თვე: ივლისი 2023

Home 2023 ივლისი
დინამო: ლიგისთვის ორი ახალწვეულით…
ჩანაწერი

დინამო: ლიგისთვის ორი ახალწვეულით…

ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის წინ თბილისის „დინამომ“ უეფა-ში განაცხადი წარადგინა. „დინამოს“ შემადგენლობაში ორი ახალი ფეხბურთელია, ორივე აფრიკელია – 20 წლის კამერუნელი საყრდენი ნახევარმცველი ჯოზეფ აიენჯოკი და 21 წლის კოტდივუარელი ფლანგის შემტევი მუსა ბაბა სანგარე. აიენჯოკ კამერუნის 20 და 23-წლამდელთა ნაკრებებში უთამაშია. ის ბოლოს სამშობლოში, „უნიონ დუალაში“ გამოდიოდა. სანგარე კი ბოლოს სლოვაკურ „პოდბრეზოვაში“ თამაშობდა. „დინამო თბილისის“...

ლუკა ბაიერნის მთავარ გუნდში
ჩანაწერი

ლუკა ბაიერნის მთავარ გუნდში

მიუნხენის „ბაიერნი“ ახალი სეზონისთვის მზადებას იწყება. გერმანიის ჩემპიონმა პირველი წინსასეზონო შეკრების განაცხადი გამოაქვეყნა, ტუხელის სიაში ქართველი ნახევარმცველი ლუკა პარკაძეც მოხვდა, რომელიც პირველ შეკრებას „ბაიერნის“ მთავარ გუნდთან ერთად გაივლის. ცნობილია ასევე მოზამზადებელ შეკრებაზე „ბაიერნის“ ამხანაგური მატჩების განრიგი და მეტოქეების ვინაობაც. 26 ივლისი „ბაიერნი“ – „მანჩესტერ სიტი“ 29 ივლისი „კავასაკი“ – „ბაიერნი“ 2 აგვისტო „ლივერპული“ – „ბაიერნი“...

დრაკონებისთვის ძალა აღარ ეყოთ
ჩანაწერი

დრაკონებისთვის ძალა აღარ ეყოთ

საქართველოს 20-წკანდელებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე თავისი ყველაზე სუსტი მატჩი ჩაატარა და მე-5 ადგილისთვის ნახევარფინალში უელსელ 20-წლამდელებს 6 ლელო დაადებინეს – 21:40. 6 ლელო მეტია, ვიდრე უმცროსს ბორჯღალოსნებს ჯგუფური ეტაპის სამივე მეტოქემ ჯამში გაუტანა.. მოგეხსენებათ, სამხრეთაფრიკელებმა ლადო კილასონიას გუნდი 3-ჯერ დაალელოვეს, იტალიელებმა – 2-ჯერ, ხოლო არგენტინელები სულაც უქულოდ გაეყარნენ ქართველებს. ფაქტია, რომ გუნდს არც ისეთი მოტივაცია ეტყობოდათ,...

საბა სიმბოლურში
ჩანაწერი

საბა სიმბოლურში

5 ფეხბურთელი ინგლისიდან, 3 ესპანეთიდან, 2 უკრაინიდა და ერთიც… საბა საზონოვი, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მცველი. პოპულარულმა Sofascore.com-მა ევროპის ახლახან დასრულებული 21 წლამდელთა ჩემპიონატის სიმბოლური გუნდში შეადგინა და რჩეულთა შორის ჩვენიანი ფეხბურთელიც დაასახელა.    საბამ ევროპის ჩემპიონატზე ყველა მატჩი (4) შეუცვლელად ჩაატარა და პირველ ტურში, პორტუგალიასთან ჩინეული თავურიც გაიტანა.     შეგახსენებთ, საქართველოს 21 წლამდე ნაკრებთან ერთად...

იყო ერთი მეტრი?
ჩანაწერი

იყო ერთი მეტრი?

ბათუმში, ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალის ბედი პირველი ტაიმის მიწურულს ჯარიმამ გადაწყვიტა: ინგლისელი კოულ პალმერის დარტყმული ბურთი კერტის ჯონსს მოხვდა, მიმართულება იცვალა და ესპანელთა კარში შევარდა. ესპანური გაზეთი AS წერს, რომ საკამათოა უნდა ჩათვლილიყო თუ არა ეს გოლი. საქმე ის არის, რომ პალმერის დარტყმის წინ ესპანელთა ცოცხალ კედელს წინ ორი ინგლისელი აეფარა, რომელთაგან ერთ-ერთი ჯონსი იყო....

დრამატული ფინალი ბათუმში
ჩანაწერი

დრამატული ფინალი ბათუმში

ბათუმში დასრულდა 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი. დრამატულ ფინალში ინგლისმა ესპანეთს 1:0 მოუგო. სანახაობრივ, მაღალი დონის შეხვედრაში იყო გოლი და მოგერიებული პენალტი, იღბალი და უიღბლობა, ჩხუბი და შერიგება. ინგლისური „მანჩესტერ სიტის” ესპანელმა ფეხბურთელმა სერხიო გომესმა მატჩის შემდგ აღნიშნა, რომ მის გუნდს ორ საკვანძო მომენტში არ გაუმართლა: გაშვებული გოლის და ვერ გატანილი პენალტის დროს. გოლი ასე გავიდა: მისმა...

როცა უკვე ბუკმეიკერებსაც ეიმედები
ჩანაწერი

როცა უკვე ბუკმეიკერებსაც ეიმედები

კვირას, 9 ივლისს, ქართველთათვის უკვე კარგად ნაცნობ სტელენბოსის „დენი ქრეივენზე“ საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები „მსოფლიო რაგბის“ U20-ის ჩემპიონატის მე-5 ადგილისთვის ნახევარფინალში უელსის U20-ს დაუპირისპირდება. ეს იქნება ამ გუნდების მეოთხე მატჩი მიმდინარე ტურნირზე. წანი სამი მატჩიდან საქართველომ ორი მოიგო – არგენტინასთან და იტალიასთან, სამხრეთ აფრიკასთან კი დამარცხდა, ხოლო უელსელმა ახალგაზრდებმა მხოლოდ იაპონია დაამარცხეს, რომელიც ტურნირის აშკარა აუტსაიდერია...

რით მოეწონა კალენდარი რუდი გარსიას?
ჩანაწერი

რით მოეწონა კალენდარი რუდი გარსიას?

„ნაპოლის” მწვრთნელმა რუდი გარსიამ სერია A-ს კალენდარზე თავისი კომენტარი გააკეთა. „პირველი თამაში სტუმრად გვაქვს „ფროზინონესთან”, რომელმაც სერია B-ში ჩინებული სეზონი ჩაატარა. ამ გუნდმა დამსახურებულად მოიპოვა სერია A-ს საგზური. ზოგადად, კარგად მოგვეხსენება, რომ ამ ლიგაში იოლი თამაშები არ არის, რასაც იტალიური ფეხბურთის დონე განაპირობებს. დადებითი კი ის არის, რომ ექვსიდან ხუთ შემთხვევაში ჩემპიონთა ლიგის მატჩის შემდეგ, შინ...

ჯიუნტოლი: მე ის ბავშვი ვარ, რომელიც იუვენტუსის თამაშის სანახავად 8 საათი მატარებლით მგზავრობდა
ჩანაწერი

ჯიუნტოლი: მე ის ბავშვი ვარ, რომელიც იუვენტუსის თამაშის სანახავად 8 საათი მატარებლით მგზავრობდა

„ნაპოლის” ყოფილი სპორტული დირექტორი კრისტიანო ჯიუნტოლი „იუვენტუსში” მივიდა და „ბებერი ქალბატონის” სატელევიზიო არხს პირველი ტურინული ინტერვიუც მისცა. – როგორია თქვენი პირველი განცდა „იუვენტუსის” მენეჯერის რანგში? —  წარმოუდგენელი. ენით აუწერელი. მე ის ბავშვი ვარ, რომელიც პრატოდან მატარებლით 8 საათი ვმგზავრობდი რათა „იუვენტუსის” თამაშს დავსწრებოდი. ამიტომაც აქ ყოფნა დიდი ბედნიერება და წარმოუდგენელი ემოციაა. — ვინ გახსენდებათ დღეს,...

ეკიპს მამარდა არ უხსენებია
ჩანაწერი

ეკიპს მამარდა არ უხსენებია

ფრანგულმა „ეკიპმა” დაწერა, რომ თუკი „ინტერი” მეკარე ანდრე ონანას გაყიდის, მის ნაცვლად ვეტერანი უგო ლორისის შეძენას მოინდომებს. ციტატა გაზეთიდან: „მართალია უგო ლორისი საუდის არაბეთში აწარმოებს მოლაპარაკებას, მაგრამ ევროპული  კლუბები მას სთხოვენ არ იჩქაროს, რადგან მეკარეების ბაზარი სადაცა არის იფეთქებს. ყველაფერი „ინტერთან” გახლავთ დაკავშირებული. „ნერაძური” ეძებს გოლკიპერს, რათა „მანჩესტერ იუნაიტედში” წასვლის შემთხვევაში კამერუნელი ანდრე ონანა შეცვალოს....