებს
ხვალ „სან სიროზე” „მილანი” „ნაპოლის” ხვდება. „სქაი სპორტმა” ჩამოწერა გუნდების სავარაუდო შემადგენლობები. ტელეკომპანიის აზრით მასპინძლები ძირითადად იმავე შემადგენლობას ათამაშებენ, რომლითაც წინა ტურში „ფროზინონე” დაამარცხეს. მოსალოდნელია ერთადერთი ცვლილება: ნახევარდაცვაში ჰოლანდიელი ტიჯანი რეინდერსის ნაცვლად ფრანგი ისმაილ ბენასერის თამაში. „ნაპოლი” კი წესით ვალტერ მაცარის საყვარელ სამკაციან დაცვას უნდა დაუბრუნდეს, რომლის ცენტრშიც ლეო ოსტიგორი ამირ რაჰმანისა და ჟუან ჟესუსს...
იტალიაში გუნდების შემცირებაზე დაიწყეს ლაპარაკი
ფეხბურთი იცვლება. ნერგავენ ახალ ტექნოლოგიებს, იგონებენ ახალ წესებს. წითელ და ყვითელ ბარათებთან ერთად გაჩნდა ლურჯი ბარათების ამოქმედების ანუ ფეხბურთელების დროებით, ათი წუთით გაძევების იდეა. სერია A-ს წამყვანმა კლუბებმა კი ამასობაში გადაწყვიტეს თავიანთ სატკივარს მოუარონ და გადატვირთული კალენდრისგან იხსნან თავი. „ინტერმა”, „მილანმა” და „იუვენტუსმა” იტალიის საფეხბურთო საზოგადოებას ჩემპიონატში გუნდების რაოდენობის შემცირება შესთავაზეს. მათ უნდათ, რომ იტალიური...
ყვითელი, ლურჯი, წითელი…
ნახევარი საუკუნის შემდეგ პირველად, ფეხბურთში, შესაძლოა, ახალი ფერის (ლურჯი) ბარათი გამოჩნდეს. ანონსის შემდეგ, სპორტულ სამყაროში ამ ცვლილებას მკვეთრი რეაქცია მოჰყვა. მის წინააღმდეგ თითქმის ყველამ გაილაშქრა, მათ შორის, უეფას პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერინმა. როგორც ჩანს Ifab-ში (ფეხბურთის საერთაშორისო ასოციაციის საბჭო) ასეთ რეაქციას არ ელოდნენ და გადაწყვეტილება დროებით დაიბლოკა. ფეხბურთში ლურჯი ბარეთი დაახლოებით ისეთი ბარათი იქნება, როგორც რაგბიში...
საქართველო ერთა ლიგას ჩეხეთით დაიწყებს
8 თებერვალს პარიზში ერთა ლიგის 2024-2025 წლების გათამასების წილისყრა გაიმართა. საქართველოს ეროვნული ნაკრები B ლიგის პირველ ჯგუფში მოხვდა, სადაც ჩვენი მეტოქეები ჩეხეთის, უკრაინისა და ალბანეთის ნაკრებები იქნებიან. უკვე ცნობილია გათამასების კალენდარი და თამაშების გამართვის თარიღები: 7 სექტემბერი / საქართველო-ჩეხეთი 10 სექტემბერი / ალბანეთი-საქართველო 11 ოქტომბერი / უკრაინა-საქართველო 14 ოქტომბერი / საქართველო-ალბანეთი 16 ნოებერი / საქართველო-უკრაინა...
მილანი იდეალური ადგილია
„მილანისა” და „ნაპოლის” თამაშის წინ მილანელთა პორტუგალიელმა მარცხენაფლანგელმა რაფაელ ლეაომ GQ-იტალიას მისცა ინტერვიუ მისცა, რომლის ამონარიდებსაც ქვემოთ გთავაზობთ. თქვენ ახლახან გამოეცით წიგნი სახელწოდებით „ღიმილი”. იქ ბევრს ყვებით საკუთარ თავზე… ყველა, ბავშვით დაწყებული ჩემი თანატოლით დამთავრებული, მეუბნება, რომ სურს ჩემს დონეს მიაღწიოს, თან ფეხბურთში კი არა, თავის საყვარელ საქმეში. მოკლედ რომ ვთქვათ, ყველას უნდა, რომ ოცნება...
სტეფანო პიოლი ნაპოლის ნამდვილად გამოადგებოდა
მოახლოვდა „მილანისა” და „ნაპოლის” შეხვედრა, რომელიც კვირას საქართველოს დროით 23 საათსა და 45 წუთზე გაიმართება. იტალიელმა ჟურნალისტმა ფრანკო ორდინემ Radio Punto Nuovo-სთან საუბარში ეს თემა განავრცო: „შეხვედრას დიდი მნიშვნელობა აქვს. „სან სიროზე” გამარჯვების შემთხვევაში „ნაპოლი” მეოთხე ადგილისთვის ბრძოლაში მთელი სიმძლავრით დაბრუნდება. „შავ-წითლებთან” მატჩი ვალტერ მაცარისთვის ჩემპიონთა ლიგაში მოსახვედრად უკანასკნელი არა, მაგრამ ერთ-ერთი ბოლო ტრამპლინია. კონკურენტი...
… უარესიც შეიძლებოდა
პარიზში ერთა ლიგის 2024-2025 წლების გათამაშების წილისყრა გაიმართა. Საქართველოს ნაკრები B დივიზიონის მეოთხე კალათაში იყო და მოსალოდნელი გახლდათ, რომ მეტოქეებად ძლიერი გუნდები შეხვდებოდა… თუმცა, იღბალმა გაგვიღიმა – საქართველოს მეტოქეები ჩეხეთი, უკრაინა და ალბანეთი იქნებიან. ცხადია, უარესიც შეიძლებოდა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებს ჩეხეთთან აქამდე არ უთამაშია. ტურნირი 2024 წლის სექტემბერში დაიწყება და ნოემბერში დასრულდება. A დივიზიონში...









