უკვე „ლამაზ ტრადიციად“ იქცა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის (და არა მხოლოდ) საპრეზიდენტო „არჩევნებში“ ერთი კანდიდატის მონაწილეობა. ეს „ტრადიცია“ არც ამჯერად დარღვეულა – 15 იანვარს ამოიწურა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატების წარდგენის ვადა და „ჰოი, საოცრებავ“, კანდიდატურა მხოლოდ ლევან კობიაშვილმა წარადგინა. ის ამ პოსტზე სფფ-ის 29 სუბიექტმა წარადგინა, რომლებიც 4 თებერვლის ყრილობაზე მივლენ და თავიანთი რჩეულს...
წელი: 2023
ქართული ფეხბურთი ისევ ერთ ხმაში…
ფაქტობრივად, გადაწყვეტილი ამბავია, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ლევან კობიაშვილი კიდევ ოთხი წლით უხელმძღვანელებს. ეს ყველაფერი მას შემდეგ გაირკვა, რაც საპრეზიდენტო კანდიდატების რეგისტრაციის ვადა ამოიწურა. მოკლედ, პრეზიდენტობის კანდიდატი მხოლოდ კობიაშვილია, რომელიც სფფ-ს 29 სუბიექტმა წარადგინა. კობიაშვილს, ცხადია ერთხმად, 4 თებერვალს სფფ-ის XXXIII საარჩევნო ყრილობაზე აირჩევენ. 16 იანვარს კი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში აღმასკომის სხდომა გაიმართება. დღის წესრიგით...
ნაპოლი ნეაპოლელების ჯანმრთელობის სამსახურში
ჯანმრთელობის მუშაკთა ასოციაციის „ხელები შორს ჰიპოკრატესგან” ცნობით, იმ საათებში, როდესაც „ნაპოლი” თამაშობს, ნეაპოლში სასწრაფოს გამოძახებათა რაოდენობა მკვეთრად იკლებს. ნეაპოლი იმ იტალიურ ქალაქებს განეკუთვნება, სადაც გადაუდებელი დახმარების ოთახები, განსაკუთრებით დიდ საავადმყოფოებში, გადატვირთულია. ხანდახან ვითარება იმდენად დრამატულია, რომ ავადმყოფებს დერეფნებში აწვენენ. და ეს ხდება ევროკავშირის წევრ, განვითარებულ ქვეყანაში. პარასკევ საღამოს კი, როდესაც „მარადონაზე” „აძური” „იუვენტუსს” მასპინძლობდა, პალატები...
ამ ლოგიკით ნაპოლი ჩემპიონი გახდება
ლუჩანო სპალეტის „ნაპოლი” მორიგ რეკორდს გაუტოლდა — ლეჩეში „მილანის” გუშინდელმა ფრემ (2:2) განაპირობა ის, რომ 18 ტურის ანუ პირველი წრის შემდეგ პირველ და მეორე ადგილებს შორის სხვაობა 9 ქულაა. რაც იტალიის ჩემპიონატში მოგებაზე სამ ქულას წერენ, ამ ეტაპზე, მეორეს პირველთან ასეთი დიდი ჩამორჩენა მხოლოდ ერთხელ ჰქონია. როდის იყო 9-ქულიანი ჩამორჩენის პირველი შემთხვევა? სულ ახლახან, 2018-19...
გოჩოლეიშვილი წარადგინეს…
დონეცკის „შახტარმა“ ახალწვეული გიორგი გოჩოლეიშვილი წარადგინა. 21 წლის ქართველი მცველი უკრაინულ კლუბს იანვარში ახლახან შეუერთდა და 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. გოჩლეიშვილი „შახტარში“ 13-ნომრიანი მაისურათი ითამაშებს. დონეცკელთა სპორტულმა დირექტორმა დარიო სრნამ გოჩოლეიშვილი ტრანსფერზე კომნეტარი გააკეთა: „ბოლო ექვსი თვე მარჯვენა მცველის პოზიციაზე დოდოსა და ტობიასის შემცვლელს ვეძებდით და გიორგი გოჩოლეიშვილის სახით ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელი ვიპოვეთ, რომელიც საქართველოში...
ყველა დამნაშავე იყო, განსაკუთრებით ერთი
„ნაპოლის” 5:1 გამარჯვება „იუვენტუსთან” ერთი მხრივ „ნაპოლის” ჩინებულმა თამაშმა განაპირობა, მეორე მხრივ კი მარად ყოჩაღი „იუვე” ვერ იყო ისეთი ძლიერი, საუკეთესო პერიოდებში რომ არის ხოლმე. ამიტომაც გადავწყვიტეთ თქვენთვის გაგვეცნო ტურინული გაზეთის „ტუტოსპორტის” წერილი, სადაც აქცენტი „ბებერ ქალბატონზე” გაკეთდა. „ტუტოსპორტი” წერს, რომ ჯობს ერთხელ წააგო 0:5 (ან 1:5, როგორც ეს პარასკევს ნეაპოლში მოხდა), ვიდრე ხუთჯერ 0:1....
სად წავიდნენ კვარაცხელიას კრიტიკოსები?
ეს იყო „ნაპოლის” ფანებისთვის დაუვიწყარი საღამო. მათმა გუნდმა „იუვენტუსი” გაანადგურა, ცხრილში 10 ქულით ჩამოიტოვა და ახლა, ისე როგორც არასდროს, სკუდეტოზე ოცნება უკვე გახელილი თვალებით შეუძლიათ. „მარადონაზე” „აძურიმ” ვარსკვლავურად ითამაშა, 5:1 მოიგო და ისტორია დაწერა: ეს გახლდათ ისტორიაში ნეაპოლელთა ყველაზე დიდი გამარჯვება „იუვესთან”, რომელსაც კონკრეტულად ორი ფეხბურთელის ვიქტორ ოსიმენის და ხვიჩა კვარაცხელიას ხელმოწერა აქვს. ნიგერიელმა ცენტრ-ფორვარდმა...
შედი, ნიკოლოზ, ფორმაში
16 იანვარს ავსტრალიის ღია პირველობა იწყება. ნიკოლოზ ბასილაშვილი კი კორტზე 17-ში გავა და მეტოქედ მსოფლიოს მეცხრე ჩოგანი, ამერიკელი ტეილორ ფრიცი ეყოლება. საწყის ტურშივე ტურნირის ერთერთ ფავორიტთან მატჩი ჩვენიანის ბოლოდროინდელი რეგრესის შედეგია – ერთ დროს მსოფლიო რეიტინგის ოცეულში მყოფი ნიკოლოზი, ახლა ასეულთან ახლოს ტრიალებს. თუმცა, ბასილაშვილი – ფრიცის ურთიერთშეხვედრებში თანაფარდობაა – ორჯერ ქართველმა მოიგო, ორჯერაც ამერიკელმა...
ახლა უკვე ჯიღაური…
ჯაბა ჯიღაური კარიერას ყაზახეთის პრემიერლიგაში, აქტაუს „კასპიიში“ გააგრძელებს – ინფორმაცია ყაზახურმა კლუბმა დაადასტურა. 30 წლის ფეხბურთელი, 2020 წლიდან „ბათუმის“ ფეხბურთელი იყო და ამ გუნდის მაისურით 111 მატჩში 37 გოლი გაიტანა. ბათუმელებთან ერთად საქართველოს ჩემპიონი და სუპართასის გამარჯვებულია. „კასპიიში“ ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი ბათუმელი გიორგი ფანცულაია ჩაირიცხა. გუნდის მწვრთნელად კი სეზონის ბოლოს კახა ცხადაძე დაინიშნა,...
სპალეტი: ქუდის დახურვას და ყალბი წვერის გაკეთებას აზრი არ აქვს
დღეს, შუაღამეს 15 წუთი რომ დააკლდება, სერია A-ში დიდი მატჩია: „ნაპოლი” „იუვენტუსს” უმასპინძლებს. შეხვედრის წინ მეტოქე გუნდების მწვრთნელებმა ტრადიციული პრეს-კონფერენციები გამართეს და არც ეგრეთწოდებულ ფსიქოლოგიურ თამაშებზე თქვეს უარი. ასე მაგალითად, „იუვენტუსის” თავკაცმა მასიმილიანო ალეგრიმ განაცხადა, რომ ფავორიტი „ნაპოლია” და გამარჯვება „აძურისთვის” უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე მისი გუნდისთვის. ჩვენი პროგრამა მინიმუმი მეოთხე ადგილზე გასვლააო. ამის პასუხად „ნაპოლის”...









