„ნაპოლიმ” სერია c-ში გავარდნილ „სპალთან” ამხანაგურ შეხვედრაში 1:1 ითამაშა. მატჩი წვიმაში ჩატარდა. ანგარიში 62-ე წუთზე „სპალმა” გახსნა: 19 წლის ფილიპო პულეტომ პიერლუიჯი გოლინის ცენტრის ხაზიდან გაიტანა. 73-ე წუთზე კი ნეაპოლელთა სწრაფი კომბინაცია ანდრე მარკ ზამბო ანგისამ დააგვირგვინა ზუსტი დარტყმით.
ხვიჩა კვარაცხელია, ისევე როგორც ზამბო ანგისა, ჯოვანი დი ლორენცო, სტანისლავ ლობოტკა, ვიქტორ ოსიმენი, ამირ რაჰმანი და პიოტრ ჟელინსკი, მოედანზე მეორე ტაიმში შევიდნენ. ქართველი ვარსკვლავლის თამაში, რომელსაც არდადეგების შემდეგ მომატებული წონა ეტყობა, tuttonapoli-მ 7 ქულით შეაფასა და დაწერა:
„პირველი ნამდვილად სახიფათო მომენტი მან შექმნა. შემდეგ, რამდენიმე ეპიზოდში უშუალო მეურვეს დაუსხლტა და რასპადორის მიაწიდა პასი, რომლითაც ამ უკანასკნელმა ვერ ისარგებლა. მთელი ტაიმის განმავლობაში ის კარგად თამაშობდა. ჰქონდა იდეები. მომენტი შეუქმნა ოსიმენსაც. ის იყო „ნაპოლის” ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო მოთამაშე, რომელსაც თანაგუნდელები ეყრდნობოდნენ და ის მათ მომენტებს უქმნიდა”.
აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთ ეპიზოდში ოსიმენმა კვარაცხელიას პასი დაუგორა, თუმცა ქართველის დარტყმა ხარიხას მოხვდა.
tuttonapoli-მ ხვიჩას გარდა 7 დაუწერა ზამბო ანგისას და რასპადორის. ამ საიტს უფრო მაღალი შეფასება არ დაუწერია.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები24/08/2026 | 10:55მიქაუტაძე ატლეტიკოსთანაც საუკეთესო იყო
აქეთურ-იქითური24/08/2026 | 09:52როგორ ითამაშა ფრანგული საიტის აზრით კვარაცხელიას ახალმა კონკურენტმა?
მთავარი ამბავი24/08/2026 | 08:26კვარა და დემბელე შესვენებისას შეცვალეს
სიახლეები23/08/2026 | 09:15ქოჩორას გუნდი: ორ ტურში 6 ქულა
