თვე: ივლისი 2023

Home 2023 ივლისი
ოთხი თამაშის დაწყების დრო ცნობილია
ჩანაწერი

ოთხი თამაშის დაწყების დრო ცნობილია

„ნაპოლი” ისტორიაში მესამედ იწყებს სეზონს ჩემპიონის რანგში. რუდი გარსიამ ლუჩანო სპალეტის მოპოვებული ტიტული უნდა დაიცვას. გუნდში რამდენიმე ცვლილება იქნება: კიმ მინ-ჯაე „ბაიერნში” გადავიდა; ვიქტორ ოსიმენი ალბათ დარჩება, მაგრამ მის გარშემო სატრანსფერო მღელვარება ჯარ არ ჩამცხრალა — ახლა ამბობენ, რომ თუ კილიან მ’ბაპე „პარი სენჟერმენს” დატოვებს, ოსიმენმა შესაძლოა „პარკ დე პრენსზე” გადაინაცვლოს და ა.შ. გარსია აშკარად...

მამარდაშვილი, ბაიერნი და ვალენსიას მადა…
ჩანაწერი

მამარდაშვილი, ბაიერნი და ვალენსიას მადა…

ფაბრიციო რომანო ისევ მიუნხენის „ბაიერნში“ გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერზე წერს. „იან ზომერი ზამთარში „ბაიერნში“ ტრავმირებული ნოიერის შემცვლელად ჩავიდა. მის კონტრაქტში არის პუნქტი, რომელიც მას საშუალებას აძლევს, კლუბი იმავე ფასად დატოვოს, რაც „ბაიერნმა“ გადაიხადა. ერთის მხრივ, შვეიცარიელის წასვლაზეა დამოკიდებული მიუნხენში მამარდაშვილის გადაბირება. თუმცა ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რა ფასს მოითხოვს „ვალენსია“ ქართველის სანაცვლოდ“, – ამტკიცებს ფაბრიციო რომანო. ცნობილია, რომ...

მამარდა და დომინო
ჩანაწერი

მამარდა და დომინო

superdeporte წერს, რომ სატრანსფერო ბაზარზე დომინოს პრინციპი ჩვეულებრივი რამ არის — ისევე როგორც გასულ ზაფხულს, ბევრი ფეხბურთელის ერთი გუნდიდან მეორეში გადასვლა სხვა ფეხბურთელის ტრანსფერზეა დამოკიდებული. ასეთ ჯაჭვში მოხვედრისგან კი არც „ვალენსია” და მისი ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი არიან დაზღვეულები. ესპანური პორტალი წერს, რომ უახლოეს პერიოდში გოლკიპერთა „ცეკვაა” მოსალოდნელი. კერძოდ, „მანჩესტერ იუნაიტედს” ძალიან სურს „ინტერის” კამერუნელი...

ნეაპოლს ფარაონიღა აკლდა
ჩანაწერი

ნეაპოლს ფარაონიღა აკლდა

„ნაპოლი” სატრანსფერო ბაზარზე მუშაობს. მისი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა დაცვის გაძლიერებაა. იტალიის ჩემპიონის ყველაზე დიდი დანაკლისი კორეელი დაცვის ბურჯი კიმ მინ-ჯაე გახლავთ. ის ცენტრალური მცველია, „ბაიერნში” გადავიდა. ცენტრალური მცველის გარდა ნეაპოლელები სხვა უკანახაზელებსაც ეძებენ. გუშინ „სქაი სპორტმა” დაწერა, რომ „აძურის” სავარაუდოდ „ვერონას” მოთამაშე დავიდე ფარაონი დაემატება. ის 31 წლის არის. კარიერის განმავლობაში უთამაშია „ინტერში”, „უდინეზეში”, „უოტფორდსა”...

ოსიმენს თვით მოურინიუ გამოელაპარაკა
ჩანაწერი

ოსიმენს თვით მოურინიუ გამოელაპარაკა

ნიგერიულ Soccernet-თან ინტერვიუში „ნაპოლის” თავდამსხმელმა ვიქტორ ოსიმენმა „რომას” წინააღმდეგ 29 იანვარს ჩატარებული შეხვედრა და ჟოზე მოურინიუსთან გამოლაპარაკება გაიხსენა. შეხვედრა 2:1 დასრულდა. ნეაპოლელთაგან გოლები გაიტანეს ოსიმენმა (ხვიჩა კვარაცხელიას პასით) და ჯოვანი სიმეონემ (პიოტრ ჟელინსკის პასით), ხოლო „ჯალოროსის” გოლი სტეფან ქარიმ ელ შაარავიმ ჟელინსკის თანამემამულის ნიკოლა ზალევსკის პასით შეაგდო. „უცებ ვიღაცამ მაჯაში ჩამავლო ხელი, კინაღამ მომტეხა. ეს...

ჯეფინიო, პაპუნაშვილი და პროტასოვი…
ჩანაწერი

ჯეფინიო, პაპუნაშვილი და პროტასოვი…

„თელავი“ სეზონის განახლებისთვის სერიოზულად ემზადება, ბოლო დღეებში კახურმა კლუბმა სამი ტრანსფერი განახორციელა – სეზონის მეორე ნახევრიდან გუნდის ღირსებას ჯეფერსონ ჯერალდო, გიორგი პაპუნაშვილი და ევჰენ პროტასოვი დაიცავენ. 34 წლის ბრაზილიელი შემტევი ჯეფერსონ ჯერალდო, იგივე ჯეფინიო, ქართველი ქომაგისთვის კარგად არიც ნაცნობი. იგი საქართველოს ჩემპიონატში 2016 წელს ქობულეთის „შუქურაში“ გამოჩნდა, 2021 წლიდან კი წყალტუბოს „სამგურალში“ გადავიდა და ბოლო...

შავი ლომი – ჩელენჯ კაპზე!
ჩანაწერი

შავი ლომი – ჩელენჯ კაპზე!

სასიამოვნო ამბებია საქართველოს სარაგბო თემში – EPCR-მა, ორგანიზაციამ, რომელიც ევროპული რაგბის საკლუბო ტურნირებს ატარებს, „შავი ლომი“ ჩელენჯ კაპზე დაუშვა! საქართველოს რაგბის კავშირისა და ხსენებული ორგანიზაციის ხანგრძლივი მოლაპარაკება ქვეყნისთვის შედეგიანად დასრულდა და პირველი ქართული პროფესიული სარაგბო ფრენჩაიზი დამდეგ სეზონში რანგით მეორე ევროპულ ტურნირში ჩაებმება. ჩელენჯ კაპის ჯგუფურ ეტაპზე „შავი ლომის“ კონკურენტები იქნებიან შოტლანდიური „ედინბურგი“, ინგლისური „გლოსტერი“,...

პირველ ტურში კვარაცხელია VS კვერნაძე
ჩანაწერი

პირველ ტურში კვარაცხელია VS კვერნაძე

გიორგი კვერნაძის გუნდს „ფროზინონეს” სერია A-ში პირველივე შეხვედრა ჩემპიონ „ნაპოლისთან” უწევს. ამრიგად, არ არის გამორიცხული, რომ ჩვენთვის იტალიური სეზონი ქართული დერბით დაიწყოს: ხვიჩა კვარაცხელია კვერნაძის წინააღმდეგ. 2023-24 წლების კალენდრის გამოქვეყნების შემდეგ „ფროზინონეს” პრეზიდენტმა მაურიციო სტრიპემ თქვა: „რასაკვირველია დადებითი განცდა დამეუფლა, ჩვენ ხომ იტალიური ფეხბურთის უდიდეს შეჯიბრებას დავუბრუნდით. ამან მასტიმულირებლად უნდა იმოქმედოს. საბრძოლველად უნდა განვეწყოთ. ყველაფერი...

სხვა მენტალიტეტის ინგლისელები
ჩანაწერი

სხვა მენტალიტეტის ინგლისელები

გასულ წლებში ინგლისი თუკი საერთოდ გავიდოდა შეჯიბრების შორეულ ეტაპზე, პენალტებში გავარდებოდა ან რაიმე დრამატული ხერხით გამოეთიშებოდა ჩემპიონატს, ლი კერსლის „ახალგაზრდა ლომები” კი წინამორბედებს არ ჰგვანან, — წერს „სანი” და დასძენს, — სწორედ ამიტომ ითამაშებენ ისინი 21-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალში, სადაც 14 წელიწადია არ ყოფილან. ახლა მათგან არა მარტო გამარჯვებას, არამედ ლამაზ გამარჯვებას ელიან. ნახევარფინალში კი ინგლისელებმა...

ლა როხიტა ფინალში შევარდა
ჩანაწერი

ლა როხიტა ფინალში შევარდა

„ეს იყო ჯადოსნური მატჩი, რომელშიც ესპანეთმა მიხაილო მუდრიკის უკრაინა 5:1 დაამარცხა და 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდა, — წერს „მარკა”, — დაუვიწყარ მეორე ტაიმში „ლა როხიტამ” მეტოქე ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით დაჯაბნა. ეს გახლდათ აშკარად საუკეთესო შეხვედრა, რაც ესპანეთის 21-წლამდელთა გუნდს დიდი ხნის განმავლობაში ჩაუტარებია. ყველა ფეხბურთელი სანახაობრივად თამაშობდა — არნაუ ტენასით დაწყებული აბელ რუისით...