ბელგიური „გენტის“ შემტევი ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე, შესაძლოა, ინგლისის ჩემპიონშიფის „უოტფორდში“ იჯარით გადავიდეს. „გორგი ჩაკვეტაძის „მეცში“ ტრანსფერი ფრანგული გუნდის ტექნიკური შტაბის ყოყმანის გამო ჩაიშალა. ჩაკვტაძემ ინგლისში, „უოტფორდში“ გადაწყვიტა თამაში, გარიგება კონტრაქტის გამოსყიდვის პერსპექტივას ითვალისწინებს. „გენტთან“ შეთანხმება უკვე მიღწეულია, გიორგი ამჟამად ლონდონშია და დიდი ალბათობით მომავალ სეზონში ჩემპიონშიფის „უოტფორდში“ ითამაშებს“, – წერენ ჩვენი ინგლისელი კოლეგები სოციალურ ქსელში.
წელი: 2023
კავანი ვალენსიადან წავა
ჯერ არავინ იცის დარჩება გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიაში” თუ „ბაიერნში” გადავა, ის კი გამოიკვეთა, რომ „ღამურებს” ვეტერანი თავდამსხმელი, 36 წლის ურუგვაელი ედინსონ კავანი დააემშვიდობება. რა უნდა იყოს ამის უკეთესი დასტური, ვიდრე ის, რომ მწვრთნელმა რუბენ ბარახამ კავანი „ნოტინგემ ფორესტთან” პირველ ამხანაგურ შეხვედრაში არ ათამაშა და დღეს სკოლვაკეთსა და შვეიცარიაში დანიშნულ შეკრებაზე არ წაიყვანა. ვეტერანის აგენტები კლუბთან...
კვარაცხელია ხალხებს აერთიანებს
კვარა სამშაბათს დაბრუნდა, დიმაროს მოედანზე ბალახს აკოცა, ტყავის მრგვალ მეგობარს ჩაეხუტა, ხალხს მიესალმა და შემდეგ გასახდელში დაბრუნდა, სადაც საკალათბურთო ილეთები შეასრულა: ბურთი ჯერ ზურგსუკან მოიქცია, მერე წინ დაიჭირა, მერე ისევ ზურგსუკან და ასე შემდეგ. კალათბურთი მისი მეორე დიდი სიყვარულია. მთელი მონდომებით კი მან ოთხშაბათიდან დაიწყო ვარჯიში. ამ დღეს დაიწყო მისი ნამდვილი მზადება. უფრო სწორედ თითქმის...
ნაპოლის პირველი თამაში მკერდზე იტალიის დროშით
„ნაპოლიმ” დიმაროში „ანაუნე ვალ დი ნონთან” ახალი სეზონის პირველი ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა და 6:1 მოიგო. გულშემატკივარმა „აძური” ისე მიიღო, გეგონება სკუდეტო იმ წუთის მოგებული ჰქონდა. „ნაპოლის” სასტარტო შემადგენლობა ასეთი გახლდათ: კონტინი, ძანოლი, ჟესუსი, ფოლორუნშო, მარიო რუი, სპავონე, დემე, ვერგარა, ძერბინი, ამბროსინო და პოლიტანო. ორი დღის წინ დაბრუნებულ ლეგიონერებს, მათ შორის ვიქტორ ოსიმენს და ხვიჩა კვარაცხელიას...
პოჩეტინოს ჩელსი ებევრა
„ჩელსის“ მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ, განაცხადა, რომ გუნდში ძალიან ბევრი მოთამაშე მოგროვდა. „უნდა გავაანალიზოთ და შევაფასოთ, რა ბედი ეწევა მათ ახალ სეზონში. ბევრი გადაწყვეტილების მიღება მოგვიწევს. მოთამაშეებისთვისაც და ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია რეალური შეფასება. ახლა ისინი გუნდში საკმარისზე მეტნი არიან,“ – განუცხადა პოჩეტინომ ჟურნალისტებს ამხანაგურ მატჩში „რექსჰემის“ დამარცხების შემდეგ (5:0). არგენტინელი სპეციალისტი ჩელსის 2023 წლის ზაფხულიდან ხელმძღვანელობს. გასულ...
შენგელია ათენში
საქართველოს ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია კარიერას ათენის „პანათინაიკოსში“. გააგრძელებს. 31 წლის ქართველი კალათბურთელის გადაბირება სერბულ „ცრვენა ზვეზდას“ სურდა, თუმცა ჩანს, სერბებს ბერძნებმა აჯობეს და . შენგელიას აწ უკვე ყოფილი კლუბი – „ვირტუსი“ ქართველის გასხვისების დიდ სურვილს ნამდვილად არ ამჟღავნებდა, მაგრამ „პანათინაიკოსის“ შეთავაზება და სატრანსფერო 3 მილიონი ევრო იტალიელებისთვის მეტად მაცდური გამოდგა. შეგახსენებთ,...
ქოჩორაშვილი ბრუნდება როგორც MVP
გიორგი ქოჩორაშვილი „ლევანტეში” დაბრუნდა. როგორც cope.es წერს, ის ოპტიმიზმით არის აღსავსე და ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრებას აპირებს. წერილის სათაურიც ესპანური პორტალისგან გვაქვს ნასესხები. ქართველ ნახევარმცველს „კასტელონში” დიდებული სეზონი ჰქონდა. გუნდმა ბოლომდე იბრძოლა მეორე დივიზიონში აღზევებისთვის. პორტალი წერს, რომ „ქოჩომ” „კასტელონის” შემადგენლობაში, RFEF-ის პირველ დივზიონში (რაც ესპანური საკლუბო ფეხბურთის მესამე ლიგაა), 40 შეხვედრა ჩაატარა — 36...
პოლიტანო: ოსიმენს გაუჭირდება
„ნაპოლის” მარჯვენა გარემარბმა მატეო პოლიტანომ დიმაროში, საწვრთნელ ბაზაზე, „სქაი სპორტის” კორესპონდენტს რამდენიმე კითხვაზე უპასუხა. „მინდა ახალ სეზონში შარშანდელზე მეტი ვითამაშო, მეტ შეხვედრაში მივიღო მონაწილეობა და მეტი გოლი გავიტანო, — თქვა 29 წლის რომაელმა და დასძინა, — ჩემი სურვილების შესახებ აგენტს ველაპარაკე და კლუბს ის გადასცემს. შემდეგ გამოჩნდება მე და კლუბის ხელმძღვანელები ერთნაირად ვფიქრობთ თუ არა”....
პარამეტრებით ზედგამოჭრილი
სატრანსფერო ბაზარი გაიხსნა. „ნაპოლიმ” ჯერჯერობით ერთადერთი ფეხბურთელი დაიმატა — მეკარე პიერლუიჯი გოლინი, რომელიც აქამდეც მათთან იყო, ოღონდ იჯარის წესით. კლუბში ბევრ ვარიანტს განიხილავენ, რამაც უახლოეს პერიოდში შედეგი უნდა გამოიღოს. ამბობენ, რომ შესწავლილ მოთამაშეთა შორის არის ერთი, რომელიც პარამეტრების მიხედვით რუდი გარსიას გუნდს კარგად უნდა მოერგოს. ეს გახლავთ არგენტინელი ნახევარმცველი ჯოვანი ლო სელსო. მის შესახებ რადიო...
ბექემი: როცა მესის დავინახავ, ავტირდები…
მაიამის „ინტერის“ თანამფლობელი, დევიდ ბექემი ელის, რომ თავდამსხმელი ლიონელ მესი ახალ გუნდში პირველად 21 ივლისს ლიგის თასის მატჩში ითამაშებს მექსიკურ „კრუს ასულთან“. მან ასევე გაამხილა, რა ემოციებს განიცდის, როცა მოედანზე არგენტინელი თავდამსხმელს დაინახავს. „არ ვიცით, ლეო თამაშს თავიდანვე დაიწყებს თუ შცვლაზე გამოვა. რადგან ვფიქრობ, მზად უნდა იყოს სათამაშოდ. ის ხომ შვებულებიდან ახალი გამოსულია. ლეო უკვე...









