ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს ჩემპიონია!!!
81 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოჭიდავე ქართველმა დოჰაში მიმდინარე ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატზე ტიტული შეინარჩუნა.
ეს შეჯიბრების მეოთხე დღე იყო და ჩვენების პირველი ოქრო.
პირველობისკენ მიმავალ გზას ჩვენებური მაროკოელი აშრაფ მუტის დაიპონებით შეუყვა, შემდეგ ტაჯიკ შოდმონ რიზოევს აჯობა, მეოთხედფინალში ავსტრიელთა სახელით მოასპარეზე ვაჰიდ ბორჩაშვილს დამატებით დროში ვაზარით მოუგო, ნახევარფინალი ფანტასტიკურად იჭიდავა და კორეელი ლი ჯუნ-ჰვანი 35 წამში ორჯერ დააგდო.
ფინალში მეტოქედ ბელგიელი მატიას კასე ჰყავდა. გრიგალაშვილმა მეტოქეს ვაზარით აჯობა და მომავალ წელსაც წითელი არშიით იჭიდავებს.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე გრიგალაშვილის გარდა საქართველოს მედალი გიორგი სარდალაშვილმა მოუტანა – ბრინჯაო.
ხვალ დოჰაში 90 კილოგრამამდე წონითი კატეგორიის დღე არის და ტატამზე ორი ქართველი გავა – ლაშა ბექაური და გიორგი მაისურაძე.

ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური31/08/2026 | 21:01მადლობა ღმერთს, რომ არგენტინელად გამაჩინა!
აქეთურ-იქითური28/08/2026 | 21:53მონტენეგრო დაძლეულია
მთავარი ამბავი20/08/2026 | 22:20იბერიამ იაგელონიასთან ვერაფერი გააწყო
სიახლეები13/08/2026 | 14:10მეოთხე ქართველი ლა ლიგაში
