AS გაკვირვებული წერს, რომ „ვალენსიას” მეკარე გიორგი მამარდაშვილი სატრანსფერო ბაზრის პირველ კვირებში არავის გახსენებია — კლუბი ელოდა, რომ დაიწყებოდა თუ არა ფეხბურთელებით ვაჭრობა, ქართველი წინადადებათა მთელი პაკეტს მიიზიდავდა, ის კი ყველას დაავიწყდაო, ამბობს ესპანური გაზეთის რედაქტორი დავიდ ესტევე. ამასობაში კი „ვალენსიას” სატრანსფერო ამბები ძირითადად იუნუს მუსასა და ტიერი რენდალ კორეიას ეხება. მართალია, „ღამურებს” ჯერ არავინ...
კვერნაძე ფროსინონელია
გიორგი კვერნაძე „ფროსინონეს“ფეხბურთელია. ქართველი ახალ კლუბში იჯარით ითამაშებს, იტალიურ კლუბს ტრანსფერის გამოსყიდვის უფლება აქვს – ინფორმციას „ფროსენონეს“ პრეს სამსახური ავრცელებს. საინტერესო დეტალია, რომ ტრანსფერზე „ფროსინონე“ფოთის „კოლხეთი 1913“-ს შეუთანხმდა და არა „ბათუმს“, სადაც 20 წლის ფეხბურთელი თამაშობდა. საქმე ის არის, რომ კვერნაძის ტრანსფერი სწორედ ფოთის „კოლხეთს“ ეკუთვნოდა, ბათუმში კი იჯარით თამაშობდა. ახალი სეზონიდან კვერნაძე მეორე ქართველი...
მესი არ გვყავს!
პორტუგალიის ნაკრებისა და „ბარსელონას“ ყოფილმა ნახევარმცველმა, დეკუმ, არგენტინელების 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვებაზე ისაუბრა. კატალონიური კლუბის ამჟამინდელი სპორტული დირექტორი მიიჩნევს, რომ ეს მისი ყოფილი თანაგუნდელის, ამჟამად უკვე მაიამის „ინტერის“ თავდამსხმელის, ლიონელ მესის დამსახურებაა. „არგენტინამ მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, რადგან მესი ჰყავს. პორტუგალიაში უკეთესი თაობის მოთამაშეები არიან, მაგრამ მესი არ გვყავს.“ – თქვა დეკუმ.
შეუძლებელი არაფერია!
სამშაბათს დიდი რაგბია. მართალია, სამხრეთ აფრიკაში ახალგაზრდულ ნაკრებთა მსოფლიო პირველობა მიმდინარეობს, მაგრამ გუნდები ისეთი დონის თამაშს დემონსტრირებენ, უკვე დღესაა ნათელი – მომავლის რაგბი ახლანდელზე მეტად ხარისხიანი იქნება, ამიტომაც სამშაბათი დიდი სარაგბო დღეა. ის კი ნაღდად ფაქტია, რომ ახალგაზრდა ბრჯღალოსნებს 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ამჟამინდელი პერსპექტივები აქამდე არ ჰქონიათ. გარდა იმისა, რომ ქართველებს იტალიის ბონუსით დამარცხება...
ამერულ-აბრეზული ფოტო-ამბავი
ეს ფოტო 2006 წლის 13 მაისს არის გადაღებული „მიხეილ მესხზე“. იმ დღეს საქართველოს თასის ფინალში „ამერმა“ „ზესტაფონი“ პენალტების სერიაში დაამარცხა და უამრავი გულშემატკივარი ამ ფინალს დღემდე ყველაზე სანახაობრივად მიიჩნევს საქართველოს თასის გათამაშების ისტორიაში. თუმცა ეს ფოტო ახლა სხვა რამის გამო გავიხსენეთ. გუნდები მოედანზე ბავშვებთან ერთად რომ გადიან ხოლმე, ძველი და ჩვეულებრივი ამბავია. ეს თამაში კი...
კვარა უძვირეს გარემარბთა ათეულში
გასული სეზონის კაშკაშა ვარსკვლავმა ხვიჩა კვარაცხელიამ ბოლოხანს ბევრი ჯილდო მიიღო, რომელთა შორის იყო სერა A-ს 2022-23 წლების MVP-სა და ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშის წოდებები. კვარაცხელიას გოლებმა და დრიბლინგმა ნეაპოლელ გულშემატკივართა გულში სამუდამოდ დაიდო ბინა. spazionapoli წერს, რომ ახლა მთელი საფეხბურთო სამყარო მისი გლობალური ვარსკვლავობის დამტკიცებას ელის, მაგრამ მანამდე ინებეთ კიდევ ერთი აღიარება: Transfermarkt-მა გამოაქვეყნა...
ტიტულომანი ყოველ დილით ღიმილით იღვიძებს
ნიგერიის ნაკრებისა და „ნაპოლის” თავდამსხმელი ვიქტორ ოსიმენი Soccernet.ng-ს თავის ამბიციებზე და 2022-23 წლების საოცარ სეზონზე ელაპარაკა. 24 წლის ფორვარდმა ნეაპოლელთა საჩემპიონო სეზონში, სერია A-ში 26 გოლი გაიტანა. ყველა შეჯიბრებაში ერთად მან 31-ჯერ შეაგდო. ის დაასახელეს სეზონის საუკეთესო თავდამსხმელად. როგორც ნიგერიული პორტალი წერს განსაკუთრებით საამაყოა, რომ Transfermarkt-მა ის 120 მილიონ ევროდ შეაფასა, რაც იმას ნიშნავს, რომ...
სერია A 20 აგვისტოს დაიწყება
5 ივლისს, ცენტრალური ევროპის დროით 12 საათზე (საქართველოს დროით 14 საათზე), სერია A 2023-24 წლების სეზონის კალენდარს გამოაქვეყნებს. ჯერჯერობით ცნობილი მხოლოდ ის არის, რომ ჩემპიონატი 20 აგვისტოს დაიწყება და 2024 წლის 26 მაისს დასრულდება. იტალიის ნაკრების გამო შეჯიბრება მხოლოდ ოთხჯერ შეწყდება: 2023 წლის 10 სექტემბერს, 2023 წლის 15 ოქტომბერს, 2023 წლის 19 ნოემბერს და 2024...
ნაპოლიდან ნდომბელეც წავიდა
ტანგუ ნდომბელე „ნაპოლის” დაემშვიდობა. ფრანგი ნახევარმცველი „დიეგო მარადონაზე” იჯარით გატარებული პერიოდის შემდეგ „ტოტენჰემ ჰოთსფურს” უბრუნდება. გასული სეზონი პირადად ნდომბელესთვის მაინცდამაინც წარმატებული არ იყო, რადგან ლუჩანო სპალეტის ხელში უფრო სათადარიგო გახლდათ, ვიდრე ძირითადი შემადგენლობის წევრი, მაგრამ მედლების პირადი კოლექცია სკუდეტოთი გაამდიდრა. 26 წლის ფეხბურთელი თამაშობდა იმ „ნაპოლიში” რომელმაც გულშემატკივარს დიეგო მარადონას ეპოქის შემდეგ, 30 წლის ნანატრი...
მამარდაშვილი 21-წლამდელთა ჩემპიონატს დაემშვიდობა
დამთავრდა გიორგი მამარდაშვილის თავგადასავალი ევროპის 21 წლამდელთა ჩემპიონატში და მალე ის მთელი ყურადღებით „ვალენსიაზე” გადაერთვება. მან დიდი როლი ითამაშა თავისი გუნდის წარმატებაში, მაგრამ მეოთხედფინალში 120 წუთის შემდეგ ქართველებმა წააგეს ისრაელთან. ისინი უპირატესობას ფლობდნენ და შანსიც ჰქონდათ, მაგრამ მეტოქემ პენალტებით გაიმარჯვა. „ვალენსიას” მეკარეს კი იღბალმა ზურგი აქცია. „ვალენსიას” გოლკიპერი 21 წლამდელთა ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე მქუხარე სახელი...









