სლოვაკეთის ჩემპიონატის „ფორტუნა ლიგაში“ ბრატისლავის „სლოვანმა“ სტუმრად „ბანსკა ბისტრიცა“ 2:1 დაამარცხა, ორი ტურით ადრე სლოვაკეთის ჩემპიონის ტიტული ოფიციალურად გაიფორმა და ზედიზედ მეხუთედ გახდა ქვეყნის საუკეთესო გუნდი.
ვლადიმირ ვაისმა ძირითად შემადგენლობაში ჯაბა კანკავა და გიორგი ჩაკვეტაძე (72 წუთი ითამაშა) დააყენა, გურამ კაშია კი მცირე ტრავმის გამო განაცხადში არ ყოფილა.
საბოლოო ჯამში ბრატისლავის „სლოვანმა“ 69 ქულა დააგროვა, ბოლო ტურის შედეგის მიუხედავად, „დუნაისკა სტრედასთვის“ (64) მიუწვდომელი გახდა.
გურამ კაშიასა და ჯაბა კანკავასთვის სლოვაკეთში ეს ზედიზედ მეორე ჩემპიონობაა, ხოლო გიორგი ჩაკვეტაძე სლოვაკეთის ჩემპიონის ოქროს მედალს პირველად მიიღებს.
შეგახსენებთ, ჩვენებიდაან უცხო ქვეყნის ჩემპიონი ამ სეზონში პირველი ხვიჩა კვარაცხელია გახდა, რომელმაც იტალიური სკუდეტო ორი კვირის წინ გაიფორმა.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური11/09/2026 | 13:10ამერიკაში ფინალისტები ადგილებს გაცვლიან
აქეთურ-იქითური02/09/2026 | 22:12სად არის ხვიჩა?
აქეთურ-იქითური28/08/2026 | 22:34ოქროს ეთო
აქეთურ-იქითური27/08/2026 | 22:31მაქსიმუმი
