წელი: 2023

Home 2023
ხელოვნურ საფარს წამზომი ჩაურთეს
ჩანაწერი

ხელოვნურ საფარს წამზომი ჩაურთეს

AS წერს, რომ ესპანეთში ხელოვნურსაფარიანი მოედნების დღეების ათვლა დაიწყო. წამზომი ჩართულია. El Confidencial კი იტყობინება, რომ ევროკავშირმა ახალი რეგულაციები შემოიღო, რომელთა თანახმად ყველა ხელოვნური საფარი თანდათან უნდა აღიგავოს პირისაგან მიწისა. რასაკვირველია, ეს ერთ დღეში ვერ მოხდება, მათ ბუნებრივი მოედნებით ჩანაცვლებას დრო უნდა. შესაბამისად, ევროგაერთიანებიამ, რომლისკენაც საქართველოც მიისწრაფვის, ვადა დათქვა: რვა წელიწადი. გადაწყვეტილება კვლევებს ეყრდნობა. უპირველეს...

შვიდი ქვეყანა უკვე ცნობილია
ჩანაწერი

შვიდი ქვეყანა უკვე ცნობილია

გერმანიაში ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის თამაშები 2024 წლის 14 ივნისს დაიწყება. მასპინძლებს შეჯიბრებაში ადგილი გარანტირებული აქვთ, დანარჩენი 23 გუნდიდან კი შვიდის ვინაობა ცნობილი გახდა. 1972, 1980 და 1996 წლების ევროპის ჩემპიონ გერმანიას პარასკევს შეუერთდნენ: დიდიე დეშამის საფრანგეთი, რომელიც B ჯგუფში ასპროცენტიან შედეგს აჩვენებს — 6 შეხვედრიდან ექვსივე მოიგო (გოლები 13:1). „ლურჯები” კილიან მბაპესა და ანტუან...

მაისაშვილი გადადგა
ჩანაწერი

მაისაშვილი გადადგა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი თანამდებობიდან გადადგა. 47 წლის სპეციალისტმა საფრანგეთში წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ აბსოლუტურად ლოგიკური ნაბიჯი გადადგა. ბორჯღალოსნებმა X მსოფლიო თასზე ჯგუფური ეტაპის სამი მატჩი წააგეს – ავსტრალიასთან, ფიჯისთან და უელსთან, ერთი კი, პორტუგალიასთან ფრედ დაასრულეს და საბოლოოდ ბოლო ადგილი დაიკავეს. ცხადია, ამბიციაგაზრდილ საქართველოს მოვლენეთა ასეთი განვითარება არანაირად აწყობდა, მსოფლიო თასამდე შეკოწიწებული...

ასე ვერ გავფრინდებით…
ჩანაწერი

ასე ვერ გავფრინდებით…

ევრო 2024-ის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა კვიპროსი დაიბრიყვა და შინ 4:0 მოუგო. არადა, პირველი ტაიმი ისეთი იყო, ჩვენები იმდენად უსუსურად გამოიყურებოდნენ, ამხელა სხვაობას ვერავინ იფიქრებდა. შესვენების შემდეგ ოთარ კიტეიშვილი სწრაფი გოლი გაიტანა და საქართველოს ნაკრებს თითქოს სუნთქვა გაეხსნა. ჩვენები უფრო მარტივად ათამაშდნენ და მომენტების გამოყენებაც არ დაიზარეს… თუმც ეს ყველაფერი იქნებ კვიპროსელთა უნიათობის ფონზეც ჩანდა...

ბაჯო ფედერაციის პრეზიდენტად!
ჩანაწერი

ბაჯო ფედერაციის პრეზიდენტად!

2023 წლის სპორტული ფესტივალის საპატიო სტუმარმა რობერტო ბაჯომ იტალიურ ფეხბურთში ატეხილ ახალ სკანდალზე მკაცრად ილაპარაკა. საქმე ფეხბურთელების ტოტალიზატორში თამაშს ეხება. რობერტო ბაჯო იტალიური ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ან სულაც ყველაზე დიდი ვარსკვლავია. მან თქვა: „როგორც კი ამ სკანდალის შესახებ შევიტყვე, საშინელი ღელვა ვიგრძენი. ეს გრძნობა ჩემთვის უცხო არ არის, გეგონება იმის გამო, რომ ფეხბურთი მიყვარს, დამნაშავე...

ოსიმენმა ნაკრების ბანაკი დატოვა
ჩანაწერი

ოსიმენმა ნაკრების ბანაკი დატოვა

ვიქტორ ოსიმენის ტრავმის შესახებ ახალი არაფერია. „ნაპოლის” თავდამსხმელმა საუდის არაბეთისა და ნიგერიის ამხანაგური შეხვედრის მეორე ტაიმში შეცვლა ითხოვა. თავიდან ამბობდნენ, რომ პრობლემა სავარაუდოდ გადაღლით გამოწვეული კუნთის კრინჩხვა უნდა ყოფილიყო, ბოლოს კი ორთავა კუნთის შესახებ ალაპარაკდნენ. ეს უფრო არასასურველი ვარიანტია. როგორც ჩანს, სწორი დიაგნოზი ფეხბურთელის ნეაპოლში დაბრუნებამდე ვერ დაისმება. იტალიაში მას თანამედროვე აპარატურით გამოიკვლევენ. ჟურნალისტი მარკო...

ოსიმენის და დაიჭირეს
ჩანაწერი

ოსიმენის და დაიჭირეს

ნიგერიაში ვიქტორ ოსიმენის და და სიძე ოსიტა ოკოლო დაიჭირეს. ოკოლო „ნაპოლის” თავდამსხმელის გარემოცვაში შედიოდა და მის „აძურიში” გადასვლაში მონაწილეობა აქვს მიღებული. ნეაპოლური პრესა წერს, რომ დაჭერის მიზეზი ჯერჯერობით ცნობილი არ არის. ამ ეტაპზე დეტალებს აფრიკული ქვეყნის ოფიციალური სამსახურები არ აცხადებენ. ცნობა წყვილის დაპატიმრების შესახებ თავად სიძემ გაავრცელა. მან ტვიტერსა და სხვა პლატფორმებზე ვიდეო-შეტყობინების დადება მოახერხა....

ვილი, თემური და ქულები…
ჩანაწერი

ვილი, თემური და ქულები…

15 ოქტომბერს საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის შესარჩევ მატჩში კვიპროსს დაუხვდება. სტუმრებს ქართველი მწვრთნელი ჰყავთ – თემურ ქეცბაია. მატჩის წინ კი, ტრადიციულ პრესკონფერენციაზე ორივე გუნდის თავკაცმა ისაუბრა. „ტაილანდთან მატჩის დასაწყისი და პირველი ტაიმი კარგი იყო. თუმცა, კვიპროსთან თამაში სხვანაირი იქნება, რადგან მეტოქე საშუალო ევროპული გუნდია. მინდა ჩემმა გუნდმა ისეთივე ინტენსივობით ითამაშოს, როგორც ტაილანდთან. თამაშით კმაყოფილნი დარჩნენ...

ბაიერნს მამარდასთვის თვალი არ მოუცილებია
ჩანაწერი

ბაიერნს მამარდასთვის თვალი არ მოუცილებია

გასულ ზაფხულს სატრანსფერო ბაზარი მრავალი ჭორითა მოლოდინით იყო სავსე. ერთ-ერთი გვარ-სახელი, რომელიც ესპანური fichajes.net-ის თანახმად მედიაში ყველაზე ხშირად ტრიალებდა გიორგი მამარდაშვილი გახლდათ. მართალია ქართველი მეკარე საბოლოოდ ესპანეთში დარჩა, მაგრამ მისი პროფილი კვლავაც საერთაშორისო რეზონანსს იწვევს, ხოლო მიუნხენის „ბაიერნი” ისევ რჩება კლუბად, რომელიც მისი შეძენით არის დაინტერესებული. მამარდაშვილმა 23 წლის ასაკში დაამტკიცა, რომ თაობის ერთ-ერთი ყველაზე...

ოსიმენს დღეს გამოიკვლევენ და გადაწყვეტენ
ჩანაწერი

ოსიმენს დღეს გამოიკვლევენ და გადაწყვეტენ

ვიქტორ ოსიმენის ტრავმის ამბავი ნეაპოლში მეხივით გავარდა. ლამის უკვე ტრადიციად ჩამოყალიბდა: თავდამსხმელისთვის სანაკრებო შეკრებები ტრავმით მთავრდება.  ამჯერად, „სუპერარწივები” ამხანაგურად თამაშობდნენ საუდის არაბეთთან, რომელსაც რობერტო მანჩინი წვრთნის და ამ შეხვედრის 59-ე წუთზე, უხეში შეტაკების შემდეგ სერია A-ს გასული სეზონის საუკეთესო თავდამსხმელი იძულებული გახდა მოედნიდან გასულიყო. მოედნის დატოვება მან თავად მოითხოვა — მწვრთნელ ჟოზე პესეირუს ცვლილებს სთხოვა...