საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. ჩვენმა გუნდმა ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში ნიდერლანდებს ფრედ, 1:1 ეთამაშა და მომავალი მეტოქის ვინაობას ხვალ გაიგებს.
პირველ ტაიმში ნიდერლანდები დიდ უპირატესობას ფლობდა, მომენტებიც მრავლად შეგვიქმნა, მაგრამ ზურიკო დავითაშვილის ერთმა რეიდმა და ლამაზმა გოლმა რამაზ სვანაძის გუნდი კომფორტულ მდგომარეობაში ჩააყენა. თუმცა, ჩვენებმა ეს უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს და შესვენებაზე გასასვლელი სასტვენის წინ ტეილორმა ანგარიში გაგვითანაბრა – 1:1.
ნიდერლანდელებს ფრე არ აწყობდათ და მეორე ტაიმში მაგრად შემოგვიტიეს. ამასთან პარალელურ მატჩში პორტუგალია ბელგიასთან დაწინაურდა. ეს ჩვენთვის კარგი იყო. თუმცა ბელგიელებმა მალევე გაათააბრეს და ჯგუფში სიტუცია კიდევ უფრო ჩახლართეს.
საქართველო თავს კარგად იცავდა, ნიდერლანდელთა შეტევებს ბოლომდე გაუძლო და სასურველი ანგარიში შეინარჩუნა.
გეტყვით იმასაც, რომ მატჩს 43.004 მაყურებელი დაესწრო, რითიც წინა ტურში საქართველო-ბელგიას დასწრების რეკორდი გაუმჯობესდა.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 12:21ლიდერი და საჭირო სანდრო
აქეთურ-იქითური28/10/2026 | 15:27მამუ პორტლენდს არ ეყო
აქეთურ-იქითური26/10/2026 | 12:35მოედანზე და სკამზე
აქეთურ-იქითური25/10/2026 | 17:00ბასილაშვილმა ფინალი წააგო
