ხვიჩა კვარაცხელია ცდილობს „ნაპოლის” თავდასხმა ზურგით ათრიოს, მაგრამ ეს საკმარისი არ არის, იტალიის ჩემპიონს დიდ მატჩებში გოლები ვერ გააქვს — წერს პორტალი areanapoli და იხსენებს ორიოდ დღის წინანდელ შეხვედრას „მილანთან”, „სან სიროზე”, (0:1) სადაც ქართველმა თავდამსხმელმა ყველა ღონე იხმარა სტეფანო პიოლის გუნდის დასამარცხებლად, მაგრამ თანაგუნდელების დახმარების გარეშე წარმატებას ვერ მიაღწია. თითქოს მოილაპარაკესო, მატჩის შემდეგ ბევრმა პორტალმა ერთი და იგივე დაწერა: ის იყო ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა.
areanapoli წერს: „ასეთ პირობებში არსებობს დიდი რისკი იმისა, რომ „ნაპოლის” 77-ე ნომერი სეზონის ბოლოს გუნდიდან წავა, რადგან ჩემპიონთა ლიგის გარეშე მისი დარჩენის გარანტიას ვერავინ მოგვცემს”.
იმავე საკითხს ეხება პორტალი tuttomercatoweb, რომელიც ხაზს უსვამს, რომ „აძურიმ” აუცილებლად უნდა მოახერხოს მეოთხე ადგილზე გასვლა და ჩემპიონთა ლიგაში გამსვლელი ადგილის დაბევება.
„ახალი გუნდის აშენების საქმეში მეოთხე ადგილზე გასვლას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება, წინააღმდეგ შემთხვევაში კლუბი შესაძლოა რამდენიმე წამყვანმა ფეხბურთელმა დატოვოს. ვიქტორ ოსიმენი 99 პროცენტით წავა და მისი სატრანსფერო ფასი სავარაუდოდ 100-130 მილიონის ფარგლებში იტრიალებს. კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება ხვიჩა კვარაცხელიას საკითხი (მისი ფასი 70 მილიონზე ნაკლები არ იქნება). მიდის პიოტრ ჟელინსკიც. მოკლედ, „ნაპოლიში” ვითარება არასტაბილურია. რევოლუცია კი ზაფხულში დაიწყება”, — წერს საიტი.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები25/07/2026 | 09:53პირლო დუბაის დაეთხოვება და სკუადრა აძურას ჩაიბარებს
მთავარი ამბავი25/07/2026 | 07:31ფაბიან რუისი და გავი პომიროს ჭამენ
აქეთურ-იქითური25/07/2026 | 06:46ნუთუ ჰოლანდიელმა ექიმებმა ტყუილი თქვეს?
აქეთურ-იქითური24/07/2026 | 10:03დემეტრიო ალბერტინი: იტალიური გენი ესპანურისგან განსხვავდება
