ჭდე: საქარათველოს 21-წლამდელთა ნაკრები

Home საქარათველოს 21-წლამდელთა ნაკრები
საქართველო ახალი ფორმით…
ჩანაწერი

საქართველო ახალი ფორმით…

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ახალი დიზაინის მაისურებით ითამაშებს, რომელსაც პირველად ივნისში გასამართ ამხანაგურ მატჩებზე მოირგებს. ახალი ფორმებით ითამაშებს 2025 წლის 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებიც. ეროვნული გუნდების უნიკალური დიზაინის ფორმები საქართველოს ეროვნული ნაკრების ტექნიკურ სპონსორთან, იტალიურ კომპანია „მაკრონთან“ თანამშრომლობით შეიქმნა. ახალი მაისურის დიზაინში, გამოყენებულია ნაკრების ძველი სათამაშო ფორმის ელემენტები. ასეთი...

ახალგაზრდული ბათუმში ემზადება…
ჩანაწერი

ახალგაზრდული ბათუმში ემზადება…

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, 12 და 17 ოქტომბერს, ბათუმის „აჭარაბეთ არენაზე“, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფურ ეტაპის მატჩებს ნიდერლანდებისა და შვედეთის 21-წლამდე გუნდების წინააღმდეგ გამართავს. რამაზ სვანაძის ხელმძღვანელობით გუნდმა დღეს, ბათუმში, ტექნიკური ცენტრის მოედანზე ივარჯიშა. ტრავმის გამო, მოახლოებულ მატჩებში ახალგაზრდულ ნაკრებს ბერძნული პაოკ-ის ფორვარდი – ვასილიოს გორდეზიანი ვერ დაეხმარება. ნაკრბმა საწვრთნელი პროცესი არასრული შემადგენლობით დაიწყო, ლეგიონერები...

სა-ქა-რთვე-ლო!!!
ჩანაწერი

სა-ქა-რთვე-ლო!!!

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. ჩვენმა გუნდმა ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში ნიდერლანდებს ფრედ, 1:1 ეთამაშა და მომავალი მეტოქის ვინაობას ხვალ გაიგებს. პირველ ტაიმში ნიდერლანდები დიდ უპირატესობას ფლობდა, მომენტებიც მრავლად შეგვიქმნა, მაგრამ ზურიკო დავითაშვილის ერთმა რეიდმა  და ლამაზმა გოლმა რამაზ სვანაძის გუნდი კომფორტულ მდგომარეობაში ჩააყენა. თუმცა, ჩვენებმა ეს უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს და...

ნიკა გაგნიძეს ტრავმა მოედანზე აღარ უშვებს…
ჩანაწერი

ნიკა გაგნიძეს ტრავმა მოედანზე აღარ უშვებს…

ბელგიის ნაკრებთან მატჩისას (2:2) მიღებული ტრავმის გამო, ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებს საყრდენი ნახევარმცველი ნიკა გაგნიძე ვეღარ დაეხმარება – ამის შესახებ პრესკონფერენციაზე ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ განაცხადა. „სამწუხაროა, რომ ნიკა გაგნიძე ევროპის ჩემპიონატზე ვეღარ დაგვეხმარება, მაგრამ ის გუნდთან ერთად რჩება – ნიკა ამ ნაკრების გულია, როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა. შეიძლება ბევრმა არ იცის, რომ...

საქართველომ ევროპა მოგებით გახსნა…
ჩანაწერი

საქართველომ ევროპა მოგებით გახსნა…

ახალგაზრდული ევროპირველობა საქართველომ ისე დაიწყო, უკეთესს რომ ვერ ვინატრებდით – რამაზ სვანაძის გაწვრთნილმა გუნდმა ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტად მიჩნეული პორტუგალია 2:0 დაამარცხა. პირველ ტაიმში უპირატესობას პორტუგალიელები კი ფლობდნენ, მაგრამ საქართველოს ნაკრები თავს ჭკვიანურად იცავდა. მართალია, შეტევაში ბევრი არაფერი გამოგვდიოდა, მაგრამ ორი გოლი გავიტანეთ: ჯერ გიორგი გაგუამ დასაჯა მცველები უყურადღებობისთვის, შემდეგ საბა საზონოვმა კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს მიუჩინა...

სვანაძის 23 რჩეული…
ჩანაწერი

სვანაძის 23 რჩეული…

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპს 21 ივნისს, „დინამო არენაზე“, პორტუგალიასთან მატჩით გახსნის. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა – რამაზ სვანაძემ ტურნირისთვის საბოლოო, 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლუკა კუტალაძე (დინამო თბილისი), ნოდარ ყალიჩავა (სამგურალი). მცველები: ცოტნე კაპანაძე (საბურთალო), გიორგი გოჩოლეიშვილი (შახტარი დონეცკი, უკრაინა), ივა გელაშვილი (საბურთალო), სანდრო კალანდაძე (დინამო თბილისი), ჯემალ-გიორგი ჯინჯოლავა...

ჟორჟიც უარზეა…
ჩანაწერი

ჟორჟიც უარზეა…

ხვიჩა კვარაცხელიას შემდეგ საკუთარ სოციალურ ქსელში პოსტი გიორგი მიქაუტაძემაც გამოაქვეყნა, საფრანგეთის ლიგა 2-ის ბომბარდირმა და სეზონის საუკეთესო მოთამაშემ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე თამაშისგან თავი შემიკავა: “ბევრი გულშემატკივარი ელოდება ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატს, რომელიც საქართველოში გაიმართება. ძალიან გამიხარდა, როცა ჩემი სახელი გაფართოებულ შემადგენლობაში ვნახე, ამისთვის მადლობა მინდა გადავუხადო 21-წლამდელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელს. რთული საფეხბურთო სეზონის შემდეგ, მინდა გუშემატკივარმა...

ევრო ხვიჩას გარეშე…
ჩანაწერი

ევრო ხვიჩას გარეშე…

ხვიჩა კვარაცხელია ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებს ვერ დაეხმარება – ამის შესახებ საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ ვარსკვლავმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა. „დიდი პატივია, ვიყო იმ გუნდის გაფართოებული შემადგენლობის წევრი, რომელიც რამდენიმე დღეში ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. ჩემთვის ყველაზე ხანგრძლივი საფეხბურთო სეზონის შემდეგ, რთულია დროის ასეთ მოკლე მონაკვეთში კვლავ ასეთი მაღალი რანგის შეჯიბრებაზე თამაში. ამიტომ, მსურს გულშემატკივარმა...

წავა გია?
ჩანაწერი

წავა გია?

ის დროა, გია გეგუჩაძემ ქუდი დაიხუროს და პოსტი დატოვოს… საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროშესარჩევი მატჩი ვერც ამჯერად მოიგო და ჯგუფში კვლავაც ბოლო ადგილზეა. მოსალოდნელი იყო, რომ  ფარერებზე დიდსირცხვილნაჭამი გუნდი მორიგ მეტოქესთან მაინც შეძლებდა რეაბილიტაციას, მაგრამ ამაოდ… ორჯერ აგებდა გეგუჩაძის გუნდი ფინეთთან, თუმც, საბედნიეროდ, ჩვენებმა ორჯერვე შეძლეს გათანაბრება და ზედიზედ მეოთხე მარცხს ბედად გადაურჩნენ. სხვა რა? 14...