„ბენფიკას“ და არგენტინის ნაკრების ნახევარმცველი ანხელ დი მარია გერმანიის ნაკრების ყოფილი კაპიტნის, ლოთარ მათეუსის განცხადებას გამოეხმაურა, ვინაც განაცხადა, რომ ლიონელ მესი „ოქროს ბურთს“ არ იმსახურებდა.
მანამდე მათეუსმა 2023 წლის „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონიას ფარსი უწოდა. მისი თქმით, „მანჩესტერ სიტის“ ფორვარდმა ერლინგ ჰოლანდმა ჯილდო მესიზე მეტად დაიმსახურა.
„წადი სხვაგან იტირე”, – უპასუხა დი მარიამ გერმანელს სოციალურ ქსელში.
მესიმ „ოქროს ბურთი“ მერვედ მოიგო. კენჭისყრაში 36 წლის არგენტინელმა ერლინგ ჰოლანდს და კილიან მბაპეს აჯობა, რომლებმაც, შესაბამისად, მეორე და მესამე ადგილები დაიკავეს.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები20/09/2026 | 23:04მიქაუტაძემ ესპანეთში გაიტანა [VIDEO]
აქეთურ-იქითური19/09/2026 | 14:19ბათუმი ევროპის თასზე გადაინაცვლებს
სიახლეები13/09/2026 | 23:45მამაგეიშვილმა ჩემპიონს გაუტანა [VIDEO]
აქეთურ-იქითური13/09/2026 | 20:16დიდი კუში
