ეს იმ შემთხვევათაგანია, როცა დამარცხებულების გასაკრიტიკებლად ენა ვერავის მოუბრუნდება. აბა, როგორ შეიძლება აუგის თქმა გუნდზე, რომელმაც ობიექტურად რამდენადმე ძლიერ მეტოქეს თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში ამარცხებს, თამაშის დასაწყისშივე ორ მორაგბეს ტრავმის გამო კარგავს, მერე მათ სხვებიც ემატებიან, და გუნდი მაინც იბრძვის, ომობს, ბიჭები თავგანწირვით იცავენ თავს და შეტევებშიც მრისხანედ გამოიყურებიან, მაგრამ თამაშის ბოლო მეოთხედს დათმობენ და…
იტალიურ პრესას უძლიერდება რწმენა, რომ „ნაპოლი” ფრანგი მწვრთნელის რუდი გარსიას გარშემო ერთიანდება. იტალიელები წერენ, ფეხბურთელებს მისი „ჩაძირვა” რომ სდომებოდათ, „უდინეზესთან” თამაშზე უკეთესს ვერ ინატრებდნენო. გუნდმა კი პირიქით, ძალა მოიკრიბა და საუცხოოდ ითამაშა. ნეაპოლური გაზეთი „ილ მატინო” ამბობს: „ნეაპოლელები „უდინეზესთან” შეხვედრაში ბურთს სრულად აკონტროლებდნენ. ანგისა რეგულარულად ჩადიოდა ცენტრალური მცველების ხაზამდე. ის ამას ლობოტკაზე სტაბილურად აკეთებდა. თვალშისაცემი…
არგენტინაში, „ბოკა ხუნიორსისა” და „რივერ პლეიტის” დაპირისპირება უბრალოდ თამაში არასდროს ყოფილა. ბუენოს აირესის ამ ორი გუნდის ქიშპობა 1913 წლიდან იღებს სათავეს. მას სუპერკლასიკო ჰქვია. დაპირისპირებას სოციალური საფუძველი აქვს. „ბოკა” იმთავითვე მუშათა კლასის საყვარელი გუნდი გახდა, ხოლო „რივერს” ყოველთვის უფრო მაღალი საზოგადოება უჭერდა მხარს. განა მარტო ბუენოს აირესის მოსახლეობას, „სუპერკლასიკო” მთელს არგენტინას ყოფს ორ ნაწილად. გამოკითხვებმა…
შაბათს, 19:45 საათზე ბორჯღალოსნები გადამწყვეტ ბრძოლაში ჩაებმებიან. „სტად დე ბორდოზე“ საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქე ფიჯი იქნება, რომელმაც პირველ ტურში უელსთან დასანანი მარცხის შემდეგ ავსტრალიის ნაკრები დაამარცხა. მსოფლიო თასზე იოლი მეტოქე რომ არ არსებობს, ეს გასულ შაბათსაც დადასტურდა, როცა ლევან მაისაშვილის რაზმმა პორტუგალიელებთან შეხვედრაში სენსაციური შედეგი დააფიქსირა. 18:18 და წაგებასთან მილიმეტრებში გავლა, რასაკვირველია, უარყოფითი შედეგია და…
„ნაპოლი” გამარჯვების გზას დაუბრუნდა. იტალიის ჩემპიონმა „უდინეზეს” ლამაზად და დამაჯერებლად მოუგო 4:1. სტუმრები იმ ხორცის საკეპ მანქანაში აღმოჩნდნენ, რომელმაც გასულ სეზონში „პარტენოპეელებს” სკუდეტო მოუტანა. კვლავ გამოიჩინა თავი ვიქტორ ოსიმენმა, ხვიჩა კვარაცხელიამ დიდი ხნის მონატრებული გოლი გაიტანა, პიოტრ ჟელინსკიმ პენალტი შეაგდო, ხოლო ჯოვანი სიმეონემ შარშანდელი ტრადიცია გააგრძელა და თავისი სიტყვა შეცვლაზე შესულმა თქვა. როგორც საიტი areanapoli…
ხვიჩა კვარაცხელიამ „უდინეზესთან” შეხვედრაში დიდი ხნის ნანატრი გოლი გაიტანა. მეტიც, მან ამ მატჩში ჯოვანი სიმეონეს საგოლე პასიც მიაწოდა. Opta Italia-მ არ დაიზარა და ჯერ ქართველი გარემარბის ის შეხვედრები მოიძია, რომლებშიც მან გოლიც შეაგდო და საგოლე გადაცემაც შეასრულა. აღმოჩნდა, რომ „ნაპოლიში” გადასვლის შემდეგ ხვიჩას 6 ასეთი მატჩი ჰქონია: „ვერონასთან”, „სასუოლოსთან”, „იუვენტუსთან”, „სპეციასთან”, „ტორინოსთან” და ახალ სეზონში…
სერია A-ს პირველ ექვს ტურში „ნაპოლის” შვიდმა ფეხბურთელმა გაიტანა გოლი. ეს ისეთივე „კარუსელია”, როგორიც „აძურიმ” გასულ სეზონში მოაწყო და წარმატებასაც მიაღწია. „უდინეზესთან” ბოლო ტურის შეხვედრაში გუნდს კიდევ ორი მეგოლე დაემატა — ხვიჩა კვარაცხელია და ჯოვანი სიმეონე. მანამდე თავი გამოიჩინეს, ვიქტორ ოსიმენმა, პიოტრ ჟელინსკიმ, მატეო პოლიტანომ, ჯაკომო რასპადორიმ და კაპიტანმა ჯოვანი დი ლორენცომ. იტალიაში ასეთივე შედეგი…
იტალიური „ინტერის“ გენერალურმა დირექტორმა, ბეპე მაროტამ, ინტერვიუში განაცხადა, რომ კლუბი არ გეგმავს თავისუფალი აგენტების გაფორმებას ტრავმირებული თავდამსხმელის მარკო არნაუტოვიჩის ნაცვლად. შეეცდება გაახანგრძლივოს კონტრაქტი მცველ ფედერიკო დიმარკოსთან და გუნდის ხელმძღვანელობა იმედგაცრუებულია თავდამსხმელ რომელუ ლუკაკუთი. „არნაუტოვიჩის შესაცვლელად თავისუფალ აგენტს არ დავიმატებთ. მალე შევხვდებით დიმარკოს კონტრაქტის გასაახლებლად. ჩვენ იმედგაცრუებულები ვართ ლუკაკუთი, მაგრამ წინ მივდივართ.“ მანამდე გუნდის მწვრთნელმა, სიმონე…
„ბარსელონა“, შესაძლოა, ლა ლიგადან და ევროპული შეჯიბრებიდან მოკვეთონ „ბარსელონას“ ესპანეთის სამეფო ფეხბურთის ფედერაციის მსაჯთა ტექნიკური კომიტეტის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ხოსე ნეგრეირას მოსყიდვაში წაუყენეს ბრალი. „ბარსელონას“ საგამოძიებო სასამართლოს ხელმძღვანელმა, ხოაკინ აგირემ, რომელიც ამ საქმეს ხელმძღვანელობს, კლუბის მხრიდან ნეგრეირისთვის 7,5 მილიონი ევროს გადახდა დანაშაულად მიიჩნია. თავად ნეგრეირას, მის შვილს, ასევე „ბარსელონას“ ყოფილ პრეზიდენტებს ხოსეპ ბარტომეუს და სანდრო როსელს…
ვინაიდან იტალიური ფეხბურთი შედეგზეა დაფუძნებული, ბოლონიაში ვიქტორ ოსიმენის მიერ თამაშის დამთავრებამდე თხუთმეტიოდე წუთით ადრე პენალტის ვერ-გატანა დიდ შეცდომად ჩათვალეს. არადა, ყველას ვისაც აღმოაჩნდა კეთილი ნება წაეკითხა ჩემი წერილი კარგად მოეხსენება, რომ მე „ნაპოლის” თამაში პოზიტიურად აღვიქვი და მიუხედავად იმისა, რომ განსაკუთრებულ პატივს არ ვცემ, შედეგზე მთელი პასუხისმგებლობის რუდი გარსიასთვის დაკისრებას მოვერიდე. წუხელ, დამტკიცდა, რომ რასაც…
„უდინეზესთან” 4:1 გამარჯვების შემდეგ „ნაპოლის” ქართველი მარცხენა გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია ენთუზიაზმით აღსავსე ჩანდა. მან ექვსთვიანი უიღბლობის შემდეგ გოლი გაიტანა. გარდა ამისა ამ შეხვედრაში ხვიჩამ მოიპოვა პენალტი და ჯოვანი სიმეონეს საგოლე პასი ჩააწოდა. მატჩის შემდეგ კვარაცხელიამ თქვა: „გოლი ვერ გამქონდა, მაგრამ ფეხბურთში ბევრი რამ ხდება. როდესაც ექვსი თვის განმავლობაში გოლი ვერ გაგაქვს, გასაკვირი არ არის თუ…
გამოცემა FourFourTwo-მ სსრკ-ის ნაკრებისა და კიევის „დინამოს“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ვალერი ლობანოვსკი, ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მწვრთნელთა ათეულში შეიყვანა. პირველი ადგილი სერ ალექს ფერგიუსონმა დაიკავა, რომელიც „მანჩესტერ იუნაიტედს“ მრავალი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. მეორე ადგილზეა რინუს მიხელსია, რომელიც „აიაქსში“, „ბარსელონასა“ და ნიდერლანდების ნაკრებში მუშაობდა. სამეულს იოჰან კრუიფი ავსებს. საუკეთესო მწვრთნელების ტოპ 10 ალექს ფერგიუსონი (მანჩესტერ იუნაიტედი). რინუს…
მიუნხენის „ბაიერნის“ ყოფილი თავმჯდომარე, ოლივერ კანი, მიიჩნევს, რომ მისი წასვლა გერმანული კლუბიდან წინა პროფესიულ კარიერას უკავშირდება. „როცა ხალხის გონებაში მეკარედ დამკვიდრდები, ძნელია რაიმე განსხვავებული გააკეთო, ვიდრე მაშინ. ისინი ვერ აცნობიერებენ, რომ შენ განვითარდი, მათ კი ისევ მეკარე კანი სჭირდებათ“, – თქვა კანმა. ოლივერმა ფეხბურთელობისას „ბაიერნში“ 14 წელი გაატარა. 632 მატჩი ჩაატარა, 592 გოლი გაუშვა და…
როგორც ჩანს „ნაპოლის” უკვე აქვს „ბ” გეგმა იმ შემთხვევისთვის, თუ რუდი გარსია საბოლოოდ ჩაფლავდება. როგორც RMC Sport (რადიო მონტე კარლო) წერს, „პარტენოპეელები” იკვლევენ, რამდენად შეძლებს „პარი სენ ჟერმენის” ყოფილი თავკაცი კრისტოფ გალტიე თანამემამულის საქმის გამოსწორებას. გალტიემ პარიზული გუნდი ივნისში დატოვა. ამბობენ, რომ მისი სამსახურში აყვანა „მარსელსაც” უნდა, თუმცა საპორტო ქალაქის კლუბი ბოლოს თითქოს ჯენარო გატუზოზე…
მას მერე, რაც „ნაპოლის” ტიკ-ტოკზე ვიქტორ ოსიმენს დამცინავი ვიდეო დაუდეს, მისმა აგენტმა რობერტო კალენდამ გაავრცელა მკაცრი განცხადება, სადაც თქვა, რომ ყველა ღონეს იხმარს, თუ საჭირო იქნება იჩივლებს კიდეც, რათა თავისი კლიენტი სიყალბისგან და აგრესიისგან დაიცვას. გავრცელდა თუ არა აგენტის განცხადება, ოსიმენმა თავის ინტერნეტ გვერდებიდან გააქრო ფოტოები, სადაც ის „ნაპოლის” ფორმაშია ჩაცმული. ნიგერიელმა ის ფოტოებიც კი…
ვიქტორ ოსიმენი „ნაპოლის” წინააღმდეგ სასამართლოში ჩივილის უფლებას იტოვებსო, განაცხადა ნიგერიელი თავდამსხმელის აგენტმა რობერტო კალენდამ, როდესაც კლუბის ტიკ-ტოკის ოფიციალურ(!) გვერდზე მისი კლიენტის დამცინავი ვიდეო ნახა. ამ ვიდეოს ქვემოთ გთავაზობთ. როდესაც ბოლონიაში სატელევიზიო კამერებმა მწვრთნელ რუდი გარსიასთან მისი შელაპარაკება გადაიღო, ოსიმენი ისედაც რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ფეხბურთელმა მანამდე პენალტი ვერ გაიტანა, შეხვედრის მიწურულს კი, როდესაც გარსიამ ის ჯოვანი…
თბილისის „დინამომ“ წყალბურთელთა ჩემპიონთა ლიგა წინა სეზონის გამარჯვებულ „პრო რეკოსთან“ მატჩითა და მარცხით დაიწყო. დეაინ სტანოიევიჩის გაწვრთნილი გუნდი 6:15 დამარცხდა. მატჩის ბედი პირველ ტაიმში გადაწყდა, რომელიც დინამო 4:10 წააგო. შესვენების შემდეგაც „პრო რეკო“ ფლობდა უპირატესობას, მაგრამ იმდენად თვალსაჩინო აღარ იყო. შემდეგი მატჩი „დინამოს“ უკვე შინ აქვს – 6 ოქტომბერს, ბერძნულ „ოლიმპიაკოსთან“, რომელიც პირველ ტურში ხორვატულ…
ტურინის „იუვენტუსი“ ეჭვმიტანილია ფინანსურ თაღლითობაში ფეხბურთელების აგენტების მონაწილეობით. იტალიის აგენტების კომისიის სამდივნომ, „ბებერი ქალბატონის“ მიმართ გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც აღმოაჩინა მთელი რიგი ანგარიშ-ფაქტურები ტრანზაქციებზე, საიდანაც ირკვევა, რომ ზოგიერთ ისეთ აგენტს გადაუხადეს საკომისიო, ვინც ფეხბურთელების ტრანსფერებში არ ერეოდა. პროკურატურის ინფორმაციით, აგენტები ამ სქემაში საიდუმლო შუამავლების სახით მონაწილეობდნენ. დღეს, 26 სექტემბერს, იწურება აგენტებისთვის უდანაშაულობის დამადასტურებელი ინფორმაციის…
„დალარაზე” ნაჩვენები ერთი შეხედვით უკეთესი თამაში საკმარისი არ გამოდგა. „ნაპოლი” ბოლონიიდან ბურუსში გახვეული დაბრუნდა. ფრემ ცხრილში მდგომარეობა გაართულა. ხუთი ტურის შემდეგ „აძური” 8 ქულით მე-7 ადგილზეა. დაამატეთ ამას სულ უფრო და უფრო თვალსაჩინო დაძაბულობა კვარაცხელიასა და ოსიმენთან, რომელმაც მას მერე, რაც სამი ქულის ტოლფასი პენალტი ვერ გაიტანა, შეცვლის გამო თავისი აღშფოთება გამოხატა. გუნდი მძვინვარე კრიტიკის…
იტალია წინააღმდეგობებით აღსავსე ქვეყანაა. ასეა ყველაფერში, მათ შორის ფეხბურთსა და სპორტულ ჟურნალისტიკაში, სადაც 1896 წლიდან გამომავალი „გაძეტა დელო სპორტი” მართალია მთელს ქვეყანაში უზომო პოპულარობით სარგებლობს, მაგრამ მილანური კლუბების ინტერესებს გამოხატავს, „კორიერე დელო სპორტი” რომაულ კლუბებს მფარველობს, ხოლო „ტუტოსპორტი” ტურინულია. ამიტომაც არის, რომ ნეაპოლურ მედიაში „ცენტრალურ” გაზეთებსა და გამოცემებს ხშირად აკრიტიკებენ. მაგალითად, „გაძეტა დელო სპორტის” კრიტიკით…
გიორგი მამარდაშვილი ესპანეთის ლა ლიგის VI ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა – საქართველოს ნაკრების და „ვალენსიის“ მეკარე რჩეულ თერთმეტეულში ანალიტიკურმა ვებგვერდმა whoscored-მა შეიყვანა. „ვალენსიამ“ ლა ლიგის მეექვსე ტურში სტუმრად „ალმერიასთან“ 2:2 ითამაშა, ქართველი მეკარე თავის გუნდში საუკეთესო იყო – გიორგის ამ თამაშში 8 „სეივი“ ჰქონდა, მან რამდენიმე ურთულესი ბურთი მოიგერია და ვალენსიელთა მიერ მოპოვებულ ქულაში უდიდესი…
ეროვნული ლიგის 26-ე ტურის მთავარი მატჩი ბათუმში გაიმართა, სადაც „ბათუმმა“ და „დინამომ“ ფრედ – 2:2 ითამაშეს. მათ შორის სხვაობა ისევ 7 ქულაა. ჯერ მასპინძლები იგებდნენ, შემდეგ სტუმრები, თუმცა ბოლოს ყველაფერი ყაიმით დასრულდა. შეხვედრის გამორჩეული მოთამაშე კი დინამოელთა მეკარე გიორგი ლორია გამოდგა, რომელმაც 65-ე წუთზე პაატა ღუდუშაურის წაქცევისთვის დანიშნული პენალტი ჯერ მამუჩაშვილს აუღო, შემდეგ კი ჯოვინოს…
სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში დასრულებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს დელეგაციამ ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ოქროს მედალი კი მოიპოვა, მაგრამ მთლიანობაში დიდ შედეგად ვერ ჩავუთვლით. ლერი აბულაძე მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, მაგრამ ეს არასალიცენზიო წონაში მოხდა. 63 კგ წონით კატეგორიის ფინალში აბულაძე აზერბაიჯანელ მურად მამადოვს (2:2) ბოლო ქულის უპირატესობით აჯობა. ოქროს მედლამდე აბულაძემ თურქი ენეს ბასარი (4:3), უკრაინელი ოლეკსანდრ ჰრუშინი (1:1)…
ბაქოს გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღეს ქართული ოქროც გამოჩნდა – ილია სულამანიძემ (100 კგ) ფინალში რუს მატვეი კანიკოვსკი დაამარცხა და კვარცხლბეკის მთავარ საფეხურზე შედგა. ფინალამდე სულამანიძემ რუსი ნიაზ ბილალოვი, ბრიტანელი რის ტომპსონი, ხორვატი ზლატკო კუმრიჩი და ფრანგი ორელინ დისე დაამარცხა. ფინალი კი, შეხვედრის დასრულებამდე 8 წამით ადრე მოიგო. გურამ თუშიშვილი (+100) ვერცხლს დასჯერდა. ჩვენებურმა ტაჯიკი…
ბილბაოს „ატლეტიკმა” სეზონის ძალიან კარგად დაიწყო. ერნესტო ვალვერდეს გუნდმა ბოლო ხუთი თამაშიდან ოთხი მოიგო და ლა ლიგის ცხრილში მეოთზე ადგილზეა. ბასკთა გუნდი იმედოვნებს, რომ სეზონის ბოლოს კვლავ ოთხეულში იქნება ანუ ჩემპიონთა ლიგაში თამაშის უფლებას მოიპოვებს. გასულ სეზონში ბილბაოელებმა მე-8 ადგილი დაიკავეს და კონფერენციის ლიგაზე გამსვლელ „ოსასუნას” ერთი პოზიციით ჩამორჩნენ. მიზნების განსახორციელებლად „ატლეტიკი” იანვრის სატრანსფერო ბაზარზე…
რუდი გარსიას „ნაპოლი” რთული საკითხების წინაშე დგას. ბოლონიაში ნათამაშევმა 0:0-მა მდგომარეობა კიდევ უფრო გაამწვავა. მწვრთნელს უკვე ჰქონდა გაუგებრობები წამყვან ფეხბურთელებთან, ხვიჩა კვარაცხელიასთან და ვიქტორ ოსიმენთან. და ყველაფერს ემატება ერთი უცნაური რამ: სად არის იესპერ ლინდსტრომი, რომელშიც „აძურიმ” 25 მილიონი ევრო გადაიხადა? ახალ სეზონში დანიელმა მხოლოდ 15 წუთი ითამაშა, შინ, „ლაციოსთან”. მას მერე ის გულშემატკივრის თვალთახედვიდან…
„ნაპოლის” ცუდი დროება უდგას. „ბოლონიასთან” შეხვედრაში ვიქტორ ოსიმენმა პენალტი ააცილა, არადა რომ გაეტანა, „აძური” ნავსს გაწყვეტდა, სამ ქულასაც მოიპოვებდა. შეხვედრის დამთავრებამდე ხუთი წუთით ადრე რუდი გარსიამ ნიგერიელი ჯოვანი სიმეონეთი შეცვალა. თავდამსხმელი მწვრთნელის ამ გადაწყვეტილებამ გააბრაზა, რაც მოედნიდან გასვლისას არ დაუმალავს. ის გარსიას რიცხვ ორიანს ანიშნებდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ მისი აზრით „ნაპოლი” ორი თავდამსხმელით თამაშზე…
„ნაპოლის” თამაშის შემდეგ ქართული მედია მეტწილად ინტერესდება იმით, თუ როგორ შეაფასეს იტალიურმა პორტალებმა ხვიჩა კვარაცხელია. ამჯერად, თქვენი ნებართვით, „აძურის” ყველა ფეხბურთელის ქულებსა და სიტყვიერ შეფასებებს შემოგთავაზებთ. გასაგებია, რომ ეს პირობითია მაგრამ ინტერესმოკლებული არ უნდა იყოს. თუნდაც იმას დავინახავთ, ემთხვევა თუ არა იტალიელი ჟურნალისტების შეხედულებები ჩვენსას. ბოლონიაში ნათამაშევი 0:0-ის შემდეგ გაგაცნობთ calciomercato-ს მოსაზრებებს. ეს გახლავთ საიტი,…
ადრე თუ გვიან „ნაპოლის” შემადგენლობაში ნატანის დებიუტი უნდა შემდგარიყო და როგორც იტალიური პრესა წერს, ეს დღეს ბოლონიაში მოხდება. ითამაშებდა თუ არა ახალგაზრდა ბრაზილიელი ამ შეხვედრაში ჟუან ჟესუსს კუნთი რომ არ გაეჭიმა, ძნელი სათქმელია. ალბათ, არა. მაგრამ ჟესუსი ისე დაშავდა, რომ განაცხადშიც კი არ შეიყვანეს და რუდი გარსია ფაქტობრივად ცენტრალური მცველების გარეშე დარჩა. ამოცანა კი რთულია….
„ვალენსიამ” „ალმერიასთან” სტუმრად 2:2 ითამაშა. სტუმართა გუნდი ორჯერ დაწინაურდა, მაგრამ ამ შეხვედრამ კიდევ ერთხელ ცხადჰყო, რომ „ღამურებს” ჩინებული მეკარე — გიორგი მამარდაშვილი — და სუსტი დაცვა ჰყავთ. აღწერა საჭირო არ არის, ქვემოთ მოყვანილ ვიდეოზე ყველაფერი კარგად ჩანს — გუნდს გოლის გაშვებისგან მარტო მეკარე ვერ გადაარჩენდა. იმ ორ ეპიზოდში, როდესაც „ალმერიამ” მიზანს მიაღწია, გიორგის მოგერიებულ ბურთთან…
სხვა სიტყვას ვერც მიუსადაგებ იმ 40 წუთს, რომელიც საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა პორტუგალიის წინააღმდეგ მატჩში გაატარა. ასეთი უსუსური ჩვენი ეროვნული გუნდი ბოლოს როდის გვინახავს, გახსენებაც ჭირს. ოდესღაც ბორჯღალოსნები ასე უკბილოდ ახალ ზელანდიასთან, ინგლისთან თუ სამხრეთ აფრიკასთან თამაშობდა, მაგრამ მას მერე ბევრ წყალს ჩაუვლია, მოთამაშეთა ბევრი თაობა გაიზარდა და დღევანდელი საქართველოს ნაკრები იმდენ ავტორიტეტს კი ატარებს, რომ…
დღეს გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია” სტუმრად თამაშობს „ალმერიასთან”. შეხვედრა საქართველოს დროით 23 საათზე დაიწყება. მასპინძლები, რომელთაც სათავეში ვინსენტ მორენო უდგათ, ხუთივე შეხვედრაში ვაჟკაცურად იბრძოდნენ, მაგრამ მხოლოდ 1 ქულა აქვთ და ლა ლიგის ცხრილში ბოლო ადგილზე არიან. ანდალუსიელებმა ორი ისეთი თამაში წააგეს, რომელთაც თავიდან იგებდნენ — „რეალთან” და „ვილიარეალთან”. ვინსენტ მორენო იმიტომ ვახსენეთ, რომ „ვალენსიას” სინგაპურელი პატრონები…
ბრაგაში, თავსხმაში, ჩემპიონთა ლიგის შეხვედრის 66-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელია და იმ ფანტასტიკური სამყაროს კიდევ ერთი ნაწილი, რომელიც კვარავაჯოს ნიჭითა და კვარადონას აღმაფრენით შეიძლებოდა დახატულიყო ელმასმა შეცვალა. დღეს, „ლივერპულთან” ფენომენალური ჩემპიონთალიგური დებიუტიდან ერთი წლის შემდეგ ჩვენ კიდევ ერთ ევროპულ დებიუტზე ვლაპარაკობთ: ამჯერად ნაცრისფერზე, მუქზე, გაელვებებს მოკლებულზე. თუ ავდარში ცაში გაელვებებს არ ჩავთვლით. ხვიჩა კარგა ხანია აღარ…
ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონი ისტორიული გამოდგა მიუნხენის „ბაიერნის“ ვეტერანი ფეხბურთელისთვის, თომას მიულერისთვის. „მანჩესტერ იუნაიტედთან“ შეხვედრა მისთვის ევროპის ყველზე პრესტიჟულ ტურნირზე საიუბილეო, მე-100 მოგება იყო. ამ მაჩვენებლით გერმანელი მხოლოდ ორ მოთამაშეს ჩამორჩება – კრიშტიანო რონალდოს (183 მატჩი და 115 მოგება) და იკერ კასილიასს (177 შეხვედრა 101 მოგება). ასე რომ მიულერს ორი მოგება სჭირდება და ლეგენდარულ ესპანელს…
გერმანიის ნაკრების მწვრთნელის ვაკანტური თანამდებობა მიუნხენის „ბაიერნის“ ყოფილმა მწვრთნელმა, 36 წლის იულიან ნაგელსმანმა დაიკავა. გერმანიის საფეხბურთო კავშირმა ახალი მწვრთნელთან კონტრაქტი 2024 წლის 31 ივლისამდე გააფორმა და იგი ოფიციალურდ წარადგინა. ნაგელსმანი გერმანიის ნაკრებს ევროპის მომავალ ჩემპიონატზე უხელმძღვანელებს, რომელიც გერმანიის 10 ქალაქში მომავალი წლის 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით გაიმართება. ნაგელსმანთან ერთად, დაამტკიცეს მისი ასისტენტებიც – ახალ…
23 სექტემბერს, თბილისის დროით 16 საათზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრები პორტუგალიას შეერკინება. ეს შეხვედრა საფრანგეთის ქალაქ ტულუზის იგივე სახელის სტადიონზე – „სტად დე ტულუზზე“ გაიმართება. ეს იქნება ბორჯღალოსნების მეორე მატჩი საფრანგეთში მიმდინარე მსოფლიო თასზე. მოგეხსენებათ, პირველ ტურში ქართველები ავსტრალიასთან 15:35 დამარცხდნენ, ხოლო პორტუგალიის ნაკრები უქმობდა. მეორე ტურში კი მომავალმა მეტოქეებმა როლები გაცვალეს და უქმობამ უკვე ბორჯღალოსნებს…
„ლა რეპუბლიკასთვის” მიცემულ ინტერვიუში „ფიორენტინას”, „ტორინოს”, „იუვენტუსისა” და სხვა იტალიური თუ ბრიტანული კლუბების ყოფილმა ფეხბურთელმა 61 წლის პასკუალე ბრუნომ წარსული დროება გაიხსენა და ორ დიდ ვარსკვლავზე, დიეგო მარადონასა და რობერტო ბაჯოზე გაამახვილა ყურადღება. „მოედანს მიღმა მშვიდი ბიჭი ვიყავი, მაგრამ უკვე გასახდელში სისხლი დუღილს მიწყებდა, — თქვა მან, — მძიმე შემთხვევა გახლდით, ნამდვილად ფსიქიატრი მჭირდებოდა. თან…
რომაული გაზეთი, მთელს იტალიაში პოპულარული და გავლენიანი „კორიერე დელო სპორტი” ყოველთვის აქტუალური თემების ძიებაშია. ამჯერად მან ხვიჩა კვარაცხელიას თემას მიაქცია ყურადღება და პირველ გვერდზე გამოეხმაურა: Kvarasveglia! – დაწერა მან, რაც ხვიჩას გვარისა და იტალიური სიტყვის sveglia-ს გაერთიანებაა. „სველია” ქართულად სხვა რამ არის, იტალიურად კი გამოვიდა: კვარა, გაიღვიძე! „კვარა, გაიღვიძე! „ნაპოლი” გელოდება. ექვსი თვეა გოლი არ…
ოთხშაბათის შეხვედრა „ბრაგასთან” ჩემპიონთა ლიგაში „ნაპოლის” მარჯვენა გარემარბისთვის მატეო პოლიტანოსთვის განსაკუთრებით რთული გამოდგა. შეხვედრამდე რამდენიმე საათით ადრე მან შეიტყო, რომ სიმამრი გარდაეცვალა და სოციალურ ქსელში მას პოსტი მიუძღვნა: „დღეს რთული მატჩი მქონდა, ვინაიდან, როდესაც ძვირფას ადამიანს კარგავ, სხვა ყველაფერი უმნიშვნელო ხდება. მადლობა ყველაფრისთვის, რაც ჩემთვის გააკეთე. შენი, ასეთი ბრწყინვალე ადამიანის ხსოვნა მარად დარჩება ჩემს გულში….
„ტოტენჰემის“ პრეზიდენტმა და თავმჯდომარემ, დანიელ ლევიმ, განაცხადა, რომ შეთავაზების შემთხვევაში, შესაძლოა, კლუბში თავისი წილი გაყიდოს. „ტოტენჰემის“ დატოვების სურვილი მაქვს, მაგრამ განვიხილავ ნებისმიერ შემოთავაზებას, რომელიც მომივა. საუბარია არა ჩემზე, არამედ იმაზე, თუ რა არის კლუბისთვის სასარგებლო,“ – თქვა ლონდონელმა ფუნქციონერმა. დანიელ ლევის, „ტოტენჰემის“ მმართველ პარტნიორს, კლუბის წილის 25% ეკუთვნის. საკონტროლო პაკეტს – 60% უფროსი პარტნიორი ჯო…
„ნაპოლიმ” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრაში სტუმრად მოუგო „ბრაგას” 2:1. მატჩის დამთავრების შემდეგ ნეაპოლელთა მწვრთნელმა რუდი გარსიამ თქვა: „პირველ ტაიმში კარგად ვითამაშეთ. ზოგ მომენტში ალბათ იღბალმა ზურგი გვაქცია. იყო ეპიზოდები, როდესაც ბურთი ძელს მოხვდა და იყო ეპიზოდი, როდესაც ის მცველმა გამოიტანა. შესვენების შემდეგაც კარგად დავიწყეთ, მაგრამ შემდეგ წეზოლა მოვასუსტეთ და ყველაზე დიდი შეცდომა ეს…
„მანჩესტერ სიტის“ მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ უპასუხა კითხვას, შესაძლებელია თუ არა „რეალის“ დამრიგებელ კარლო ანჩელოტისთან კონკურენცია ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვებების კუთხით. „ანჩელოტიზე ჩემპიონთა ლიგის უფრო მეტი ტიტულის მოგება? მას ამ მხრივ ვერ ვაჯობებ, რადგან ერთხელ მოვიგე ეს თასი, როგორც ფეხბურთელმა, მან კი ოთხჯერ. ანჩელოტის ვერ დაამარცხებ, როცა საქმე ჩემპიონთა ლიგის მოგებას ეხება. მე უფრო ახალგაზრდა ვარ, ასე…
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა მწვრთნელმა ოლე გუნარ სულშერმა გაიხსენა ის გარემოებები, რამაც გამოიწვია 2021 წელს კრიშტიანუ რონალდუს მანჩესტერულ კლუბში გადასვლა. „ეს იყო გადაწყვეტილება, რომლის უარყოფა ძალიან რთული იყო და ვგრძნობდი, რომ უნდა მიგვეღო, მაგრამ ეს არასწორი აღმოჩნდა. როდესაც მან ხელი მოაწერა კონტრაქტს, მართალი ჩანდა, რაც გულშემატკივრებმაც იგრძნეს „ოლდ ტრაფორდზე“ „ნიუკასლთან“ მატჩის დროს (რონალდომ დუბლი შეასრულა, „მანჩესტერ…
მიუხედავად იმისა, რომ თურქეთის ნაკრები ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ურიგოდ არ გამოიყურება (10 ქულით შესარჩევ D ჯგუფში მეორე ადგილზეა და ხორვატიას მხოლოდ ბურთების შეფარდებით ჩამორჩება), მწვრთნელის პოსტიდან 60 წლის შტეფან კუნცი მაინც გაათავისუფლეს. თურქეთის ფედერაციამ ნაკრებისთვის ახალი მწვრთნელის ძიება დაიწყო და ისევ გერმანელს მიადგა, ოღონდ უფრო ტიტულოვან-ავტორიტეტიანს – იოახიმ ლიოვს. 63 წლის ლიოვმა…
დიდმა იტალიელმა მწვრთნელმა, გადადგომის შემდეგ კი ტელეკომენტატორმა ფაბიო კაპელომ „ნაპოლის” შესახებ ილაპარაკა. „ნეაპოლელთა პირველ თამაშებს დიდი დაკვირვებით ვადევნებდი თვალყურს და დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ღიპიანი ფეხბურთელების გუნდს ვუყურებდი. მე გასული სეზონის „აძურის” აჩრდილსაც ვერ ვხედავ. არც დარბიან იმავე მონდომებით, არც საქმისადმი დამოკიდებულებაა იგივე. რუდი გარსიას სქემებზე მეტად მე მოთამაშეების სულისკვეთებას დავაყენებდი კითხვის ქვეშ. არადა, ეს გუნდი…
ჩემპიონთა ლიგაში „ბრაგასა” და „ნაპოლის” ჯგუფური ეტაპის პირველი შეხვედრის წინ პორტუგალიური გუნდის მწვრთნელმა 51 წლის არტურ ჟორჟემ პრეს კონფერენციაზე თქვა: „თეორიულად ფავორიტი „ნაპოლია”, მაგრამ ჩვენ გამარჯვების ამბიცია წუთით არ დაგვიკარგავს. ველი, რომ მეტოქე ძალიან ძლიერ ფეხბურთს ითამაშებს. ვნახე ნეაპოლელთა ბოლო ორი მატჩი „ლაციოსა” და „ჯენოასთან”. გამიჩნდა ეჭვი, რომ გენუაში რამდენიმე ფეხბურთელმა ძალა დაზოგა ხვალისათვის ფორმაში…
„რადიო მარტეს” ცნობით უჩვეულო რამ მოხდა ნეაპოლის კაპოდოკინოს აეროპორტში. „ნაპოლი” ჩემპიონთა ლიგის ოთხშაბათის თამაშის ჩასატარებლად პორტუგალიისკენ უნდა გაფრენილიყო, მაგრამ თვითმფრინავი დაზიანდა. აფრენის მოლოდინში თვითმფრინავის მოუხერხებელ სკამებზე ერთსაათიანი ჯდომის შემდეგ ფეხბურთელები ჩამოიყვანეს და აეროპორტის დატოვების ნება მისცეს. გუნდი „დიეგო მარადონას” სტადიონზე ხელახლა შუადღისას უნდა შეკრებილიყო და სავარაუდოდ საქართველოს დროით 18 საათსა და 30 წუთზე უნდა გაფრინდეს…
გერმანიის ნაკრების ახალი მწვრთნელი იულიან ნაგელსმანი გახდება. გერმანიის საფეხბურთო კავშირსა და 36 წლის სპეციალსტს შორის თანამშრომლობის თაობაზე შეთანხმება მიღწეულია და ის ეროვნულ გუნდს ევრო 2024-ის ბოლომდე უხელმძღვანელებს. მოსაგვარებელი რჩება ბოლო დეტალები, რის შემდეგაც საფეხბურთო კავშირი ნაგელსმანის დანიშვნას ოფიციალურად გამოაცხადებს. გერმანელმა ჟურნალისტებმა ისიც გაარკვიეს, რომ მწვრთნელის ხელფასი თვეში 400 ათას ევრო იქნება. ამავდროულად, გაუქმდა ნაგელსმანის კონტრაქტი…
იტალიური ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა მეკარემ დინო ძოფმა, რომელიც 1998-2000 წლებში „სკუადრა აძურას” წვრთნიდა, AreaNapoli.it-თან ინტერვიუში სხვადასხვა საინტერესო თემაზე ილაპარაკა. „დღეს სკუდეტოს მოსაგებად ყველაზე კარგად მომზადებული სიმონე ინძაგის „ინტერი” მგონია, მაგრამ არც მისი კონკურენტების ჩამოწერა შეიძლება. „იუვენტუსი” წლეულს ევროშეჯიბრებაში არ მონაწილეობს, მაგრამ არ მგონია რომ ეს მას უპირატესობას აძლევდეს. რასაკვირველია, სეზონის მსვლელობისას შეიძლება აღმოჩნდეს,…
„ნაპოლიში” შექმნილი მდგომარეობა იტალიური მედიის ერთ-ერთი მთავარი თემაა. მას გავლენიანი იტალიური გაზეთის „ლა რეპუბლიკას” სარედაქციო წერილების ავტორი ანტონიო კორბოც გამოეხმაურა. კორბომ „აძურის” პრობლემებზე რადიო CRC-ის გადაცემა Si Gonfia la Rete-ში ისაუბრა. ეს მისი საავტორო გადაცემაა. ჟურნალისტმა კრიტიკული გამოსვლა მწვრთნელის რუდი გარსიას „გიჟური ტაქტიკური შეცდომებით” დაიწყო. მან აღნიშნა, რომ ფრანგი ვერ ახერხებს გუნდში მიმდინარე პროცესებზე სწრაფ,…
| Powered by WordPress | Theme by TheBootstrapThemes