ესპანეთის ჩემპიონატი განახლდა. „სელტა” დღეს, საქართველოს დროით 19 საათზე, „ოსასუნას” მასპინძლობს და ეს შეხვედრა „ნაპოლის” გულშემატკივრებს აინტერესებთ. უფრო სწორად, ნეაპოლელებს აინტერესბთ არა იმდენად მატჩი, რამდენადაც ის, ითამაშებს თუ არა ვიგოელთა შემადგენლობაში ნახევარმცველი გაბრი ვეიგა. მოგეხსენებათ, ვეიგა „პარტენოპეელთა” ინტერესისი ობიექტია.
ცნობილმა ესპანელმა მწვრთნელმა რაფა ბენიტესმა, რომელიც 2013-15 წლებში „ნაპოლის” ედგა სათავეში, ახლა კი „სელტას” წვრთნის, თქვა: „ჩვენთვის რაც უფრო მალე გადაწყდება ყველაფერი, მით უფრო კარგი იქნება. რასაკვირველია, მე მირჩევნია ვეიგა „სელტაში” დარჩეს. ის ძლიერია და ტექნიკური. გაბრი ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია”.
შემდეგ, ბენიტესმა ფაქტობრივად აღიარა, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა კონკრეტულად „ნაპოლი” არ უხსენებია: „კარგად ვიცით რაც ხდება. არსებობს დათქმული თანხა. რომელიმე კლუბს შეუძლია მოვიდეს და ეს თანხა გადაიხადოს. ასეთ შემთხვევაში ვერაფერს გავხდებით”.
რაც შეეხება „ოსასუნასთან” თამაშს, ბენიტესმა თქვა, რომ ვეიგა ამ შეხვედრაში სავარაუდოდ მონაწილეობას არ მიიღებს, მაგრამ მიზეზად სხვა რამ დაასახელა:
„თანაგუნდელებთან შედარებით ის მზადების პროცესს ცოტა გვიან შემოუერთდა (8 ივლისს, ბათუმში, 21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალში ითამაშა, რომელიც ინგლისმა ესპანეთს 1:0 მოუგო) და ამიტომ სასურველ ფორმაში არ არის, მაგრამ ჩვენთვის ნებისმიერ შემთხვევაში მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. მე მას ვთხოვე გონება მოეკრიბა და საქმეს მონდომებით შედგომოდა. ვეიგა ძალიან მომწონს, დანარჩენი კი გამოჩნდება”.
„კორიერე დელო სპორტი” წერს, რომ თავად ფეხბურთელმა „ნაპოლის” უკვე უთხრა თანხმობა. ახლა ყველაფერი კლუბებს შორის ვაჭრობაზეა დამოკიდებული.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური09/09/2026 | 10:56კვარა – ერთადერთი მსოფლიოს ჩემპიონატის მიღმა სამყაროდან
აქეთურ-იქითური09/09/2026 | 09:49იამალი, ლუის ენრიკე, ვოზინია და ფრანს ფუტბოლის სხვა ნომინანტები
მთავარი ამბავი09/09/2026 | 08:32ფრანს ფუტბოლის ოცდაათეული სრულად
აქეთურ-იქითური08/09/2026 | 08:40ფლიკი გააფრთხილეს: არც ერთი სიტყვა მოურინიუზე!
