პსჟ-ის პრეზიდენტმა, ნასერ ალ ხელაიფიმ, ევროპული სუპერლიგის შექმნის იდეაზე ისაუბრა. „ვფიქრობ, სუპერლიგაზე არ უნდა ვისაუბრო. ის ჩვენთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. ჩვენ უნდა გავძლიერდეთ და ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ განვავითაროთ კლუბი, გავაუმჯობესოთ შედეგები. იმუშავე საკუთარ თავზე, უკეთესობაზე, გუნდურად თამაშზე – ეს არის მთავარი. მომავალ კვირას ახალი განცხადებები გაკეთდება. ამის შესახებ სიახლეებს იხილავთ საფეხბურთო სამყაროში“, – ციტირებს...
წელი: 2023
კონტე ტოტენჰემიდან წავიდა
იტალიელი სპეციალისტი, ანტონიო კონტე, „ტოტენჰემის“ მწვრთნელი აღარ არის, ამის შესახებ ლონდონური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი წერს. „გაცნობებთ, რომ ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე ვწყვეტთ თანამშრომლობას მთავარ მწვრთნელ ანტონიო კონტესთან. ანტონიოს მუშაობის პირველ სეზონში ჩემპიონთა ლიგის საგზური მოვიპოვეთ. მადლობას ვუხდით მას გაწული სამსახურისთვის და ვუსურვებთ ყოველივე საუკეთესოს მომავალში. კრისტიან სტელინი, როგორც მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი, გუნდს სეზონის ბოლომდე უხელმძღვანელებს,...
ნაპოლი ყურის ძირში ეზიზღებათ
ორი წლის წინ, 10 მაისს, როდესაც „სალერნიტანა” სერია A-ში დაბრუნდა, ქალაქ სალერნოს ქუჩებში ანტი-ნეაპოლური დემონსტრაციები მოეწყო. ეს ერთი შეხედვით უცნაური იყო, რადგან კამპანიის პირველ და მეორე ქალაქს შორის თითქოსდა ყოველთვის კარგი ურთიერთობა იყო, მაგრამ დრომ ყველაფერი ყირაზე დააყენა: სალერნოელებს ნეაპოლელები შესძულდათ და ეს სიძულვილი თანდათანობით გაძლიერდა. ასეთი მეტამორფოზა ორივე გუნდის ერთ ლიგაში თამაშმა განაპირობა. საქმე...
ოსიმენმა ნიგერიელებს კვარაცხელიას გვარის სწორად გამოთქმა ასწავლა
დღეს უკვე მთელს მსოფლიოს აინტერესებს ინფორმაცია ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ. გამონაკლისი არც ნიგერიაა, რომლის ნაკრებშიც ქართველი გარემარბის თანაგუნდელი და საუკეთესო პარტნიორი ვიქტორ ოსიმენი თამაშობს. და რა უნდა ეკითხათ უცხოელებს ხვიჩას შესახებ უპირველეს ყოვლისა თუ არა მისი გვარის სწორი გამოთქმა. ქვემოთ, ვიდეოში, ვიქტორ ოსიმენი თანამემამულეებს უხსნის, რომ ხვიჩას გვარი სინამდვილეში არის კვარაცხელია, მაგრამ გუნდში მას კვარას ეძახიან....
ჩვენები და ლეგენდები
26 მარტს, გლაზგოში, „აიბროქსზე“ მისული ქომაგი ლამაზი სანახაობის მომსწრე გახდა – ერთმანეთს „რეინჯერსის“ და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდებმა შეხვდნენ, მატჩი კი ლეგენდების გამარჯვებით დასრულდა – 4:3. „რეინჯერსის“ შემადგენლობაში შოთა არველაძემ ითამაშა, ლეგენდბთან კი გიორგი ქინქლაძემ. „რეინჯერსის“ მწვრთნელი ალექს მაკლეიში იყო, მან შოთა არველაძე შეცვლაზე ათამაშა, ხოლო „ლეგენდების“ მწვრთნელმა რობი ფაულერმა შეცვლაზე გიორგი ქინქლაძე ათამაშა. „რეინჯერსიდან“დუბლი ჯერმენ...
ნაპოლი ხუთში პირველია
მსოფლიოში სანაკრებო დღეებია, იტალიაში კი მის პარალელურად „ნაპოლის” თემა ტრიალებს. ეს გასაგებია, „პარტენოპეელებმა” მიმდინარე სეზონში ძალიან დიდი ეფექტი მოახდინეს. ისინი სკუდეტოსთან ახლოს არიან და ჩემპიონთა ლიგაშიც მეოთხედფინალს მიაღწიეს, სადაც „მილანს” უნდა შეხვდნენ. ნეაპოლელთა ეფექტურ თამაშს რიცხვები ამყარებს. ისინი რომ ლიდერები არიან და მდევარს 19 ქულით უსწრებენ, ბევრჯერ გვიხსენებია. ძალიან ეფექტურია აგრეთვე მათ მიერ გატანილ და...
გრანდ სლემი ქართულად დაიხურა
თბილისში დასრულდა ძიუდოისტთა გრანდ სლემი, რომლის ბოლო დღე ქართული დელეგაციისთვის ყველაზე წარმატებული გამოდგა. არადა, მანამდე ჩვენს ნაკრებს სულ 2 მედალი ჰქონდა მოპოვებული: გიორგი სარდალაშვილმა (60კგ) ვერცხლის მედალი ირგუნა, ხოლო ლაშა შავდათუაშვილმა (73) – ბრინჯაო. დღეს ოთხ მედალს რომ მოვიპოვებდით, წინასწარი შეხვედრების შემდეგ ნათელი იყო: ბოლო დღეს სამ წონით კატეგორიაში ოთხი ჩვენებური ფინალში გავიდა. 90 კილოგრამამდე...
3:0 და 3:0
ევრო 2024-ის შესარჩევი საქართველოსთვის ჯერ არ დაწყებულა, მაგრამ ჩვენს ჯგუფში ორი მატჩი გაიმართა და ორივეში ფავორიტებმა იმარჯვეს და ორივეში ერთნაირი ანგარიშით. ესპანეთის ნაკრები შინ ჩვენს მომავალ მეტოქეს, ნორვეგიის ნაკრებს დაუხვდა და 3:0 მოუგო. ანგარიში მე-13 წუთზე დანი ოლმომ გახსნა. საათზე მეტი ტაბლოზე ეს ანგარიში ენთო, ვიდრე ხოსელუმ 2 წუთში დუბლი არ შეასრულა. ასეთივე ანგარიშით შოტლანდიელებმა...
ნაპოლის 75 წლის წინანდელი რეკორდის მოხსნა შეუძლია
„ნაპოლი” სკუდეტოს მოსაგებად ემზადება. იტალიური პორტალი napolipiu კი წერს, რომ ლუჩანო სპალეტის გუნდს იტალიურ ფეხბურთში 75 წლის წინ დამყარებული რეკორდის მოხსნა შეუძლია. საქმე ეხება ჩემპიონის ტიტულის ხუთზე მეტი ტურით ადრე მოპოვებას. აქამდე შეჯიბრების დამთავრებამდე ხუთი ტურით ადრე ჩემპიონები გამხდარან: დიდი „ტორინო” (1947-48), „ფიორენტინა” (1955-56), „ინტერი” (2006-07) და „იუვენტისი” (2018-19). „ნაპოლის” სადღეისოდ მეორე ადგილზე მყოფ „ლაციოზე”...
როგორ წააგო ბათუმში მომავალმა ნორვეგიამ?
ნორვეგიამ ბათუმში ჩამოსვლის წინ მალაგაში ესპანეთთან 0:3 წააგო. კარგია ეს თუ ცუდი? ამ კითხვაზე ალბათ სხვადასხვანაირი პასუხი არსებობს და სიმართლის მარცვალი ყველა მათგანშია. ერთი მხრივ, გუნდმა რომელსაც კონკურენტს ვუწოდებთ წააგო და თან სამი გოლი გაუშვა, მეორე მხრივ კი ის საქართველოს ნაკრებს გაათმაგებული ძალით შეებრძოლება, რადგან ზედიზედ ორი წაგება „ვიკინგებისთვის” ნოკდაუნის ტოლფასი იქნება. ესპანეთმა კი ევროპის...









