კვირას, „მილანთან” მატჩის შემდეგ, პიოტრ ჟელინსკი ნეაპოლში არ დაბრუნებულა. მეორე დილით მან იქვე, მილანში, „ინტერის” წარმომადგენლებთან ერთად სამედიცინო შემოწმება გაიარა და ახლა სამწლიანი კონტრაქტის ხელმოწერას წინ აღარაფერი უდგას. პოლონელი „შავ-ლურჯებთან” შეთანხმებულია, რომ წელიწადში 4,5 მილიონ ევროსა და ბონუსებს მიიღებს. გარდა ამისა, ხელშეკრულებაში იქნება პუნქტი კონტრაქტის კიდევ ერთი წლით შესაძლო გახანგრძლივების შესახებ. ჟელინსკიმ და „ინტერმა” სამედიცინო...
სანამ ოსიმენი მიწას იფორმებს
ვერა და ვერ უახლოვდება „ნაპოლი” ჩემპიონთა ლიგაში გამსვლელ ოთხეულს. ამოცანის მისაღწევად, სეზონის ბოლო მონაკვეთში, მას ყველა საუკეთესო ფეხბურთელი მწყობრში სჭირდება. ერთ-ერთი მათგანი, რასაკვირველია, ნიგერიელი ვიქტორ ოსიმენი გახლავთ, რომელმაც მიმდინარე სეზონში თამაშების ნახევარი გამოტოვა. მიზეზი: ტრავმა და ეროვნული ნაკრების თამაშები. „პარტენოპეელთა” ცენტრალურ თავდამსხმელს „ნაპოლის” მაისური 23 დეკემბრის(!) შემდეგ არ ჩაუცვამს — ის აფრიკის ერთა თასზე გამოდიოდა,...
მაცარიმ სიტყვა გატეხა
„სან სიროზე” „მილანთან” 0:1 დამარცხებამ „ნაპოლის” მდგომარეობა გაართულა. „პარტენოპეელებმა” სტუმრად ბოლო ხუთ შეხვედრაში მხოლოდ 1 ქულა მოიპოვეს, გოლი კი არ გაუტანიათ. სათამაშო სქემის შეცვლა ვალტერ მაცარის გუნდისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. ნეაპოლელთა მწვრთნელმა ხვიჩა კვარაცხელიას ცენტრში შეწევით „მილანის” გაკვირვება და შეტევის გამრავალფეროვნება სცადა, მაგრამ დამარცხდა. spazionapoli-ს თქმით „ნაპოლის” მეორე ტაიმი მაინც უკეთესი გამოუვიდა. ფეხბურთელებს უგულოდ თამაშში...
ნეაპოლში ხვიჩას წასვლის შიში გაუჩნდათ
ხვიჩა კვარაცხელია ცდილობს „ნაპოლის” თავდასხმა ზურგით ათრიოს, მაგრამ ეს საკმარისი არ არის, იტალიის ჩემპიონს დიდ მატჩებში გოლები ვერ გააქვს — წერს პორტალი areanapoli და იხსენებს ორიოდ დღის წინანდელ შეხვედრას „მილანთან”, „სან სიროზე”, (0:1) სადაც ქართველმა თავდამსხმელმა ყველა ღონე იხმარა სტეფანო პიოლის გუნდის დასამარცხებლად, მაგრამ თანაგუნდელების დახმარების გარეშე წარმატებას ვერ მიაღწია. თითქოს მოილაპარაკესო, მატჩის შემდეგ ბევრმა...
ჯოს გაუმარჯოს
საქართველოს კალათბურთის ნაკრებში 30 წლის ჯო ტომასონი ითამაშებს. ტომასონმა ეს სეზონი ესპანურ „გრანადაში“ დაიწყო, რამდენიმე დღის წინ კი ისრაელის საუკეთესო კლუბში თელ-ავივის „მაკაბიში“ გადავიდა. კარიერის განმავლობაში კი ცხრა გუნდში აქვს ნათამაშები. ევროპული კარიერა ბუქარესტის „დინამოთი“ დაიწყო, რის შემდეგ ამერიკას მიაშურა და ერთხანს NBA-ს G ლიგის „ბირმინგემ სკუადრონში“ ირჯებოდა, მაგრამ ისევ ევროპაში დაბრუნება მოუწია: პოლონეთში სამი...
გლასნერი, ფლიკი და ლიოვი
„ბაიერნის“ მწვრთნელის პოსტზეოლივერ გლასნერი, ჰანს-დიტერ ფლიკი და იოახიმ ლიოვი არიან იმ კანდიდატებს შორის, რომლებიც „ბაიერნის“ მწვრთნელის პოსტზე თომას ტუხელის შემცვლელებად მოიაზრებიან. „ბაიერნი“ ახლა გლასნერის კანდიდატურას განიხილავს, რომლის ბოლო სამუშაო ადგილი ფრანკფურტის „აინტრახტი“ გახლდათ. მანამდე ავსტრიელი სპეციალისტი „ვოლფსბურგსა“ და „ლასკში“ მუშაობდა. გერმანიის ნაკრების სათავეში ჰანს-დიტერ ფლიკი და იოახიმ ლიოვი მუშაობდნენ. ლიოვის ხელმძღვანელობით გერმანელებმა 2014 წლის მსოფლიო...
მაცარი: ეს ხვიჩას თანაგუნდელებზეა დამოკიდებული
„ნაპოლი” „სან სიროზე” „მილანთან” დამარცხდა, 0:1. მატჩის შემდეგ ჟურნალისტებს შეხვდა ნეაპოლელთა მწვრთნელი ვალტერ მაცარი. გთავაზობთ რამდენიმე ამონარიდს: კვარაცხელიას შესახებ: დღეს მასზე ნადირობდნენ. რამდენჯერმე გვარიანად იუხეშეს მის წინააღმდეგ. ვფიქრობ ასეთი უხეშობა მეტად უნდა ისჯებოდეს. რაც შეეხება მის სათამაშო პოზიციას, ეს თავად ხვიჩაზეა დამოკიდებული. ეს დამოკიდებულია მის ფიზიკურ მდგომარეობასა და მისი თანაგუნდელების გადაადგილებებზე. სწორედ ამ უკანასკნელებმა უნდა...
პიოლი: კვარა? ორივე ვარიანტს ველოდით
„ნაპოლის” თამაშის შემდეგ ქართველ გულშემატკივარს, ჩვეულებრივ, მისი მწვრთნელის ინტერვიუ აინტერესებს, თუმცა ვფიქრობთ, არც მოწინააღმდეგე გუნდის თავკაცის შთაბეჭდილება უნდა იყოს ინტერესს მოკლებული, მითუფრო, რომ კვირას ეს მოწინააღმდეგე არც მეტი-არც ნაკლები „მილანი” იყო. „მილანმა” „ნაპოლის” მოუგო 1:0. გთავაზობთ სტეფანო პიოლის კომენტარებს: „მილანი” ლიდერს 8 ქულით ჩამორჩება: ბოლო თვენახევარია კარგად ვთამაშობთ და „ინტერს” კვალში ვუდგავართ. „ინტერს” წარმოუდგენლად კარგი სეზონი...
ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა
ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ” „სან სიროზე” „მილანთან” 0:1 წააგო. გთავაზობთ იტალიური, მეტწილად ნეაპოლური საიტების ერთი ნაწილის შეფასებებს: calciomercato 6: კვარაცხელია ახალ პოზიციაზე თამაშობდა, ცენტრში, საიდანაც მეტოქეთათვის უფრო მოულოდნელობებით იყო სავსე. „ნაპოლი” ცდილობდა ჩაბღაუჭებოდა მას. ის დრიბლინგს მიმართავდა, სახიფათო მომენტებსაც ქმნიდა, მაგრამ მაინც მარტო იყო. კვარაცხელიამ მეორე ტაიმიც კარგად დაიწყო, მერე კი დაიღალა და თანდათანობით სიმწვავე დაკარგა....
ალიშერი კუკტოშიდან…
„დინამოს“ ტაჯიკეთის ნაკრების 21 წლის ნახევარმცველი – ალიშერ შუქუროვი შეუერთდა. დედაქალაქურ კლუბსა და ფეხბურთელს შორის კონტრაქტი 2+1 სისტემით გაფორმდა. შუქუროვმა სამედიცინო შემოწმება თბილისში გაიარა და „დინამოს“ სიდეში, საწვრთნელი შეკრების მეორე ეტაპზე შეუერთდება. ალიშერ შუქუროვი ტაჯიკური „კუკტოშის“ აღზრდილია და თბილისურ კლუბში გადმოსვლამდე ამავე კლუბის ღირსებას იცავდა. ახალგაზრდა ფეხბურთელს ნახევარდაცვის ცენტრალურ ზონაში ყველა პოზიციაზე თამაშის გამოცდილება აქვს....









