„ნაპოლიმ” სერია c-ში გავარდნილ „სპალთან” ამხანაგურ შეხვედრაში 1:1 ითამაშა. მატჩი წვიმაში ჩატარდა. ანგარიში 62-ე წუთზე „სპალმა” გახსნა: 19 წლის ფილიპო პულეტომ პიერლუიჯი გოლინის ცენტრის ხაზიდან გაიტანა. 73-ე წუთზე კი ნეაპოლელთა სწრაფი კომბინაცია ანდრე მარკ ზამბო ანგისამ დააგვირგვინა ზუსტი დარტყმით. ხვიჩა კვარაცხელია, ისევე როგორც ზამბო ანგისა, ჯოვანი დი ლორენცო, სტანისლავ ლობოტკა, ვიქტორ ოსიმენი, ამირ რაჰმანი და...
მარიო რუი დაშავდა
„ნაპოლისა” და „სპალის” ამხანაგური თამაშის 35-ე წუთზე (1:1) ნეაპოლელთა პორტუგალიელმა მცველმა მარიო რუიმ ხელი კუნთზე მოიკიდა და მსაჯს შეხვედრის გაჩერება სთხოვა. ორიოდ წუთში „აძურის” მწვრთნელმა რუდი გარსიამ რუი მატიას ოლივერათი შეცვალა. მოგვიანებით კლუბმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც წერია: „სპალეთან შეხვედრაში მარჯვენა ფეხის ბარძაყზე შექმნილი პრობლემების გამო გუნდი იძულებული გახდა მარიო რუი შეეცვალა. მცველის მდგომარეობას რამდენიმე დღეში...
თუ მესამე ეტაპზე გავიდნენ…
უეფა-ს შტაბბინაში კონფერენციის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა, სადაც ასპარეზობას სამი ქართული კლუბი განაგრძობს – თბილისის „დინამო“, „დილა“ და „ტორპედო“. დინამოელები ამ ტურნირზე ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან გავარდნის შემდეგ გადაერთვნენ და ე.წ. „ჩემპიონების გზით“ ასპარეზობენ. მეორე ეტაპზე „დინამოს“ მეტოქე მალტის „ჰამრუნ სპარტანსია“, თუ საქართველოს ჩემპიონმა ეს ბარიერი დაძლია, მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე უნგრულ „ფერენცვაროშსა“...
რაიო და ლოჩოშვილი…
ლუკა ლოჩოშვილის „რაიო ვალეკანოში“ გადასვლა თითქმის გადაწყვეტილი ამბავია – ესპანური კლუბი ქართველის სანაცვლოდ „კრემონეზეს“ 2,7 მილიონ ევროს გადაუხდის – ინფორმაციას GolaTV-ის „ტვიტერის“ გვერდი ავრცელებს. „თუ რამე მოულოდნელი არ მოხდა, ლოჩოშვილი „რაიო ვალეკანოს“ ფეხბურთელი გახდება. ტრანსფერის სავარაუდო ფასი 2,7 მლნ. ევროა, ტრანსფერი დასკვნით ფაზაშია“ – ამტკიცებს GolaTV. ლოჩოშვილი „დინამო თბილისის“ აღზრდილია. მისი დებიუტი ძირითად გუნდში 17...
ოსიმენს შეუძლია წლის საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს
„ნაპოლის“ ნიგერიელი თავდამსხმელი ვიქტორ ოსიმენი შეიძლება კიდევ ერთი ჯილდოთი გამდიდრდეს. მოგეხსენებათ, მან გასულ სეზონში გუნდთან ერთად იტალიის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, პირადად კი სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირისა და თავდამსხმელისთვის განკუთვნილი პრიზები მიიღო. და აი, ნეაპოლელთა კერპი საფეხბურთო საზოგადოება 433-ის მიერ წლის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულზეა წარდგენილი. მას შვიდი კონკურენტი ჰყავს: „ტოტენჰემის“ თავდამსხმელი ჰარი კეინი, „ჩელსის“ ენცო ფერნანდესი,...
დინამო მალტაზეა…
თბილისი „დინამო“უეფას კონფერენციის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის გასამართად მალტის დედაქალაქ ვალეტაში ჩარტერული რეისით ჩავიდა. გიორგი ჭიაბრიშვილის განკარგულებაში 21 ფეხბურთელია. ტრავმების გამო საქართველოს ჩემპიონს თორნიკე კირკიტაძე და მუსა სანგარე ვერ დაეხმარებიან. დინამო თბილისის შემადგენლობა სპარტანსის წინააღმდეგ: მეკარეები: გიორგი ლორია, დავით კერესელიძე მცველები: ნიკა მალი, გიორგი მაისურაძე, საბა ხვადაგიანი, გაგი მარგველაშვილი, ჯიმი ტაბიძე, ალექსანდრე კალანდაძე, დავით...
ბონუჩი დე ლაურენტისს უნდა
„იუვენტუსმა” ლეონარდო ბონუჩი გაუშვა. ახლა ვეტერანი ახალ გუნდს ეძებს. რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, მისი აყვანა „ნაპოლის” პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს მოუვიდა თავში აზრად, მაგრამ… მოდი ჯერ თავად ვეტერანზე ვთქვათ ორიოდ სიტყვა. ბონუჩი მსოფლიოში გასული ათწლეულის ერთ-ერთი საუკეთესო მცველი იყო. „იუვეში” მან, ჯორჯო კიელინიმ და ანდრეა ბარძალიმ შეუვალი დაცვა შექმნეს. მათ მიერ აღმართული კედლის გარღვევა ნებისმიერ...
ნაპოლის ამხანაგური თამაშები
დიმაროს შემდეგ „ნაპოლი” კასტელ დი სანგროს მიაშურებს. სეზონისწინა მომზადების პირველ ცხრა დღეს რუდი გარსია მიზნად ფეხბურთელების გაცნობასა და ფიზიკურ მომზადებას ისახავდა. კასტელ დი სანგროში კი გუნდი უფრო ტაქტიკურ საკითხებზე გაამახვილებს ყურადღებას. ფრანგი მწვრთნელი შეეცდება თავისი იდეები მოთამაშეებს ავტომატიზმამდე დაახვეწინოს. ვარჯიშის გარდა „ნაპოლი” რამდენიმე ამხანაგურ შეხვედრებსაც გამართავს. „პარტენოპეელები” კასტელ დი სანგროში 28 ივლისიდან 12 აგვისტომდე დაჰყოფენ....
ფელპსი დაამხეს…
21 წლის ფრანგმა მოცურავემ, ლეონ მარშანმა ამერიკელი მაიკლ ფელპსის 2008 წელს დამყარებული რეკორდი დაამხო… 400 მეტრზე კომპლექსურ ცურვაში ფელპსმა რეკორდი (4.03.84) 2008 წელს, პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე დაამყარა. მას შემდეგ, ეს შედეგი ხელუხლებელი იყო. თუმცა, 23-გზის ოლიმპიური ჩემპიონისა და 26 გზის მსოფლიოს ჩემპიონის მიღწევა 2023 წელს გააუმჯობესეს. მარშანმა რეკორდი იაპონიაში მიმდინარე საწყლოსნო სახეობების მსოფლიო ჩემპიონატზე დაამყარა....
ზაქარია გაგრაში
ზაქარია ბეგლარიშვილი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ საქართველოში დაბრუნდა და კარიერას „გაგრაში“ გააგრძელებს, სადაც მისი დებიუტი უკვე შედგა წყალტუბოს „სამგურალთან“ საქართველოს თასის 1/16-ფინალურ შეხვედრაში. 33 წლის ბეგლარიშვილმა კარიერა 2007-2008 წლებში „თბილისში“ დაიწყო, მაგრამ მისი ძირითადი ნაწილი ესტონეთში გაატარა, სადაც „ფლორასა“ და „ლევადიაში“ თამაშობდა და რამდენჯერმე გახდა ესტონეთის ჩემპიონი, თასისა და სუპერთასის მფლობელი. ესტონეთის გარდა ბეგლარიშვილმა უნგრეთისა („ჰონვედი“)...









