თვე: ივლისი 2023

Home 2023 ივლისი
ქართველი ილუზიონისტი კასტელ დი სანგროში
ჩანაწერი

ქართველი ილუზიონისტი კასტელ დი სანგროში

„ნაპოლი” სეზონისწინა შეკრებას კასტელ დი სანგროში აგრძელებს. სხვადასხვა ნეაპოლურმა საიტებმა გუნდის აბრუცოს პროვინციაში ჩასვლის ამსახველი ფოტოები გამოაქვეყნეს, რომელთაგან ერთმა გამორჩეული ყურადღება მიიპყრო. ამ ფოტოზე „აძურის” ქართველი გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია დიდი, კლასიკური ჩემოდნით მოდის, რის გამოც მავანმა გულშემატკივარმა ის ილუზიონისტს შეადარა: „აი, ქართველი ილუზიონისტი დიდი ჩემოდნით, რომელშიც ასისტენტი უზის. ის თავის საოცარ ნომრებს ამ ასისტენტის დახმარებით...

როდის გამოტოვა იუვემ ბოლოს ევროსეზონი?
ჩანაწერი

როდის გამოტოვა იუვემ ბოლოს ევროსეზონი?

„იუვენტუსი” შემდეგ სეზონში კონფერენციის ლიგაზე არ ითამაშებს. ასეთი ვერდიქტი გამოუტანა უეფამ ტურინულ კლუბს ფინანსური „ფეარ-ფლეის” დარღვევის გამო. ტურინელებს დაეკისრათ ფულადი ჯარიმაც — 10 მილიონი ევრო, რომელიც გარკვეული პირობების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში 20 მილიონამდე გაიზრდება. კონფერენციის ლიგაში „ბებერი ქალბატონის” ადგილს „ფიორენტინა” დაიკავებს. თუ „იუვენტუსის” დასჯა გარდაუვალი იყო, მაშინ გამოტანილი ვერდიქტი კლუბისთვისაც უკეთესია და თავად უეფასთვისაც. იყო ლაპარაკი,...

დე ნირომ ნეაპოლში მარადონას აკოცა
ჩანაწერი

დე ნირომ ნეაპოლში მარადონას აკოცა

გუშინ ნეაპოლში რობერტ დე ნირომ ივახშმა. მან დიეგო მარადონასა და „ნაპოლისადმი” პატივისცემა გამოამჟღავნა. ჰოლივუდის ვარსკვლავი შვებულებას კამპანიაში ატარებს და ნეაპოლში ცნობილ რესტორან „მიმი ალა ფეროვიას” ეწვია, სადაც ტრადიციაა — სტუმრებს მარადონას ფიგურას სჩუქნიან. დე ნირომ მასპინძლებს არგენტინელი ლეგენდის ფიგურა გამოართვა, მოეფერა და აკოცა მას. დიდი კინოვარსკვლავის ამ ჟესტმა ინტერნეტში აჟიოტაჟი და აღფრთოვანება გამოიწვია. მომხდარის ვიდეო...

სულ უკან და უკან…
ჩანაწერი

სულ უკან და უკან…

გაინტერესებთ, რა მოიტანა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობის შვიდი წლის წინანდელმა გადაწყვეტილებამ? გაინტერესებთ, სადამდე დაეშვა ქართული საკლუბო ფეხბურთი? რა მოიტანა წლევანდელმა ევროთასებმა ქართული კლუბებისთვის ? გაინტერესებთ, რომელ ადგილზეა საქართველო ევროპის საკლუბო რეიტინგში? რომელზეა და რომელზე იყო? ქართული კლუბები შემდეგ კვირაშიც თუ ისევ წარუმატებლად გააგრძელებენ გამოსვლას, რის შანსიც ძალიან დიდია, ერთ სეზონში დაგროვებული ქულებით ევროპის 49-ე ქვეყანა ვიქნებით....

ოსიმენი ყველაზე დიდ ხელფასს დათანხმდა
ჩანაწერი

ოსიმენი ყველაზე დიდ ხელფასს დათანხმდა

ვიქტორ ოსიმენმა „ნაპოლისთან” შეთანხმებას მიაღწია. როგორც Areanapoli.it-ის სარედაქციო საბჭომ შეიტყო, საკითხი გუშინ საღამოს მოგვარდა. ნიგერიელი თანახმაა გააგრძელოს თანამშრომლობა კლუბთან, რომლის წყალობითაც ის მსოფლიოში ცნობილ ფორვარდად იქცა. „პარტენოპეელთა” პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ოსიმენის საკითხზე საგანგებო ჯგუფთან და კონტრაქტების სპეციალისტ ანდრეა კიაველისთან ერთად მუშაობდა. ფეხბურთელის მხარეს აგენტი რობერტო კალენდა ხელმძღვანელობდა. ოფიციალური ინფორმაცია ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით ჯერ არ...

ფაბიო კანავარომ ნაპოლის ისტორია იყიდა
ჩანაწერი

ფაბიო კანავარომ ნაპოლის ისტორია იყიდა

„ახლა კი დაბეჯითებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩენტრო პარადისოს კარი კვლავ გაიხსნება”, — თქვა ნეაპოლელმა მსოფლიოს ჩემპიონმა, 2006 წლის „ოქროს ბურთის” ლაურეატმა, „ნაპოლის”, „პარმას”, „ინტერის”, „იუვენტუსის”, „რეალის” და „ალ აჰლის” ყოფილმა ფეხბურთელმა, იტალიის ნაკრების 136 შეხვედრის მონაწილემ, უეფას თასის მფლობელმა, სერია A-ს ორგზის ჩემპიონმა, ესპანეთის ორგზის ჩემპიონმა, ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის ორგზის გამარჯვებულმა და სხვა მრავალი გუნდური...

არასდროს დამავიწყდება: კიმ! კიმ! კიმ!
ჩანაწერი

არასდროს დამავიწყდება: კიმ! კიმ! კიმ!

ნათქვამია, ნეაპოლს თუ ნახავ, მერე შეგიძლია მოკვდეო. არის ხალხი, ვისთვის ნეაპოლი მსოფლიოში საუკეთესო ქალაქია. ასეთ ხალხს განეკუთვნება სამხრეთ კორეელი ფეხბურთელი კიმ მინ ჯაე, რომელიც ამ ზაფხულს „ნაპოლიდან” „ბაიერნში” გადავიდა. კიმმა კორეულ naver.com-ს ინტერვიუ მისცა, სადაც თქვა: …როდესაც საუკეთესო მცველისთვის განკუთვნილი პრიზი მივიღე, მინდოდა ის გამეყო კვარასთვის, ოსიმენისთვის და მთელი დანარჩენი გუნდისთვის. სანამ ცოცხალი ვარ „ნაპოლი”...

ოსიმენზე მეგობრები და ნათესავები ზემოქმედებენ
ჩანაწერი

ოსიმენზე მეგობრები და ნათესავები ზემოქმედებენ

„ნაპოლი” ვიქტორ ოსიმენთან ახალ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებებს კასტელ დი სანგროში გააგრძელებს. გაირკვა, რომ ნიგერიელს ხელმოწერის გაჯანჯლება მეგობრებმა და ნათესავემბა ურჩიეს. მათ მიაჩნიათ, რომ ის გაცილებით დიდი ხელფასის ღირსია და შეუძლია კიდეც გადავიდეს კლუბში, სადაც მეტს გადაუხდიან. ფაქტია, რომ „პარი სენ ჟერმენს” „ნაპოლისთვის” ოსიმენთან დაკავშირებით არ მიუმართავს, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ პარიზელებმა „პარტენოპეელთა” ზურგსუკან თავად ნიგერიელს...

უოტფორდს მწვანე აუნთეს…
ჩანაწერი

უოტფორდს მწვანე აუნთეს…

ფიფა-მ „უოტფორდისთვის“ დაწესებული სატრანსფერო აკრძალვა გააუქმა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ გიორგი ჩაკვეტაძის ტრანსფერს წინ ვეღარაფერი დაუდგება და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი გუნდის სრულუფლებიანი წევრი გახდება. ინგლისის ჩემპიონშიფის კლუბს საერთაშორისო ტრანსფერებზე აკრძალვა 20 ივლისს დაუწესდა, რადგან 2022 წლის იანვარში „ბორდოდან“ „უოტფორდში“ გადასული სამუელ კალუს ტრანსფერის შემდეგ მოთამაშის აღმზრდელ ნიგერიის საფეხბურთო აკადემიას, „მეგამუს“, სადაც ფეხბურთელმა გარკვეული პერიოდი...

თითქმის  ალ იტიფაკში…
ჩანაწერი

თითქმის  ალ იტიფაკში…

„ლივერპულის“ ნახევარმცველი, ჯორდან ჰენდერსონი, ძალიან ახლოსაა საუდის არაბეთის „ალ იტიფაკში“ გადასვლასთან. წყაროს ცნობით, 26 ივლისის დილის მდგომარეობით, კლუბებს შორის გარიგება პრაქტიკულად დასრულებულია. ჰენდერსონი მალე გადავა „ალ იტიფაკში“, რომელსაც მისი ყოფილი ლივერპულელი თანაგუნდელი, სტივენ ჯერარდი უხელმძღვანელებს. შეგახსენებთ, ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ საუდელები მერსისაიდელებთან შეთანხმდნენ 33 წლის ნახევარმცველის 14 მილიონ ევროდ შეძენაზე. ჰენდერსონმა „ალ-იტიფაკთან“ სამწლიან კონტრაქტს მოაწერა...