საქართველოს ნაკრებმა მონღოლეთთან და ნორვეგიასთან მატჩებისთვის მზადება თბილისში დაიწყო. ვილი სანიოლის გუნდმა თბილისის ზღავაზე მდებარე „ზესტაფინის“ მოედანი დატოვა და დიღომში, „დინამოს“ საწვრთნელ ბაზაზე არასრული შემადგენლობით შეიკრიბა. მწვრთნელის განკარგულებაში 17 ფეხბურთელი იყო: გიორგი მამარდაშვილი, ლუკა გუგეშაშვილი, ოთარ კაკაბაძე, მამუკა კობახიძე, საბა კვირკველია, ჯიმი ტაბიძე, საბა საზონოვი, ლაშა დვალი, ანზორ მექვაბიშვილი, ლუკა გაგნიძე, გაბრიელ სიგუა, გიორგი აბურჯანია,...
ვილი სანიოლი: ნორვეგიას ჰოლანდი ჰყავს? ჩვენ – კაშია!
საქართველოს ნაკრებმა მარტის შეხვედრებისთვის შეკრება დაიწყო. ტრადიციულად, ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა უახლოესი მატჩების წინ პრესკონფერენცია გამართა და ჩვენს კითხვებს უპასუხა: …ხოჭოლავასთან დაკავშირებით უჩვეულო ვითარებაა. დიდი ხანია ვიცით რომ მუხლი აწუხებს და ოპერაცია სჭირდება, თუმცა, ბოლო ტურში კლუბმა მაინც ათამაშა, მას ქირურგიული ჩარევის შემდეგ 6-7 კვირა გაუცდება, სწორედ, ეს იყო არგამოძახების მიზეზი, თორემ ხოჭოლავა ნაკრებში ყოველთვის...
წყვილად!
ეროვნული ჩემპიონატის მე-5 ტურმა „დინამო“ და „ბათუმი“ ისევ ერთმანეთს გაუთანაბრა. ზღვისპირელებმა სტუმრად „გაგრა“ 4:1 დაამარცხეს, „დინამომ“ კი „თელავთან“ ფრედ ითამაშა (2:2) და სეზონში პირველი ქულები დაკარგა. ახლა ტიტულის მთავარ პრეტენდენტებს 13-13 ქულა მოუგროვდათ და თბილისელები ბურთების უკეთესი სხვაობის გამო ლიდერობენ. ტურის გმირი ბათუმელი ჯოვინო ფლამარიონი გახდა. გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელმა „გაგრას“ სამი ბურთი გაუტანა და...
როცა გინდა, სადაც გინდა!
სწორედ ასეთი პათოსი ქონდა ბორჯღალოსნების გუშინდელ გამარჯვებას! „რაგბი ევროპამ“ მიზნად თავისი ეგიდით ჩატარებული ტურნირის გადახალისება საქართველოს ნაკრების საჩემპიონო ტახტიდან ჩაჩოჩება დაისახა და რა აღარ იღონა ამისთვის. ტოპ ექვსეული ოქტეტად გადააკეთა, რომელიც ორად გაყო, წრიულად ათამაშა და პლეი-ოფებიც დაუნიშნა – ასე ხომ უფრო მაღალი ხდებოდა იმის ალბათობა, რომ ბორჯღალოსნების ერთ წაბორძიკებას ჩემპიონის ცვლილება გამოეწვია?! ეს არ...
გამარჯვებული ალეგრის მძვინვარება
მილანში, „სან სიროზე”, „იუვენტუსმა” „ინტერს” 1:0 მოუგო, რის გამოც „ინტერმა” მეორედან მესამე ადგილზე გადაინაცვლა და ლიდერს, „ნაპოლის” უკვე 21 ქულით ჩამორჩება. მეორეზე „ლაციოა”, რომელმაც დედაქალაქის დერბიში „რომას” 1:0 მოუგო. „ნაპოლი” „ლაციოს” 19 ქულით უსწრებს. „ინტერისა” და „იუვეს” შეხვედრაში ერთადერთი გოლი სერბმა ფილიპ კოსტიჩმა გაიტანა. მას პასი ფრანგმა ადრიენ რაბიომ მიაწოდა, თუმცა ეპიზოდმა დავა გამოიწვია. მასპინძელთა...
ორი და თანაც ნული
„დერბი დელა კაპიტალე” ანუ რომაული დერბი მატია ძაკანის გოლით „ლაციომ” მოიგო — 1:0. უფრო სწორი იქნებოდა გვეთქვა, რომ იტალიის დედაქალაქის გუნდების დაპირისპირებაში ისევ „ბიანკოჩელესტიმ” გაიმარჯვა. მიმდინარე სეზონში ისინი უკვე ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს, და ორივეჯერ „ლაციომ” იყოჩაღა. ანგარიშიც ერთნაირი გახლდათ. ამრიგად, „ლაციოს” თავკაცი მაურიციო სარი გახდა მწვრთნელი, რომელმაც „არწივებს” „რომასთან” ერთ სეზონში ორივე შეხვედრა მოაგებინა და...
ღრიალი სტადიო ოლიმპიკოს გასახდელში
დიდი ჩხუბიანი მატჩი გამოდგა იტალიის დედაქალაქის დერბი, „ლაციო” — „რომა”, რომელიც „ლაციომ” მატია ძაკანის გოლით 1:0 მოიგო. შეხვედრის მსვლელობისას „მასპინძლებს” მოედნიდან გაუძევეს ადამ მარუშიჩი, ხოლო „სტუმრებს” როჟერ იბანიესი და ბრიან კრისტანტე. ხშირად იყო გაწევ-გამოწევა. „კორიერე დელო სპორტი” წერს, რომ სტადიონიდან გამოსვლის დროს ერთ-ერთმა ფეხბურთელმა თქვა: „რა ცუდია, გასახდელებში კამერები რომ არ იყო. ძალიან ისიამოვნებდით”. მატჩის...
გოლი+პასი და პირველი, დიეგოს შემდეგ…
სერია A-ში მორიგი ტურის მატჩი ჩაატარა „ნაპოლიმ“, რომელმაც სტუმრად „ტორინოს“ 4:0 მოუგო. ხვიჩამ მორიგი შედეგიანი შეხვედრა ჩაატარა – გაიტანა მის მიერვე მოპოვებული პენალტი, დიდი როლი ითამაშა ოსიმენის მეორე გოლში (ქუსლით შესანიშნავი გადაცემა გაუკეთა ოლივერას, ვის პასსაც ოსიმენის გოლი მოჰყვა), ბოლოს კი კვარამ ტანგი ნდომბელესაც გაატანინა. ხვიჩას სერია A-ში 12 გოლი და 10 საგოლე პასი დაუგროვდა,...
ნაკრებისთვის ტრავმირებული დანიური გუნდის ძირითადში…
28 მარტს, საქართველოს ნაკრები ევროპის 2024 წლის შესარჩევ ციკლს ბათუმში, ნორვეგიის ნაკრებთან მატჩით იწყებს. ამ თამაშისთვის ვილი სანიოლმა შემადგენლობა დასახელა, მაგრამ 18 მარტს განაცხადში პირველი ცვლილება მოხდა – საქართველოს ნაკრების ოფიციალური გვერდზე (www.nakrebi.ge) ვკითხულობთ: „საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების შემადგენლობაში ცლილებაა. მარტში გასამართი მატჩებისთვის გამოძახებულ ფეხბურთელთა სიას, მუხლის ტრავმის გამო, დავით ხოჭოლავა გამოაკლდა. მის ნაცვლად, ეროვნული...
კვარადონა
რა არის საჭირო იმისათვის, რომ ხალხმა თქვენი სახელი შეიყვაროს? ჩვეულებრივ საჭიროა ნიჭი, მაგრამ ხშირად ყურის მომჭრელი მეტსახელიც უნდა დაემატოს. გაიხსენეთ ელვისი, როკი ან ახლახან გარდაცვლილი პელე. მკვეთრი, მოკლე… და ეფექტური. ისეთი, პლაკატს რომ მოუხდეს. მაგრამ დროგამოშვებით გვხვდება სახელი, რომლის წარმოთქმა თითქმის შეუძლებელია, მაგრამ ენას იტეხ და მაინც გამოთქვამ. იმიტომ, რომ მისი პატრონი საოცრებებს სჩადის. აი,...









