იტალიურ პრესას უძლიერდება რწმენა, რომ „ნაპოლი” ფრანგი მწვრთნელის რუდი გარსიას გარშემო ერთიანდება. იტალიელები წერენ, ფეხბურთელებს მისი „ჩაძირვა” რომ სდომებოდათ, „უდინეზესთან” თამაშზე უკეთესს ვერ ინატრებდნენო. გუნდმა კი პირიქით, ძალა მოიკრიბა და საუცხოოდ ითამაშა. ნეაპოლური გაზეთი „ილ მატინო” ამბობს:
„ნეაპოლელები „უდინეზესთან” შეხვედრაში ბურთს სრულად აკონტროლებდნენ. ანგისა რეგულარულად ჩადიოდა ცენტრალური მცველების ხაზამდე. ის ამას ლობოტკაზე სტაბილურად აკეთებდა. თვალშისაცემი იყო გუნდის ორგანიზებული მოქმედება დაკარგული ბურთის დასაბრუნებლად, რაც გარსიასეული 4-3-3-ის სასიკვდილო იარაღი გამოდგა. და რასაკვირველია, ყველაფერი გაცილებით იოლია, როდესაც დიდი ფეხბურთელები დაფრინავენ; როდესაც კვარა იმ თავის შუშხუნა ფორმაშია. მოდი, მკაფიოდ ვთქვათ: სპალეტის ობლები არ არსებობენ. შეხვედრის მსვლელობისას ერთი წამიც არ ყოფილა, გუნდი მოედანზე რომ გაწელილიყო ან ორად გახლეჩილიყო. ეს ყველაფერი კი მიგვითითებს, რომ გარსიამ გუნდის ამგვარ მუტაციას მიაგნო და შიგ თავისი ხასიათიც ჩააქსოვა. ეს საბოლოო უნდა იყოს”.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 09:11თურმე ესპანელებს პირველი თამაში არ ეხერხებათ
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 08:00ინგლისის ნაკრები კანზასში გაქურდეს
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 06:55მსაჯი ევანსი რასისტია თუ უბრალოდ არ იცის რას აკეთებს?
აქეთურ-იქითური15/06/2026 | 08:52ბარკოლას პარი სენ ჟერმენისთვის გაშვება უთხოვია
