გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ კლივლენდთან 104:94 მოიგო და ამაში ჩვენებურის წვლილიც დიდია – 15 ქულა, 7 მოხსნა, 4 დაფარება და 2 პასი. ბითაძემ მოედანზე 29 წუთი დაჰყო. რვა ორქულიანიდან ექვსი ჩააგდო, ხოლო ოთხი საჯარიმოდან სამი გამოიყენა. აღსანიშნავია, რომ 15 ქულა ბითაძისთვის ამ სეზონში რეკორდის გამეორებაა. ჩვენებური განსაკუთრებით კარგად ირჯებოდა დაცვაში და ამაზე ოთხი დაფარებაც მეტყველებს.
16 მოგებითა და 7 მარცხით „ორლანდო“ აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-2 ადგილს „მილუოკისთან“ იყოფს. პირველზე „ბოსტონია“, რომელთანაც „ორლანდო“ მორიგ მატჩს გამართავს, სტუმრად, 15 დეკემბერს.
ისევ წააგო „სან ანტონიომ“. გრეგ პოპოვიჩის გაწვრთნილმა გუნდმა ზედიზედ მე-16 მარცხი განიცადა – ამჯერად, „ჰიუსტონთან“ (82:93). განვითარების ლიგიდან გუნდში მობრუნებულ სანდრო მამუკელაშვილს კი, ისევ მცირე დრო მიეცა. ჩვენებურმა 3.47 წუთში მხოლოდ ერთი მოხსნისა და ერთი პერსონალური ფოლის აღება მოასწრო. „სან ანტონიო“ დასავლეთ კონფერენციის ბოლო ადგილოსანია და მომდევნო მატჩს 14 დეკემბერს შინ, „ლოს ანჯელეს ლეიკერსთან“ ითამაშებს.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები23/07/2026 | 15:06რევანშისთვის
მთავარი ამბავი17/07/2026 | 22:07ეგ ბეჭედი ვისია?..
სიახლეები10/07/2026 | 21:56სინერს ზვერევი დახვდა
სიახლეები08/07/2026 | 02:10ნოლე სინერზე გავიდა
