დონეცკის „შახტარის“ ქართველი მცველი, ირაკლი აზაროვი 2023/24 წლების ჩემპიონთა ლიგის H ჯგუფის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა – რჩეულები ანალიზისა და სტატისტიკის ვებგვერდმა Whoscored-მა დაასახელა.
უკრაინულმა კლუბმა ჯგუფურ ეტაპზე გამოსვლა მესამე ადგილით დაასრულა და გაზაფხულზე ევროპის ლიგაზე ითამაშებს. აზაროვმა ამ მატჩებში საშუალოდ 7,0 ქულა მიიღო, რაც მის პოზიციაზე ყველაზე მაღალი შეფასება აღმოჩნდა.
რჩეულთა შორის დონეცკის „შახტარის“ მხოლოდ ორი წევრი მოხვდა – აზაროვის გარდა, სუმბოლურში მეკარე დმიტრო რიჟიკი შეიყვანეს.
20 წლის აზაროვმა ჩემპიონთა ლიგაზე პირველი სეზონი ითამაშა, ჯგუფურ ეტაპზე ოთხი მატჩი ჩაატარა და საგოლე გადაცემა შეასრულა „ბარსელონასთან“ სტუმრად (1:2) წაგებულ შეხვედრაში.

ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური02/09/2026 | 22:12სად არის ხვიჩა?
აქეთურ-იქითური28/08/2026 | 22:34ოქროს ეთო
აქეთურ-იქითური27/08/2026 | 22:31მაქსიმუმი
აქეთურ-იქითური20/08/2026 | 16:48დახურული მოგება
