თვე: ივლისი 2023

Home 2023 ივლისი
ვლადიმირ ვაისი: ეს ქართული ფეხბურთისთვის და პირადად ჩემთვის ტრაგედია იყო
ჩანაწერი

ვლადიმირ ვაისი: ეს ქართული ფეხბურთისთვის და პირადად ჩემთვის ტრაგედია იყო

სლოვაკეთისა და საქართველოს ნაკრებების ყოფილმა თავკაცმა ვლადიმირ ვაისმა calcionapoli24-ისთვის, კერძოდ კი ჯანლუკა დი მარცოსთვის მიცემულ ინტერვიუში თავის ყოფილ ფეხბურთელებზე ილაპარაკა — მილან შკრინიარით დაწყებული, სტანისლავ ლობოტკათი და ხვიჩა კვარაცხელიათი დამთავრებული. დი მარცო ვაისს იგონებს, როგორც სპეციალისტს, რომელმაც მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატზე მარჩელო ლიპის იტალიას 3:2 მოუგო. „მან იმთავითვე შკრინიარსა და ლობოტკაზე დაიწყო ლაპარაკი”, — წერს...

ოსიმენის, ლობოტკას და მარიო რუის ჯანმრთელობის შესახებ
ჩანაწერი

ოსიმენის, ლობოტკას და მარიო რუის ჯანმრთელობის შესახებ

გუშინ „ნაპოლიმ” დიმაროში ბოლო ვარჯიში ჩაატარა და შინ დაბრუნდა. ორდღიანი დასვენების შემდეგ ფეხბურთელები 28 ივლისს კვლავ შეიკრიბებიან და კასტელ დი სანგროს მიაშურებენ. როგორც ავღნიშნეთ, „სპალთან” თამაშის შემდეგ დილას, ნეაპოლში გამგზავრებამდე, გუნდმა რუდი გარსიას ხელმძღვანელობით ივარჯიშა. ყურადღება მიიპყრო იმ ფაქტმა, რომ ამ ვარჯიშში მონაწილეობა არ მიუღია ვიქტორ ოსიმენს. ის მოედნის კიდესთან იჯდა და მარცხენა ბარძაყზე ყინული...

გაბრიელ სიგუა „ბაზელში“, უკვე ოფიციალურად…
ჩანაწერი

გაბრიელ სიგუა „ბაზელში“, უკვე ოფიციალურად…

„დინამო თბილისსა“ და „ბაზელს“ შორის გაბრიელ სიგუას ტრანსფერთან დაკავშირებით ოფიციალური შეთანხმება შედგა. 18 წლის ქართველმა ნახევარმცველმა შვეიცარიულ კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და 2028 წლის ზაფხულამდე შვეიცარიის ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან და წარმატებულ კლუბში ითამაშებს, – ინფორმაციას დედაქალაქური კლუბის ვებგვერდი ავრცელებს. გაბრიელ სიგუა „ბაზელში“ 21-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. ახალ კლუბში გადასვლის შემდეგ სიგუამ პირველი კომენტარი „ბაზელის“ ოფიციალურ ვებგვერდთან...

გიუნდოგანის ორი კაცი
ჩანაწერი

გიუნდოგანის ორი კაცი

„ბარსელონას“ ახალწვეულმა ილკაი გიუნდოგანმა, ჟურნალისტებთან ივარაუდა, თუ ვინ შეიძლება მოიგოს „ოქროს ბურთი“ 2023 წელს. „პრიზი ლიონელ მესის ან ერლინგ ჰოლანდს უნდა ერგოს. მათ ახლოს ვერავის ვხედავ. თუმცა მიხარია, რომ ეს არ არის ჩემი გადასაწყვეტი,“ – ციტირებს გიუნდოგანს სიტყვებს Mundo Deportivo. 32 წლის გიუნდოგანმა ამ ზაფხულს კატალონიურ კლუბთან 2025 წლამდე გააფორმა ხელშეკრულება, კიდევ ერთი სეზონით გახანგრძლივების...

ვაისი: მოგვატყუეს…
ჩანაწერი

ვაისი: მოგვატყუეს…

სლოვაკურ ვებგვერდ Sport.aktuality.sk-სთან საუბრიასა „სლოვანის“ მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით ბრატისლაველებს ფეხბურთელის დამატება სურდათ, მაგრამ საბოლოოდ მოტყუებული დარჩნენ. 23 წლის ფეხბურთელი კი „უოტფორდში“ აღმოჩნდა. ბელგიელებმა ბრატისლაველებს ჩაკვეტაძის გამოსასყიდ თანხად 4 მილიონი ევრო დაუსახელეს, რისი გადახდის შესაძლებლობაც „სლოვანს“ არ ჰქონდა. ბრიტანული გამოცემები კი წერენ, რომ „უოტდორდს“ იჯარის შემდეგ ჩაკვეტაძის შეძენა 2 მილიონ...

მორჩა შკრტელი…
ჩანაწერი

მორჩა შკრტელი…

„ლივერპულისა“ და სლოვაკეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა, მარტინ შკრტელმა, კარიერის დასრულების შესახებ ჟურნალისტებს ემოციები გაუზიარა. „უკვე მივიღე გადაწყვეწტილება. რა თქმა უნდა, იქნება შემთხვევები, როცა ძალიან მომენატრება ფეხბურთი, მაგრამ ვაღიარებ, ამას ნამდვილად არ ვნანობ. ვაპირებდი თუ არა როგორმე ფეხბურთში დაბრუნებას? სამწუხაროდ, ჯანმრთელობა აღარ მაძლევს საშუალებას. შევეგუე. ფეხბურთელის ცხოვრება დასრულდა. ახლა მხოლოდ მომავალს ვუყურებ.“ შკრტელმა კარიერა სამშობლოში, „ტრენჩინში“...

ჟელინსკი გაგიჟდა?
ჩანაწერი

ჟელინსკი გაგიჟდა?

ბოლო ინფორმაციით, პიოტრ ჟელინსკი „ნაპოლიში” ნახევარ ხელფასზე რჩება. ეს ცნობა „გაძეტა დელო სპორტის” ფურცლებიდან მაურიციო ნიკიტამ გაავრცელა. ზემოთ თქმული ოფიციალურად ჯერ არ დადასტურებულა, მაგრამ ფაქტია — პოლონელს ისე სურს „აძურიში” დარჩენა, რომ საუდის არაბეთიდან და „ლაციოდან” მიღებულ სარფიან შეთავაზებებზე უარი თქვა. ჟელინსკის ახლანდელი კონტრაქტი 2024 წლის ივლისამდეა ძალაში. ჯერჯერობით მისი ხელფასი წელიწადში 4,5 მილიონი ევრო...

ფეირის რეკორდი
ჩანაწერი

ფეირის რეკორდი

16 წლისა და 26 დღის კეისი ფეირი, გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, ვისაც მსოფლიო ჩემპიონატზე უთამაშია. სამხრეთ კორეელი გოგონა, როგორც ქალ, ასევე კაცთა შორის, აბსოლუტური რეკორდსმენი გახდა. ქალთა შორის აქამდე რეკორდი იფეანი ჩიეჯინს ეკუთვნოდა, რომელიც 1999 წლის მონდიალზე 16 წლისა და 34 დღის იყო. კაცთა შორის კი, უმრწმესი ჩრდილოეთ ირლანდიელ ნორმან უაიტსაიდი იყო, ვინაც 1982 წელს,...

წარმოუდგენელად ნიჭიერი
ჩანაწერი

წარმოუდგენელად ნიჭიერი

„ჩელსის“ მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ, „ბრაიტონის“ წინააღმდეგ უკრაინელ გარემარბ მიხაილო მუდრიკის თამაშის შესახებ ისაუბრა. „მუდრიკისთვის და ჯექსონისთვისაც მნიშვნელოვანი იყო გოლის გატანა, ისევე როგორც ნკუნკუსთვის. ახლა ვეცდებით გავაუმჯობესოთ თამაში. მუდრიკი წარმოუდგენელად ნიჭიერი ახალგაზრდაა. მან უნდა  იგრძნოს, რომ გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. კომფორტს  შევუქმნით, რათა სრულად გამოავლინოს თავისი საოცარი ნიჭი.“ შეხვედრა პენსილვანიაში (აშშ) სტადიონ „ლინკოლნ ფაინენშალ ფილდზე“ გაიმართა და...

მსოფლიო რაგბის სარეიტინგო ძვრები
ჩანაწერი

მსოფლიო რაგბის სარეიტინგო ძვრები

„ვორლდ რაგბის“ მსოფლიო რეიტინგს ტექტონიკური ძვრების ხანა უდგას. ჯერ იყო და, რაგბი ჩემპიონშიპში, იგივე ოთხ ერში არგენტინამ ავსტრალიას მოუგო და საქართველოს ნაკრების მომავალი მეტოქე „ვოლაბები“ მე-8 საფეხურზე ჩამოაჩოჩა და თავად მე-7 ადგილზე ავიდა. გასულ შაბათს კი სამხრეთ ნახევარსფეროშივე სტარტი აიღო „პასიფიკ ნეიშენს კაპმა“ – წყნარი ოკეანის ერთა თასმა. აი იქ კი უფრო მასშტაბური მოულოდნელობა მოხდა...