საქართველოს ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას, შესაძლოა, „ვალენსია“ დატოვოს. ესპანური კლუბის ხელმძღვანელობა, 22 წლის მეკარის გაყიდვით მინიმუმ 25 მილიონი ევროს მოგებას გეგმავს. მედიაში ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქართველი მეკარით: „იუვენტუსი,“ „მანჩესტერ იუნაიტედი,“ „ტოტენჰემი“ და „აიაქსი“ დაინტერესდნენ. გიორგის მოქმედი კონტრაქტი „ვალენსიასთან“ 2027 წლის 30 ივნისამდეა ძალაში. მიმდინარე სეზონში მამარდაშვილმა „ღამურების” შემადგენლობაში 24 მატჩი ჩაატარა,...
წელი: 2023
შენგელია ცაში და… დარბაზში…
23 და 26 თებერვალს საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ორი უმნიშვნელოვანესი მატჩი ელის, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს ითამაშებს თუ არა ჩვენი ნაკრები არსებობის ისტორიაში პირველად მსოფლიო ჩემპიონატზე – ეროვნული გუნდი ჯერ ნიდერლანდებში ითამაშებს, შემდეგ კი თბილისში ისლანდიას უმასპინძლებს. როგორც ყველა შესარჩევ მატჩში, მთავარი კითხვა ამჯერადაც თორნიკე შენგელიას ეხება. მოგეხსენებათ, ევროლიგისა და ფიბა-ს შეუთანხმებლობის გამო...
დაბრუნება 100 წლის შემდეგ…
მსოფლიოს 2030 წლის ჩემპიონატის მასპინძლობაზე ფიფაში ერთობლივი განაცხადი სამხრეთ ამერიკის ოთხმა ქვეყანამ – არგენტინამ, ურუგვაიმ, ჩილემ და პარაგვაიმ შეიტანა. სამხრეთ ამერიკაში იმედოვნებენ, რომ ზუსტად 100 წლის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატს დააბრუნებენ იქ, სადაც ეს ტურნირი პირველად გათამაშდა – კერძოდ, ურუგვაიში. აღნიშნული ოთხეულის გარდა ტურნირის ჩატარებაზე ასევე ერთობლივად აცხადებენ პრეტენზიას ესპანეთი/პორტუგალია (დიდი ალბათობით, მათ უკრაინაც დაემატება) და...
რაფაელ ლეაო: ეს რომ მოვისმინე მივხვდი, რაღაცას ისე არ ვაკეთებდი
„მილანის” მარცხენა გარემარბი, პორტუგალიელი რაფაელ ლეაო ფეხბურთელის გარდა რეპერიცაა. მისი ფსევდონიმია Way 45. ის Vice-ის გადაცემა „ხმაურიანი პერსონის” გმირი გახლდათ და ბევრ საინტერესო ამბავთან ერთად ბავშვობაზეც ილაპარაკა: „მე მაქვს სვირინგი OTF რაც იშიფრება, როგორც მხოლოდ ოჯახი (Only the family). გარდა ამისა, სხეულზე საფოსტო ინდექსიც დავიწერე. ყველა ვინც ხედავდა, როგორ ვიზრდებოდი, ოჯახის წევრად მიმაჩნია და ამით...
ნეაპოლში უკმაყოფილონი დარჩნენ
„სპეცია” 10 ათასი ევროთი დააჯარიმეს. მიზეზი: „ნაპოლისთან” შეხვედრის დროს ლიგურიელმა ფანებმა ტრიბუნიდან შეძახილებით შეურაცხყოფა მიაყენეს ნეაპოლელებს და „აძურის” ლეგენდარული ფეხბურთელის, მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ვარსკვლავის არგენტინელი დიეგო მარადონას ხსოვნას. ნეაპოლური გაზეთები უკმაყოფილოდ წერენ, რომ ეს სასჯელი ვულგარული და აგრესიული მასპნძლებისთვის ძალიან ლმობიერია. სპეციის პროვინციულ სტადიონზე მომხდარმა ამბავმა ისეთი გამოხმაურება ჰპოვა, რომ მან მარადონას ოჯახამდეც...
მიროსლავ ბლაჟევიჩი გარდაიცვალა
ხორვატიის საფეხბურთო კავშირის ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, ხორვატიის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი მიროსლავ ბლაჟევიჩი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის 2011 წლიდან პროსტატის კიბოს ებრძოდა. 1994-2000 წლებში ბლაჟევიჩი ხორვატიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახლდათ. მაშინ ბალკანელები ევრო 1996-ის მეოთხედფინალში გავიდნენ და მსოფლიო 1998 წლის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში ბლაჟევიჩი ასევე ხელმძღვანელობდა ირანის, შვეიცარიის და ბოსნია-ჰერცეგოვინის...
ზურას პირველი და ბექას დუბლი
ბექა გორგაძემ „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატის სტარტი გამოტოვა. ბორჯღალოსანი მესამეხაზელი საფრანგეთში მისი კლუბის ხელმძღვანელობის თხოვნით დარჩა. „პოს“ სატურნირო მდგომარეობა ბოლო დროს საგრძნობლად გაუუარესდა და სხვადასხვა ქვეყნის ნაკრებში ლიდერების გამშვებ „რასინგ-92“-თან საშინაო მატჩში კაპიტნის მოსაკლისება ბასკთა შანსებს მნიშვნელოვნად შეამცირებდა. ამ სვლამ გაამართლა, რადგან „პომ“ ლიდერთა ჯგუფში მყოფ პარიზელებს 38:19 მოუგო, ბონუს-ქულაც მიითვალა, ხოლო ბექა გორგაძემ თავი წყვილი...
38 387
„ლოს ანჯელეს ლეიკერსისა“ და „ოკლაჰომა სიტის“ მესამე მეოთხედის დასრულებამდე 10.9 წამით ადრე ლებრონ ჯეიმსის ნასროლი ბურთი კალათში ჩაეშვა და თამაში დროებით შეწყდა. ბოლომდე გადაჭედილი 19 000-იანი Crypto.com Arena „მეფეს“ ფეხზე წამოუდგა და მეფობა მიულოცა. 38 387 ქულა – ასეთია, ჯერჯერობით, NBA-ს ახალი რეკორდი… რეკორდი, რომელიც აქამდე ქარიმ აბდულ-ჯაბარს ეკუთვნოდა, ახლა ჯეიმსისაა… ლებრონს ისტორიული ამბავი პირველად...
ნაპოლი მესამე ადგილზეა
„ოპტა” (სპორტის ანალიზის ბრიტანული კომპანია) რეგულარულად აახლებს ფეხბურთის კლუბების მსოფლიო რეიტინგს, რომლის გამოთვლისას სხვადასხვა კრიტერიუმთან ერთად, ცხადია, უპირველეს ყოვლისა მათ შედეგებს ეყრდნობა. „ნაპოლი” პირველად მოხვდა სამეულში. „აძური” განახლებულ ცხრილში მესამე ადგილზეა, რაც სერია A-სა და ჩემპიონთა ლიგაში ლუჩანო სპალეტის ბიჭების წარმატებებით არის განპირობებული. „ოპტას” რეიტინგში „აძურის” მხოლოდ „ბაიერნი” და „მანჩესტერ სიტი” უსწრებენ. „ილ მატინოს” განმარტებით,...
ნაპოლი რეალს სჯობს
„სპეციასთან” შთამბეჭდავი გამარჯვების (3:0) შემდეგ, „ნაპოლის” თავკაცმა ლუჩანო სპალეტიმ თქვა, რომ მისი გუნდი „გაორმაგდა”, რაც იმას ნიშნავდა, რომ ის სკუდეტოსკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევს, მაგრამ გარდა ამისა უკვე მეორე მკაფიო მიზანი აქვს, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაში წარმატება ჰქვია. „აძურიმ” „ლივერპულთან” და „აიაქსთან” გამარჯვებებით დაამტკიცა, რომ ამ მიზნისთვის ბრძოლა ხელეწიფება. უეფას ვიცე-პრეზიდენტმა პოლონური ფეხბურთის ლეგენდამ ზბიგნევ ბონეკმა Vikonos Web...









