გიორგი მამარდაშვილის სეზონს ბრწყინვალეს ვერ უწოდებ, მაგრამ 22 წლის მეკარე 2022/23 წლების დასავიწყებელ ჩემპიონატში „ვალენსიას” ყველაზე საიმედო და სტაბილური მოთამაშე რომ არის, ფაქტია. აგვისტოს მერე „მესტალიას” გარშემო ბევრმა ფაქტორმა მოიყარა თავი, რომელთა შორის დადებითი ძალიან ცოტაა და ერთ-ერთი მათგანი სწორედ საქართველოს ნაკრების კარის დარაჯი გახლავთ. ის შეუცვლელი იყო ჯენარო გატუზოსთვის და ვორო გონსალესისთვის. ახლა რუბენ...
ბიჭი 543-ე კლუბიდან
ამერიკელებს ვერ მოუნელებიათ, რომ „ნაპოლიმ” ფენომენალური ფეხბურთელი მსოფლიოს 543-ე კლუბში იპოვა და მასში სულ რაღაც 11,5 მილიონი ევრო გადაიხადა, — წერს ilnapolista. ცხადია, ლაპარაკია ევროპულ ფეხბურთში მეტეორივით შევარდნილ ხვიჩა კვარაცხელიაზე. იტალიური პორტალი ESPN-ის წერილს მიმოიხილავს, რომლის ავტორებიც გაოცებას არიან, რომ გასულ მაისში არავინ იცნობდა მოთამაშეს, რომელიც თურმე მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გარემარბი ყოფილა. „2022 წლის 24...
როდის გახდება ჩემპიონი ნაპოლი და როგორ გახდება იუვენტუსი
„ნაპოლის” სკუდეტოსგან რამდენიმე ნაბიჯიღა აშორებს. ის სერია A-ს ცხრილს სათავეში უდგას, მდევარ „ლაციოს” 19 ქულით უსწრებს. თეორიულად შესაძლებელია, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ და მისმა თანაგუნდელებმა იტალიის ჩემპიონის ტიტული შინ, „სალერნიტანასთან” შეხვედრაში მოიპოვონ. 32-ე ტურის ეს მატჩი იტალიური ლიგის ხელმძღვანელობამ 29 აპრილისთვის გადაიტანა. თარიღმა მყისვე მიიპყრო ყურადღება — 29 აპრილი სწორედ ის დღეა, როდესაც 1990 წელს დიეგო...
უკვე სრული შემადგენლობით…
საქართველოს ეროვნული გუნდი მარტის მატჩებისთვის ემზადება . 21 მარტს, ვილი სანიოლის გუნდი „დინამოს“ საწვრთნელ ბაზაზე სრული შემადგენლობით შეიკრიბა. ფეხბურთელებმა, რომლებიც გუნდს დღეს შეუერთდნენ, ინდივიდუალურ პროგრამით ივარჯიშეს. ზურიკო დავითაშვილი „ეს საკვალიფიკაციო ეტაპი ბევრ რამეს დაგვანახებს. ჯგუფიდან გასვლა რთული იქნება, მაგრამ ამის გაკეთება შეგვიძლია და ამ მიზნის მისაღწევად ვიბრძოლებთ. 28 მარტს ვეთამაშებით ერთერთ კონკურენტს, ნორვეგიის ნაკრებს და...
მესის 5 პროცენტი
„ინტერ მაიამიმ,“ რომელის თანამფლობელი დევიდ ბექემი გახლავთ, შესაძლოა, ამერიკაში გადასვლის შემთხვეევაში ლიონელ მესის კლუბის აქციების 5 პროცენტი შესთავაზოს. კლუბის მიზანია მესი 2025 წლის სეზონამდე გადაიბიროს. სწორედ ორ წელიწადში „ინტერის“ ახალი სტადიონი საზეიმოდ გაიხსნება. ამერიკულ ლიგაში ხელფასების ლიმიტის გამო, „მაიამი“ მესის პსჟ-ის დარ ჯამაგირს ვერ გადაუხდის. ამიტომ „ინტერი“ არგენტინელსთვის აქციების 5 პროცენტის გადაცემას აპირებს. ლიონელს პსჟ-სთან...
ხვიჩას ახალი ფასი: 85 მილიონი ევრო…
გერმანული ვებ გვერდის, „ტრანსფერმარკტის“ განახლებული ფასების მიხედვით, საქართველოს ნაკრებისა და იტალიური „ნაპოლის“ თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელია 25 მილიონი ევროთი გაძვირდა – „ტრანსფერმარკტი“ ქართველი ვარსკვლავის ტრანსფერს ახლა 85 მილიონ ევროდ აფასებს: „წლის განმავლობაში ფასის ასეთი მკვეთრი ზრდა სერია A-ში იშვიათად ხდება, მაგრამ კვარაცხელიას შემთხვევა გამონაკლისია, მას ყველა მონაცემი აქვს, რომ მომავალში ევროპული ფეხბურთის სუპერვარსკვლავი გახდეს. ხვიჩას ტრანსფერის...
ჰოლანდი ბათუმს ვერ ნახავს
საჩვენო ამბავი ნორვეგიიდან – საქართველოს ნაკრების მომავალი მეტოქის უმრისხანესი ფორვარდი ერლინგ ჰოლანდი ბათუმში არ იქნება. საზარდულის ტრავმის გამო ის 28 მარტის საქართველო-ნორვეგიის შესარჩევ მატჩს გამოტოვებს. ჰოლანდი გამოტოვებს 25 მარტის ესპანეთი-ნორვეგიის შესარჩევსაც. ჰოლანდმა ეროვნული გუნდის შეკრება უკვე დატოვა. ის ოსლოში ორშაბათის დილას ჩაფრინდა, ნაკრების ექიმებს გაესინჯა და უკანვე მიბრუნდა. ჰოლანდს ორკვირიანი უქმობა მოუწევს. ერლინგ ჰოლანდი ის...
ისინი ხომ საბჭოთა ბრაზილიელები იყვნენ…
ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ამჯერად რუსულმა „სპორტ-ექსპრესის“ ჟურნალისტები ვერ მალავენ აღტაცებას. რუსებმა ჩვენიანის „ატალანტასთან“ თამაში გაარჩიეს და შიგადაშიგ ზოგადად ქართული ფეხბურთის ამბებზე თქვეს… აშკარად, მონატრებიათ… „პირველი ტაიმიხვიჩას შეტევაში ბევრი არაფერი გამოდის. „ატალანტა“ ძალიან ყურადღებით თამაშობს, განსაკუთრებით, მარჯვენა მცველი დანი მელე, რომელიც შეტევებში საერთოდ არ ერთვება. თუმცა, პარტნიორებიც აზღვევენ, რათა კვარაცხელიას მილიმეტრიანი სივრცეც არ დარჩეს. ერთ-ერთ მომენტში...
კვარას ფუნდამენტური ფაქტორი
პორტალმა ilnapolista სერია A-ს ბოლო ტურის შეხვედრა „ტორინოსა” და „ნაპოლის” შორის (0:4) საფუძვლიანად გაარჩია. ვინაიდან წერილი ვრცელია, მხოლოდ ის მონაკვეთი გადმოვაქართულეთ, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიას ეხება. მიმოხილვაში წერია: „მიუხედავად იმისა, რომ „ნაპოლი” ამ დღეს უწინდელთან შედარებით სრულიად განსხვავებულ გუნდად წარმოგვიდგა, მაინც ეტყობოდა, რომ მას ბურთის ფლობა უყვარს. თამაშის კონტროლისთვის „აძური” მთავარ ინსტრუმენტად სწორედ ბურთის ფლობის ხერხს...
ვიქტორ ოსიმენის ასკეტური ცხოვრება ნეაპოლში
„ქალაქი ნიღბებში”, — ასე ჰქვია Sportweek-ის რეპორტაჟს ნეაპოლიდან. „ლა გაძეტა დელო სპორტის” ყოველკვირეული დამატება „ნაპოლის” ნიგერიელი თავდამსხმელის, ვიქტორ ოსიმენის ჩვეულებრივ დღეზე გვიყვება — სად ცხოვრობს, ყველაზე ხშირად რომელ რესტორანში დადის, ვინ არის მისი დალაქი. ქალაქში მას მურალი მიუძღვნეს. ოსიმენი თავის პარტნიორ სტეფანისა და ქალიშვილ ჰეილისთან ერთად პოსილიპოს გორაზე, ვიალე კოსტაში ცხოვრობს. ეს არის წყნარი, მწვანეში...









