გოგა ბითაძემ მიმდინარე სეზონში მესამე ორმაგი დუბლი შეასრულა.
ქართველი ცენტრის გუნდმა ნბა-ს რეგულარული ჩემპიონატის მორიგი მატჩი ბოსტონში, კონფერენციის ლიდერთან გამართა და 111:128 დამარცხდა.
ბითაძემ სასტარტო ხუთეულში ითამაშა და 15 ქულა მიითვალა, რასაც 11 მოხსნა და ერთი პასიც მიაყოლა. გოგამ მოედანზე 26 წუთი გაატარა, რა დროშიც რვიდან შვიდი ორქულიანი ჩააგდო, ხოლო ორი საჯარიმოდან ერთი. გოგამ მატჩში ყველაზე მეტი 11 მოხსნა (5 მეტოქის ფარზე) მიითვალა. ჩვენებურის პასივში ოთხი დაკარგვაა.
ფლორიდელებმა ბოლო დროს წაგებებს მოუხშირეს და, სადღეისოდ, 16 მოგებითა და 8 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეოთხე ადგილზე ჩაინაცვლეს. „ორლანდო“ მორიგ მატჩს 18 დეკემბერს, ისევ ბოსტონში გამართავს.
სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიო სფურსმა“ 18-მატჩიანი მოუგებელი სერია „ლოს ანჯელეს ლეიკერსთან“ შეწყვიტა – ტეხასელებმა შინ 125:115 გაიმარჯვეს. მამუმ 2 წუთი ითამაშა და ერთი სამქულიანი ჩააგდო. სხვა ქმედება ჩვენებურს არ ჰქონია. „სან ანტონიო“ 4 მოგებითა და 20 მარცხით დასავლეთ კონფერენციის ბოლოშია, მომდევნო მატჩი კი, „ნიუ ორლეანთან“ აქვს.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური21/09/2026 | 23:04ქალების მედლის შანსი
აქეთურ-იქითური20/09/2026 | 19:07საინტერესო ქართული ამბავი სამარყანდში
აქეთურ-იქითური19/09/2026 | 14:04ოლიმპიადაზე ერთნაირად
აქეთურ-იქითური18/09/2026 | 15:10მიზანი: ჯგუფის მოგება და A ლიგა
