ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში „ნაპოლიმ” პორტუგალიურ „ბრაგას” 2:0 მოუგო და მერვედფინალში გავიდა. ახლა „პარტენოპეელები” სერია A-ზე უნდა გადაერთონ და მდგომარეობა გამოასწორონ, უპირველეს ყოვლისა „მარადონაზე”. საშინაო შეხვედრებში რუდი გარსიას ხომ უხეირო შედეგები ჰქონდა და მოგებებით ჯერჯერობით ვერც მისი შემცვლელი ვალტერ მაცარი დაიკვეხნის. იტალიის ჩემპიონატის ცხრილში, სადაც მხოლოდ საშინაო შეხვედრებია გათვალისწინებული, „ნაპოლი” მე-16 ადგილზეა. ასეთი...
წელი: 2023
ყველაზე მეტი ნაპოლიმ იშოვა
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გასვლით „ნაპოლიმ” თავის საბანკო ანგარიშს დიდძალი ფული შეჰმატა. „აძურიმ” იტალიურ კლუბებს შორის ყველაზე მეტი იშოვა. „გაძეტა დელო სპორტმა” დაწერა: „ჯგუფური ეტაპის დასრულებისა და მერვედფინალში გასვლის შემდეგ, „ნაპოლიმ” უეფასგან ყველაზე მეტი თანხა მიიღო. აურელიო დე ლაურენტისს ხაზინას 66 მილიონი ევრო და კიდევ რაღაც ხურდა შეემატება. „ნაპოლის” მოჰყვება „ინტერი”, რომელიც 61,5 მილიონ ევროს მიიღებს....
აზაროვი ჩემპიონთა ლიგის სიმბოლურში
დონეცკის „შახტარის“ ქართველი მცველი, ირაკლი აზაროვი 2023/24 წლების ჩემპიონთა ლიგის H ჯგუფის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა – რჩეულები ანალიზისა და სტატისტიკის ვებგვერდმა Whoscored-მა დაასახელა. უკრაინულმა კლუბმა ჯგუფურ ეტაპზე გამოსვლა მესამე ადგილით დაასრულა და გაზაფხულზე ევროპის ლიგაზე ითამაშებს. აზაროვმა ამ მატჩებში საშუალოდ 7,0 ქულა მიიღო, რაც მის პოზიციაზე ყველაზე მაღალი შეფასება აღმოჩნდა. რჩეულთა შორის დონეცკის „შახტარის“ მხოლოდ...
შავი ლომი უელსს აჭაშნიკებს
15 დეკემბრის შუაღამე ქართული რაგბის მორიგი დიდი გამოცდის თარიღი და დროა. უელსის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ქალაქ ჰლანეჰლის სარაგბო სტადიონ „პარკ ი სკარლეტსზე“ ჩვენი „შავი ლომი“ ადგილობრივ ფრენჩაიზ „სკარლეტსს“ დაუპირისპირდება. ეს იქნება EPCR-ის (ევროპის პროფესიული საკლუბო რაგბის) ეგიდით მიმდინარე რანგით მეორე ევროტურნირის – ჩელენჯ კაპის მეორე ტურის მატჩი. პირველ ტურში ორივე დამარცხდა – ქართველებმა შინ ინგლისურ „გლოსტერთან“...
სიმეონე მადრიდით დაიღალა
მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ მადრიდული კლუბიდან შესაძლო წასვლაზე მიანიშნა. „მინდა ვიყო გულწრფელი: რთულია ერთ კლუბში მრავალი წლის განმავლობაში მუშაობა და მაინც სიამოვნების მიღება მადრიდში თავს ძალიან კარგად ვგრძნობ და დარწმუნებული ვარ, რომ კლუბს ჯერ კიდევ შეუძლია თამაშის გაუმჯობესება. თუმცა, ადვილი არ არის „ატლეტიკოს“ დახმარება ევროპაში ყოველწლიურად წინსვლაში“, – თქვა დიეგო სიმეონემ. სიმეონე მადრიდის...
დაკარგული სიმშვიდის ძიებაში
იძებნება კვარაცხელია. „იუვენტუსთან” ხელიდან გაშვებული საოცარი მომენტის შემდეგ ქართველი უკვე კრიტიკის ობიექტი იყო, მან კი „ბრაგასთან” კვლავ საკამათო ფეხბურთი ითამაშა. რასაკვირველია, მის მონდომებას პატივი უნდა ვცეთ და უნდა დავაფასოთ ის ფაქტი, რომ კვარაცხელია რჩება ფეხბურთელად რომელიც ავად თუ კარგად მეტოქის დაცვაში ქაოსის გამოწვევას ახერხებს. მეორე მხრივ, „ბრაგასთან” შეხვედრის დროს მის თამაშში შეინიშნებოდა კაცის მოტყუების ახირებული...
ნაპოლის საშობაო ვახშამი
„ნაპოლიმ” ნეაპოლის მდიდრულ უბან პოზილიპოში ტრადიციული საშობაო საღამო მოაწყო. საღამოს არც პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი დაკლებია. შეიკრიბა ყველა ფეხბურთელი, ხოლო მწვრთნელი ვალტერ მაცარი გახლდათ ერთადერთი, ვინც წვეულებაზე ოჯახთან ერთად მივიდა. პლასო პეტრუჩიზე გატარებული საღამოს წინ, ბოლო თამაში „აძურის” წარმატებული ჰქონდა — „ბრაგას” მოუგო 2:0. ეს გახლდათ „პარტენოპეელთა” 2023 წლის ბოლო არაფორმალური შეხვედრა, რასაც ერთმანეთის მიყოლებით...
ჯოვინო 96 ნომრით…
„ბათუმის“ აწ უკვე ყოფილი თავდამსხმელი, ბრაზილიელი ჯოვინო ფლამარიონი კარიერას საფრანგეთის მეორე ლიგაში გააგრძელებს – „ვალენსიენმა“ იგი ოფიციალურად წარადგინა. ახალ კლუბში ჯოვინო 96-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. ეროვნული ლიგის დასრულებულ სეზონში ფლამარიონმა „ბათუმთან“ ერთად საქართველოს ჩემპიონობა მოიპოვა, ბრაზილიელმა სეზონში 17 გოლი გაიტანა და ზურაბ მუსელიანთან („გაგრა“) და ზორან მარუშიჩთან („დინამო“) ერთად საუკეთესო ბომბარიდირი გახდა, ამას გარდა ის სეზონის...
ჰარი – 30
მიუნხენის „ბაიერნის“ ინგლისელი შემტევი ჰარი კეინი ევროპის ტოპ 5 საფეხბურთო ქვეყნიდან გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ამ სეზონში მოედანზე 30 სასარგებლო ქმედება შეასრულა. ჰარი კეინმა „ბაიერნში“ ყველა ტურნირზე 22 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პასი გააკეთა. მან სამშაბათს კინგსლი კომანს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპზე „მანჩესტერ იუნაიტედთანაც“ გაატანინა. შეგახსენებთ, რომ „ტოტენჰემის“ აკადემიის აღზრდილი კეინი მიუნხენურ კლუბს ზაფხულში შეუერთდა,...
ნაპოლი მეხუთედ გავიდა ფლეი-ოფში
„ნაპოლიმ” ახალი მწვრთნელის ვალტერ მაცარის ხელმძღვანელობით ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისკენ გაიკაფა გზა. საამისოდ „პარტენოპეელებმა” ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში პორტუგალიური „ბარაგა” დაამარცხეს 2:0. „ნაპოლი” ისტორიაში მეხუთედ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფში. საინტერესოა, რომ პირველად, 2011-12 წლების სეზონში გუნდის მწვრთნელი სწორედ მაცარი იყო, ხოლო მერვედფინალში მას მომავალი თასის მფლობელი „ჩელსი” შეხვდა. პირველი თამაში „ნაპოლიმ” 3:1 მოიგო, ლონდონში კი 1:3...









