ევრო 2024-ის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა კვიპროსი დაიბრიყვა და შინ 4:0 მოუგო. არადა, პირველი ტაიმი ისეთი იყო, ჩვენები იმდენად უსუსურად გამოიყურებოდნენ, ამხელა სხვაობას ვერავინ იფიქრებდა.
შესვენების შემდეგ ოთარ კიტეიშვილი სწრაფი გოლი გაიტანა და საქართველოს ნაკრებს თითქოს სუნთქვა გაეხსნა. ჩვენები უფრო მარტივად ათამაშდნენ და მომენტების გამოყენებაც არ დაიზარეს… თუმც ეს ყველაფერი იქნებ კვიპროსელთა უნიათობის ფონზეც ჩანდა ასე… კიტეიშვილის გარდა, ხვიჩა კვარაცხელიამ გიორგი ჩაკვეტაძის კარგი პასის შემდეგ გაიტანა, შემდეგ ხვიჩამ ლევან შენგელიას გაატანინა, ბოლო კი გიორგი მიქაუტაძემ პენალტი შეაგდო. მთლიანობაში მეტოქეს ვაჯობეთ… მაგრამ იმის წარმოდგენაც არ გვინდა, კვიპროსზე ოდნევ მაღალი კლასის გუნდთან რა ამბავი დატრიალდებოდა… რაც იყო, იყო, თემურ ქეცბაიას გუნდს ჩვენებმა დიდი ანგარიშით მოუგეს და შედეგი, ცხადია, მშვენიერია. აი, დანარჩენის რაღა გითხრათ…
ამ დროისთვის ჯგუფში ასეთი მდგომარეობაა: შოტლანდია 15 ქულა; ესპანეთი – 12; ნორვეგია – 10; საქართველო – 7; კვიპროსი – 0. მომდევნო მატჩი საქართველოს ნაკრებს 16 ნოემბერს, შინ, შოტლანდიის ნაკრებთან ელის.

ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები25/07/2026 | 22:20მსოფლიო ბოლოზე
სიახლეები24/07/2026 | 15:45საქართველო მეშვიდესთვის
აქეთურ-იქითური22/07/2026 | 19:34პომიდორი წონის შესაბამისად
აქეთურ-იქითური18/07/2026 | 18:58ფეხბურთი ვიცი, ცხოვრებას ვსწავლობ
