5 ივლისს, ცენტრალური ევროპის დროით 12 საათზე (საქართველოს დროით 14 საათზე), სერია A 2023-24 წლების სეზონის კალენდარს გამოაქვეყნებს. ჯერჯერობით ცნობილი მხოლოდ ის არის, რომ ჩემპიონატი 20 აგვისტოს დაიწყება და 2024 წლის 26 მაისს დასრულდება. იტალიის ნაკრების გამო შეჯიბრება მხოლოდ ოთხჯერ შეწყდება: 2023 წლის 10 სექტემბერს, 2023 წლის 15 ოქტომბერს, 2023 წლის 19 ნოემბერს და 2024 წლის 24 მარტს.
შუა კვირაში მარტო ერთი ტური ჩატარდება — 27 სექტემბერს.
სერია A საშობაო არდადეგებს არ მოაწყობს. „ბოქსინგ დეის” (26 დეკემბერს თამაშის) ექსპერიმენტი აღარ გამეორდება, მაგრამ გუნდები 30 დეკემბერს და 6 იანვარს მოედანზე იქნებიან.
ეს უკანასკნელი ტური ჩატარდება ოთხი გუნდის გარეშე: „ნაპოლი”, „ინტერი”, „ლაციო” და „ფიორენტინა” ქვეყნის სუპერთასს გაითამაშებენ.
გამოცხადდება „კოპა იტალიას” თარიღებიც. შეჯიბრება 6 აგვისტოს დაიწყება (წინასწარი ეტაპი), ფინალი კი 2024 წლის 15 მაისს რომში გაიმართება.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი04/08/2026 | 17:28ოფიციალურად: საზონოვი ხეტაფეს ფეხბურთელია!
აქეთურ-იქითური04/08/2026 | 09:28გააგებინეთ მოურინიუს, ვინისიუსი აქ არის თუ იქ?
აქეთურ-იქითური04/08/2026 | 07:34ჩეფერინი შეეცდება ალ-ხელაიფი ფიფას პრეზიდენტობაზე დაიყოლიოს
აქეთურ-იქითური03/08/2026 | 09:14ბარკოლას ლივერპულში წასვლა რეალობას ემსგავსება
