ხვიჩა კვარაცხელიამ „უდინეზესთან” შეხვედრაში დიდი ხნის ნანატრი გოლი გაიტანა. მეტიც, მან ამ მატჩში ჯოვანი სიმეონეს საგოლე პასიც მიაწოდა. Opta Italia-მ არ დაიზარა და ჯერ ქართველი გარემარბის ის შეხვედრები მოიძია, რომლებშიც მან გოლიც შეაგდო და საგოლე გადაცემაც შეასრულა. აღმოჩნდა, რომ „ნაპოლიში” გადასვლის შემდეგ ხვიჩას 6 ასეთი მატჩი ჰქონია: „ვერონასთან”, „სასუოლოსთან”, „იუვენტუსთან”, „სპეციასთან”, „ტორინოსთან” და ახალ სეზონში „უდინეზესთან”. შემდეგ კი ასეთსავე პერიოდში ტოპ-5 ლიგის ფეხბურთელების შედეგები შეისწავლა და დაადგინა, რომ მსგავსი სტატისტიკა კვარაცხელიას გარდა მხოლოდ ერთ მოთამაშეს აქვს — ლეო მესის.
მესისა და კვარაცხელიას 5 შეხვედრით მოსდევენ ნეიმარი და ბელგიელი იკომა-ლოის ოპენდა, რომელიც 2022-23 წლებში „ლანსში” თამაშობდა, ახლა კი „ლაიფციგშია”.

ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი02/08/2026 | 09:19ალეგრი: რა მშვენიერი სიტყვაა ჩემპიონთა ლიგა
სიახლეები02/08/2026 | 08:37საფრანგეთში ზიდანომანიაა
სიახლეები01/08/2026 | 08:31საზონოვი ხეტაფეში ვარჯიშობს
მთავარი ამბავი01/08/2026 | 07:39ინფანტინომ უკან დაიხია!
