2024 წლის ზაფხულიდან ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელი კარლო ანჩელოტი იქნება. ეს გადაწყვეტილია. იქამდე კი „სელესაოს“ ფერნანდო დინიზი გაწვრთნის. ბრაზილიელებს სურდათ ანჩელოტისთან კონტრაქტი ახლავე გაეფორმებინა, მაგრამ ეს მოხდება 2024 წლის ზაფხულში, როცა 64 წლის სპეციალისტს მადრიდის „რეალთან” კონტრაქტი დაუსრულდება. ანჩელოტის პირველი დიდი ტურნირი „კოპა ამერიკა“ იქნება, რომელიც 2024 წლის 20 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით აშშ-ში გაიმართება.
ESPN: კვარა მეორეა
ESPN-მა თავის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა სტატია პლანეტის 10 საუკეთესო გარემარბის შესახებ. რეიტინგი გამოქვეყნდა “FC 100”-ის ფარგლებში, სადაც ESPN-მა შეარჩია 10 საუკეთესო მოთამაშე თითოეულ პოზიცაზე. პორტალი განასხვავებს გარემარბსა და ფორვარდს, სადაც გარემარბი არის მოთამაშე, რომელიც ძირითადად ფრთიდან უტევს, ხოლო ფორვარდი უფრო მრავალმხრივია, რომელიც აერთიანებს გარემარბის, შემტევი ნახევარმცველისა და თავდამსხმელის უნარებს. ტოპ 10 გარემარბი ESPN-ის მიხედვით ბუკაიო...
აფრიკამ უელსი მიგვიჩინა
თითქმის მთელი მატჩი – მე-5 წუთიდან მოყოლებული 69-ემდე სამხრეთაფრიკული ველინგტონის „ბოლანდ სთედიუმზე“ ყველაფერი ისე იყო, როგორც ჩვენ გვინდოდა – არგენტინის 20-წლამდელთა ნაკრები მასპინძელთა გუნდს ამარცხებდა. მაგრამ 69-ეზე ნორჩმა „ქურციკებმა“ თითქოს ხერხემალში გადატეხეს „ლოს პუმიტასი“. არ გაგვიმართლა და კვლავ „დამნაშავე“ სამხრეთ აფრიკის ნაკრებია. ჯერ იყო და, ტურნირის სტარტზე ეს გუნდი სასწაულებრივ დაგვიძვრა და ისე მოგვიგო, რომ...
ვის უნდა ჟელინსკი?
სატრანსფერო ბაზრის იტალიელმა სპეციალისტმა ალფრედო პედულამ Sportitalia-სთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ „ლაციოს” მწვრთნელ მაურიციო სარის „ნაპოლისგან” პოლონელი შემტევი ნახევარმცველის პიოტრ ჟელინსკის ყიდვა უნდა. შეგახსენებთ, რომ ჟელინსკის „ნაპოლისთან” 2024 წლის ივლისამდე აქვს კონტრაქტი ანუ იტალიის ჩემპიონმა ის ახლა ან მაქსიმუმ საშობაო ბაზრობაზე თუ არ გაყიდა, ერთ წელიწადში მას შეეძლება თავისუფალი აგენტის რანგში გადავიდეს სადაც უნდა და...
მე ნაპოლის ყოველთვის დავიცავ
იტალიის ჩემპიონის „ნაპოლის” ყოფილ მწვრთნელ ლუჩანო სპალეტის მშობლიურ ჩერტალდოში სხვა ტოსკანელ ჩემპიონ-მწვრთნელებთან ერთად შეხვედრა მოუწყვეს. სპალეტიმ საღამოზე თავისი შთაბეჭდილებებისა და გეგმების შესახებ ილაპარაკა. ქვემოთ გთავაზობთ მის სიტყვებს: …ნეაპოლში ენთუზიაზმს და სიხარულს მიმაჩვიეს. აქ ყველაფერი სხვანაირად არის. მე კვლავ ვაღებ მოგონებათა ყუთს და ვხედავ, რომ ქალაქი და ჩემი სიყმაწვილის მეგობრები შეცვლილან. შუქნიშნებიც კი დაუყენებიათ… …ერთწლიანი შესვენება...
ზუროსის სია…
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადებას იწყებს. პირველ ეტაპზე თბილისში ერთკვირიანი შესარჩევი ვარჯიშები გაიმართება, რომლის შედეგად ის 16 მოთამაშე შეირჩევა, რომელიც იტალიის ქალაქ ტრევიზოში გენერალურ შეკრებაზე გაემგზავრება. თბილისში დაგეგმილი შეკრებისთვის მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა და მისმა ასისტენტებმა 34 კალათბურთელი გამოიძახეს. გაფართოებულ სიაში არ არის ოთხი კალათბურთელი, რომლებიც ეროვნულ გუნდს იტალიაში, გენერალურ შეკრებაზე შეუერთდებიან. ესენი...
გადატრიალებული მსოფლიო რაგბი
უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ყველაფერი გააკეთეს, რაც მათზე იყო დამოკიდებული – 20 წლამდე ასაკის მორაგბეთა მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში იტალიელი თანატოლები 30:17 დაამარცხეს, გზად 4 ლელო დაუდეს, რამაც ბონუს-ქულაც მოუტანა. შედეგი უკვე დღესაა ისტორიული – საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონობისთვის ბრძოლას აგრძელებს! ყოველ შემთხევაში, როცა ეს სტრიქონები იწერება, ლადო კილასონიას ოქროს ბიჭები ჯგუფის პირველ ადგილზე...
მამარდა და ბაიერნი
ჩვენი იტალიელი კოლეგების ცნობით, საქართველოს ნაკრებისა და „ვალენსიას“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი მიუნხენის „ბაიერნის“ სატრანსფერო სიაშია. „გიორგი მამარდაშვილი „ბაიერნის“ სიაშია. ქართველი მეკარის მიმართ ინეტრესს ინგლისური და იტალიური კლუბებიი იჩენენ. „ბაიერნი“ ამჟამად განსხვავებული პრიორიტეტებითაა დაკავებული, მაგრამ მამარდაშვილი 100%-ით მათ სიაშია. პირად პირობებზე შეთანხმება პრობლემა არ იქნება“, – წერენ კოლეგები. ჩვენ კი დავძენთ, რომ საქართველოს ნაკრების მეკარისა და...
აბურჯანია ჰათაისპორში…
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი გიორგი აბურჯანია კარიერას თურქეთის ჩემპიონატში გააგრელებს – მან კონტრაქტი „ჰათაისსპორთან“ გააფორმა. „გიორგი აბურჯანიამ, რომელსაც უთამაშია ესპანეთისა და პორტუგალიის ჩემპიონატებში, სამედიცინო შემოწმება გაიარა და ჩვენი გუნდის წევრი გახდა“, – წერს თურქული კლუბის ვებ-გვერდი. აბურჯანია „ჰათაისსპორთში“ გადასვლამდე პორტუგალიის ჩემპიოანტში, „ჟილ ვისენტეში“ გამოდიოდა, მას სხვადასხვა დროს კვიპროსის „ანორთოსისში“, ესპანურ „ხიმნსტიკში“, „ლუგოსა“ და „ოვიედოში“ უთამაშია, ასევე...
სპორტს სერიოზული პრობლემა აქვს
წლების წინ ESPN-ის მავანი თანამშრომელი „უიმბლდონზე” თავის კერპთან, ჯონ მაკინროისთან ერთად საპირფარეშოში მოხვდა. როდესაც ორივემ „საქმე” მოითავა, ESPN-ის თანამშრომელმა მომენტი შეარჩია და ბედნიერი სახით წარუდგა მის სათაყვანებელ ფიგურას, რაზეც პასუხად მიიღო: ერთი შენი …. და ESPN-საც. მაშინ ეს ამბავი სკანდალურად გახმაურდა. მას მერე ათწლეულებია გასული, მაგრამ ინგლისური გაზეთი „გარდიანი” წერს, რომ სპორტში უხამსობა კვლავ დიდ...









